• რეკლამა
  • კონტაქტი
03:26, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რითი ჩაგრავს სახელმწიფო კერძო სკოლის მასწავლებელს? – ელისაბედ ბადაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:51 01-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
140

განათლების მეცნიერებათა დოქტორი, ზოგადი განათლების ექსპერტი, ელისაბედ ბადაშვილი:

“კერძო სკოლების პრობლემებზე ვფიქრობ,

-იმაზე თუ რატომ არ ზრუნავს სახელმწიფო მათ მხარდაჭერასა და განვითარებაზე;

-რატომ არიან არათანაბარ მდგომარეობაში -საჯარო სკოლებთან მიმართებით,იმ დროს როდესაც ყველა კვლევა ამბობს რომ კერძო სკოლის მოსწავლეთა შედეგები ბევრად მაღალია საჯარო სკოლის მოსწავლეთა შედეგებზე;

-რატომ არ უწყობს ხელს განსაკუთრებით რეგიონებსა და სოფლებში არსებულ კერძო სკოლებს,მათი არსებობა ხომ აკავებს ოჯახებს.

საქართველოში სულ 223 კერძო სკოლიდან 114 თბილისში ფუნქციონირებს, დანარჩენი რეგიონებში, თითქმის 50%.

ამ სკოლების 60-70%-ს წელს უწევს მესამე ავტორიზაციის გავლა.

თავად პროცესს ყველა გაივლის, რომ არა – ფინანსური პრობლემები! განსაკუთრებით მსოფლიო პანდემიის პირობებში.

პანდემიამ გამოიწვია შემოსავლების 40-50%-ით შემცირება, მოსწავლეთა გადინება საჯარო სკოლებში, გადასახადის დავალიანების გადროვება…

-ამ დროს კი თუ წინა ავტორიზაციის ღირებულება იყო 5500 ლარი ახლა 10 000-15 000 ლარის ფარგლებშია და ეს გადასახადი ერთიანად უნდა გადაიხადოს სკოლამ.

– ბევრი სკოლა ვერ გადაიხდის-ესაა პრობლემა!

ზუსტად ახლა გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმი იხურება. ყველაზე მძიმე მომენტი, კერძო სკოლა ხომ შვილივითაა, დაიბადება, ზრდი, ზრდი… ცოცხალი ორგანიზმია მოსწავლეებით, მასწავლებლებით… ეს ხომ არ არის მაღაზია ან სასტუმრო დაკეტე-გააღე… ესაც როგორი სტრესულია.

სამაგიეროდ, სასტუმროებს და რესტორნებს სახელმწიფო ეხმარება… კერძო სკოლებმა რა დააშავეს?

დავუბრუნდეთ ავტორიზაციის პროცესს.

ავტორიზაციის საფასური რეგიონებში და სოფლებში

უფრო მაღალია, ექსპერტების 3 დღიანი მივლინების ხარჯი ემატება!

მოვიყვან მაგალითს: ევროპულ სკოლას თუ ყავს 100 მოსწავლე და მისი წლიური გადასახადია 18000 ლარი, მისი შემოსავალია 1 800 000 ლარი. იგივე 100 მოსწავლე ყავს ბოლნისის დავთიანს მისი წლიური გადასახადია 500 ლარი, შემოსავალი 50 000 ლარი და ამ დროს ბოლნისის სკოლას უფრო ძვირი ექნება ავტორიზავიის გადასახადი მივლინების ხარჯით. (ეს მაგალითი პირობითია, რადგან ერთ კრიტერიუმზე დაყრდნობით დავითვალე, მაგრამ პრინციპს მიხვდებოდით).

ამიტომ ვითხოვეთ რომ გადაეხედათ ავტორიზაციის გადასახადისთვის, მაგრამ ხარისხის განვითარების ცენტრმა აგვიხსნა,რომ მათი მხრიდან ვერაფერს შეცვლიდნენ,რადგან ცენტრი არაკომერციული ორგანიზაციაა და ავტორიზაციის საფასური წარმოადგენს თვითღირებულებას.

დიახ ვეთანხმებით ცენტრს,მათთან პრეტენზია არ გვაქვს. ერთადერთი ვთხოვეთ იქნებ შეძლონ და სკოლებს მიეცეს საშუალება გრაფიკით გაანაწილონ ავტორიზაციის გადასახადი…. (ჯერ პასუხი არგვაქვს).

სამაგიეროდ სამინისტროს აქვს შესაძლებლობა შეიმუშაოს პოლიტიკა საშუალო და მცირეშემოსავლიანი კერძო სკოლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

აქვს შესაძლებლობა,მაგრამ არა აქვს სურვილი!

კიდევ მთავარი პრობლემა- მოსწავლის ვაუჩერი!

კერძო სკოლის მოსწავლეს 300 ლარი წელიწადში, საჯარო სკოლის მოსწავლეს- 600-900 ლარი. დამატებით საბაზო დაფინანსება და პროგრამული დაფინანსებები…

შემდეგი პრობლემა- სტატუსის დანამატი!

საჯარო სკოლის მასწავლებელს -670/1050/1350;

კერძო სკოლის მასწავლებელს-0.

მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ერთნაირია ყველასთვის, სამაგიეროდ დანამატების მხრივ კერძო სკოლის მასწავლებელი დაჩაგრულია!

კიდევ რითი ჩაგრავს სახელმწიფო კერძო სკოლის მასწავლებელს?

-არ აძლევს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს-ისეთს როგორიც საჯარო სკოლის მასწავლებელს აქვს.

-არც თბილისის მერია ჩამორჩა და კერძო სკოლის მასწავლებელს არ აძლევს მგზავრობაზე შეღავათს.

(უნდა აღინიშნოს რომ რუსთავის, ფოთის და ა.შ, მერიები აძლევენ შეღავათიან ბარათებს).

ახლა ისმის კითხვა: კანონი თუ იცავს კერძო სკოლას – დავალიანების მქონე მშობლებისგან?”

თეგები: ელისაბედ ბადაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved