• რეკლამა
  • კონტაქტი
23:08, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რით დავიმსახურეთ მსგავსი სა@ლევეთი… სერიოზული რისხვა ჩვენ თავს მოწეული…” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:11 08-23-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,958
ანალიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი:
“ესე იგი პირიქითა ფეისბუქში გადვიხედე ჩუმად, იქაურს ვერვის რომ ვერ გაეგო ისე და მინდა ვთქვა, რომ სურათი არის უმძიმესი.
კერძოდ, ვითარდება შემდგომი მოსაზრებები:
ა) უკრაინა და სრულიად დასავლეთი ომს აგებს (არ მოგესმათ. დ. ზ.).
ბ) ამერიკას ეგონა, რომ რუსეთს ეკონომიკურად დაანგრევდა სანქციებით, მაგრამ ჩემი ფეხები, იქით ენგრევათ ეკონომიკა (არც ეს არ მოგესმათ. დ. ზ.).
გ) ერთადერთი შანსი იმისა, რომ ამერიკამ მისივე პროვოცირებული ომი (კი, კი, ასე ამბობენ. დ. ზ.) არ წააგოს, არის ის, რომ გააფართოოს ომის არეალი, ჩართოს ამ ომში სხვა ქვეყნები (მიხვდით ხომ საით უბერავს ნიავი? დ. ზ.), რითაც რუსეთს გამოიყვანს აგრესორად ევროპელთა თვალში, რადგან უკვე აშკარა ხდება ევროპელ ლიდერთა უკმაყოფილება ამერიკის მიმართ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების გამო (ამათ მგონი ევროპა ალტინფოსგან ვერ გაურჩევიათ. დ. ზ.).
დ) და ამას შესწირა ამერიკამ შვეიცარიის მრავალსაუკუნოვანი საბანკო სისტემა (აღიარეთ, რომ ასეთ დასკვნას, მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, მაინც არ ელოდით. დ. ზ.).
აი, ყველაფერ ამაზე მიდის მსჯელობა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, შიგადაშიგ კამათიც კია რაღაც არაარსებით დეტალებზე. აგინებენ ტაკიმასხარა ზელენსკის, ომს მოწყურებულ მანიაკ ნაცებს და მათთან გათანაბრებულებს (ამ უკანასკნელებში მოიაზრება ყველა უკრაინის მხარდამჭერი პროდასავლელი), აღფრთოვანებულები არიან ბატონი ბიძინას უდრეკი მამულიშვილობით და სწამთ, რომ ღმერთი არ გაგვწირავს აშუშუსგან განაწირსა.
მე არ ვიცი ამას რა შეიძლება ეშველოს! ეს ყველაფერი მხოლოდ პირიქითა ფეისბუქში რომ ხდებოდეს, რა გვიჭირდა, მაგრამ ხომ ვიცით, რომ მთელი სახელისუფლო პროპაგანდა ამაზე დგას და დგას იმიტომ, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მსგავს ბოდვებს ჯერაც გასავალი აქვს?
მოკლედ, რა დავაშავეთ ასეთი უფლის წინაშე და რით დავიმსახურეთ მსგავსი, ბოდიში მომითხოვია და საყლევეთი, არ ვიცი, მაგრამ რაღაც სერიოზული რისხვა რომაა ჩვენ თავს მოწეული, ფაქტია.
თეგები: დავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved