• რეკლამა
  • კონტაქტი
20:30, ორშაბათი, 13 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რისთვის მოკლა პოლიციის სამმართველოს უფროსმა ექიმი ზურაბ საჩიშვილი? – მოწმის ჩვენება

ალია ავტორი - ალია
20:41 05-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
351

“პრაიმტაიმი” თელავის ცენტრალური საავამდყოფოს დირექტორის მკლელობის საქმიდან, მოწმის ჩვენებას აქვეყნებს:

სასტიკი მკვლელობის უშუალო მოწმე, თელავის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლევან ბერძენაშვილია, რომელიც ბრალდებულსა და გარდაცვლილთან, ერთდროულად მეგობრობდა, იგი თავადაც დაჭრა ბრალდებულმა.

მოწმის ჩვენება:

„25 დეკემბერს, დაახლოებით, 17 საათსა და 50 წუთზე სტუმრად მივედი დაბადების დღეზე ჩემს მეგობართან, სოფელ იყალთოში მცხოვრებ, დავით ლაჩაშვილთან. სახლში კიდევ იყვნენ სტუმრები, იმედა ჩურხაული და ილია ლაჩაშვილი. მე მივედი, ბიძინა ხატიაშვილთან და ზურა საჩიშვილთან ერთად. ოჯახში, ჩვენს გარდა, იყვნენ დავითის მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. ვანო ზანდარაშვილი, მოგვიანებით შემოგვიერთდა. დაახლოებით 23 საათამდე ვიქეიფეთ და შემდეგ, მე, ბიძინა და ზურა წამოვედით, ზანდარაშვილის ვერცხლისფერი მანქანით. ვანო იჯდა საჭესთან, ზურა კი, უკანა სავარძელზე. სუფრამ ჩაიარა მშვიდობიანად, არავის ერთმანეთთან კამათი არ მოგვსვლია.

მანქანაში ვანოსა და ზურას შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. მიზეზი არ მახსოვს, მაგრამ ერთმანეთს შეაგინეს. ვანომ საქამრიდან ამოიღო პისტოლეტი და მიუშვირა ჩემს უკან მჯდომ საჩიშვილს. ვიგრძენი საფრთხე, რომ გასროლა რეალურად მოხდებოდა, ხელი ავუკარი და კიდეც გავიგონე გასროლის ხმა. ამ დროს დავიჭერი მარცხენა ხელში. მახსოვს რომ ორი გასროლა მოხდა. ვანოს ვკითხე, ეს რა გააკეთე-მეთქი და დედის გინებას არავის ვაპატიებო. ზურა სავარძელზე იყო მოწოლილი და გონზე არ იყო.

მანქანა გაჩერებული იყო იყალთოს აკადემიის ასახვევთან, სკვერის წინ. ზანდარაშვილი გადმოვიდა მანქანიდან, შემოუარა და ცდილობდა ზურას მხარეს კარის გაღებას. მე ფიზიკურ წინააღმდეგობას ვუწევდი, რადგან ვთვლიდი, რომ კიდევ გაისროდა. წინააღმდეგობის გაწევის დროს, შემომეხა შავი ფერის ჯემპრი. ის ფიზიკურად ძლიერია, კარი მაინც გააღო და არ მახსოვს, რამდენჯერ, კიდევ ისროლა. ამის შემდეგ, ზანდარაშვილი წავიდა სკვერისკენ.”

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული ამტკიცებდა, თითქოს, თავად გამოიძახა სასწრაფო დახმარება და პოლიცია, მოწმე ამბობს, რომ ასე არ იყო:

“ჩემი ნომრით დავიწყე რეკვა და რამდენიმე ცდის შემდეგ, დავუკავშირდი 112-ს. დაახლოებით ათ წუთში მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა, ზურა დააწვინეს ასფალტზე, მაგრამ ექიმებმა თქვეს, რომ ის უკვე გარდაცვლილი იყო. სასწრაფოს მოსვლამდე, ვცდილობდი ზურას დავხმარებოდი და გულის მასაჟს ვუკეთებდი, მაგრამ არ შველოდა. მერე დაახლოებით 10 მეტრში მყოფი ზანდარაშვილი დავსვი სკამზე და ვეკითხებოდი, რატომ ჩაიდინა ასეთი რამ.

ოთხივე ნასვამები ვიყავით, მაგრამ მანქანაში იყო მშვიდი ვითარება. უცბად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ვანო ზანდარაშვილმა და ზურაბ საჩიშვილმა, ერთმანეთს მიაყენეს შეურაცხყოფა, რაც გინებაში გამოიხატა. საერთოდ, იმ სიტუაციაში, იარაღის ამოღების არანაირი საჭიროება არ არსებობდა. მითხრა, რომ მხოლოდ გინების გამო მოკლა, მაშინ, როცა თავადაც შეაგინა“.

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისათვის ბრალდებულ, პოლიციის მაღალჩინოსანს, ვერდიქტს 12 ნაფიცი მსაჯული გამოუტანს. დღევანდელი მდგომარეობით, ორი მათგანი უკვე შერჩეულია.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

2020 წლის 25 დეკემბრის ღამეს, კომენდანტის საათის დროს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, ვანო ზანდარაშვილმა, რამდენიმე გასროლით, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურაბ საჩიშვილი მოკლა.

წყარო – პრაიმტაიმი

თეგები: ვანო ზანდარაშვილიზურაბ საჩიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო

16:31 07-13-2026
ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved