• რეკლამა
  • კონტაქტი
03:22, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რისკ ჯგუფს მიეკუთვნება ყველა 40 წელს გადაცილებული ადამიანი” – პრესბიოპია და მისი PRESBYOND ლაზერით მკურნალობის უპირატესობები – შოთა თადუმაძე

ალია ავტორი - ალია
17:20 01-13-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
582

არის დაავადებები, რომლის პრევენციაც შეუძლებელია, რადგან ის ასაკს ახლავს თან. კარგი ამბავი ისაა, რომ ზოგიერთი მათგანის მკურნალობა ტექნოლოგიამ გახადა შესაძლებელი. ერთ–ერთი ასეთი დაავადებაა – პრესბიოპია.  

რომელმა ახალმა ტექნოლოგიამ გახადა შესაძლებელი პრესბიოპიის მკურნალობა უსაფრთხო, სანდო და სწრაფი ამ და სხვა თემებზე “ალიას” ესაუბრა ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი, შოთა თადუმაძე.

შოთა თადუმაძე არი საქართველოს ვიტრორეტინოლოგთა ასოციაციის, საქართველოს ოფთალმოლოგთა საზოგადოების, რეფრეაქციული და კატარაქტალური ქირურგიის ამერიკული საზოგადოების წევრი. სპეციალიზირდებოდა თერაპიულ ოფთალმოლოგიაში, კატარაქტის ქირურგიაში, რეფრაქციულ ქირურგიაში (მხედველობის ლაზერული კორექცია), ვიტრეორეტინულ ქირურგიაში, სამუშაო გამოცდილება, საქართველოს გარდა, მიღებული აქვს გერმანიაში, „ლაიფციგის საუნივერსიტეტო კლინიკაში“, ინდოეთში (Modern Eye Hospital) და ბელარუსში.

– რა არის პრესბიოპია?

– პრესბიოპია წარმოადგენს ასაკობრივ მდგომარეობას, რომელიც როგორც წესი თავს იჩენს 40 წლის შემდეგ და გამოიხატება ახლო მანძილზე არსებული ობიექტების გარჩევადობის დაქვეითებით.

– რა სიმპტომები ახასიათებს საწყისს და მოგვიანებით პერიოდში? 

  • წვრილი შრიფტის წაკითხვის გართულება
  • წარწერის თუ ტელეფონის მკაფიოდ დასანახად თვალიდან შორს გაწევის
    სურვილი
  • ახლო მანძილზე მხედველობითი დატვირთვის შემდგომ თვალის გადაძაბვა და
    თავის ტკივილი
  • ახლო მანძილზე განთავსებული ობიექტის ყურებისას ბუნდოვანი მხედველობა
  • ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან, ერთ–ერთის არსებობა უკვე საკმარისია
    იმისათვის, რომ 40 წელს გადაცილებულმა ადამიანმა სპეციალისტს მიმართოს
    კონსულტაციისთვის.

– შესაბამისად, როგორც მივხვდი, რისკ ჯგუფშია ყველა, 40 წელს გადაცილებული
ადამიანი, ხომ?

–დიახ, როგორც აღვნიშნე, ასაკობრივი მდგომარეობაა და არა დაავადება. ის ისეთივე ნორმალური ასაკობრივი პროცესია, როგორც მაგალითად თმის გაჭაღარავება ან კანზე ნაოჭის გაჩენა. შესაბამისად რისკ ჯგუფს მიეკუთვნება ყველა 40 წელს გადაცილებული ადამიანი.

– ვიცი, რომ ნიუ ჰოსპიტალსია პირველი კლინიკა საქართველოში, სადაც ჩატარდა პრესბიოპიის ლაზერული მკურნალობა. რა არის პრესბიოპიის ლაზერი?

– ნამდვილად აღსანიშნი ფაქტია, რომ პირველად საქართველოში, ნიუ ჰოსპიტალსში არსებულ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტში, შესაძლებელია ჩატარდეს პრესბიოპიის ლაზერული მკურნალობა “პრესბიონდის” საშუალებით. ეს არის უსაფრთხო და სანდო მეთოდი, რომლის შედეგიც მორგებულია ყველა პაციენტის მოთხოვნილებაზე, ცხოვრების სტილსა და მხედველობითი დატვირთვის ინტენსივობაზე. პრესბიონდ მეთოდით ლაზერული კორექციის ჩატარება შეუძლია ყველა პაციენტს, ვისაც სურს გათავისუფლდეს, მაგალითად, საკითხავ სათვალეზე დამოკიდებულებისაგან.

PRESBYOND ლაზერი არის ლაზიკის პროცედურის ტიპი, რომელიც პრესბიოპიის სამკურნალოდ გამოიყენება. კლასიკური ლაზიკის პროცედურისგან განსხვავებით, რომელიც 40 წელს გადაცილებულ პაციენტებთან მხედველობის გაუმჯობესებას მხოლოდ ერთ ფოკუსურ მანძილზე უზრუნველყოფს, პრესბიონდი იძლევა შესაძლებლობას, მოახდინოს მხედველობის სიმახვილის კორექცია როგორც შორ და საშუალო, ასევე ახლო დისტანციაზე.

– რა უპირატესობები გააჩნია პრესბიონდის ლაზერს?

–ეს ტექნოლოგია იძლევა საშუალებას შექმნას ე.წ “შერეული ზონა” ორ თვალს შორის, რომელთაგან ერთი შორს მხედველია, მეორე კი ახლო მხედველი. ორივე თვალის შერწყმული მუშაობის შედეგად უზრუნველყოფილია მკაფიო და ბუნებრივი მხედველობა როგორც შორ, ასევე ახლო მანძილზე. პრესბიონდის ერთერთი უპირატესობა ისიცაა, რომ ის შესაძლოა ჩატარდეს იმ შემთხვევაშიც, თუ პაციენტი კატარაქტაზეა ოპერირებული.

– როგორია რეაბილიტაციის პერიოდი?

– პოსტოპერაციული პერიოდი საკმაოდ მარტივია. პაციენტი ოპერაციის შემდგომი დღიდანვე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. შეზღუდვები მინიმალურია და შემოიფარგლება თვალის ჰიგიენის წესების დაცვით.

(R)

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსიშოთა თადუმაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved