• რეკლამა
  • კონტაქტი
15:04, პარასკევი, 28 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რისი იმედი აქვს ისრაელს? მუსულმანური სამყაროც იაპონელებივით მოიქცევა და 2 მილიონი ღაზელის სისხლს შეირჩენს?” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
16:50 11-02-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
20,726
აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული:
ჰუმანიზმის ფარდობითობა
_______________________________
ისრაელ-ღაზას ტრაგედიაზე დაკვირვებას ძალიან ბევრ პრობლემატურ საკითხთან ერთად წინა პლანზე გამოჰყავს მთავარი დილემა: – რამდენად ფარდობითია ჰუმანიზმის ცნება კაცობრიობის ყველაზე პროგრესული სპექტრისათვის.
მახსოვს, დიდი ხნის წინათ, ზვიგენის თავდასხმას გადარჩენილ, საშინლად დამახინჯებულ, დაინვალიდებულ ამერიკელ სპორტსმენ-სერფერს ვუსმენდი და ძალიან გამიკვირდა, როცა მან თქვა, რომ არავითარი შურისძიებისა და სიძულვილის გრძნობა არ ჰქონდა ზვიგენების მიმართ. -ის ცხოველია და გააკეთა ის, რასაც ჩვეულებრივ აკეთებს და არა იმიტომ, რომ მე ვძულდი -. წლები დამჭირდა ამ ნათქვამის გასააზრებლად და მერე მივხვდი, რომ იმ ადამიანმა სული გადაარჩინა მუდმივ სიბრაზესა და სიძულვილში არსებობისაგან. ძალიან ცოტას შეუძლია ეს.
განსაკუთრებული ინტელექტია ეტყობა ამისათვის საჭირო.
აბსოლუტურად მიუკერძოებლად რომ შევხედოთ და მხოლოდ მშრალი ფაქტები დავალაგოთ, ღაზას სექტორი ობიექტურად წარმოადგენს ღია ცის ქვეშ გაშლილ ციხეს, რომელიც ჩაკეტილი და მოწყვეტილია მთელი მსოფლიოსაგან. ციხეში კი ნორმალური ადამიანები ვერ და არ გაიზრდებიან. ციხეებს კრიმინალები და მათი ხელქვეითები აკონტროლებენ. ეს აქსიომაა. შესაბამისად, ის რაც მოხდა, მხოლოდ დროის ამბავი იყო, თორემ აუცილებლად მოხდებოდა. არ არსებობს ციხე, რომელიც თავისი მცველების მიმართ შიშის გამო ნორმალურ სანატორიუმად იქცევა. მთავარი პასუხისმგებლობა 7 ოქტომბრის ტრაგედიაზე ეკისრებათ იმ ადამიანებს, რომლებმაც ღაზას პრობლემა დღემდე გადაუწყვეტლად მოიტანეს; აგრეთვე იმათ, ვინც ციხის კედლების ყარაულობისას ყურადღება მოადუნა და იქიდან გამოჭრილ კრიმინალებს მაქსიმალური სისასტიკის გამოვლენა შეაძლებინა. რაც შეეხება „ჰამასის“ პირუტყვებს, აქ ისევ გავიხსენებ იმ ამერიკელი სპორტსმენის სიტყვებს: -ის ცხოველია და გააკეთა ის, რასაც ჩვეულებრივ აკეთებს -.
აგებენ თუ არა „ჰამასის“ დანაშაულებებზე პასუხს „ციხეში“ დაბადებული, მცირეწლოვანი პალესტინელი ბავშვები? აქვს მსოფლიოს იმის მორალურ-ეთიკური უფლება, რომ მათ აგებინოს პასუხი 7 ოქტომბრის ბარბაროსულ თავდასხმაზე? „ციხის“ უბრალო მაცხოვრებელების სასტიკი შევიწროება უფრო უსაფრთხოს გახდის ციხეს, თუ პირიქით, კიდევ უფრო საშიშსა და დაუნდობელს? ისრაელის ლიდერებმა დადეს რაიმე კონკრეტული გეგმა ღაზას მომავალზე? თუ თავად ვერ ერევიან შურისძიების სურვილს, პალესტინელები მოერევიან? რისი იმედი აქვთ?
მეორე მსოფლიო ომში იაპონელების ენით აუწერელმა მუხანათობამ და სისასტიკემ გამოიწვია ჰიროშიმა და ნაგასაკი. მაგრამ იაპონელებს ეყოთ სიბრძნე და 200 ათასი დაღუპულის სისხლის აღებაზე უარი თქვეს შეგნებულად; მიხვდნენ რომ წერტილი მათ უნდა დაესვათ. ეს არ იყო შიში. კამიკაძეების მშობელ ერს შიში ვერ დათრგუნავდა. ეს უდიდესი ინტელექტის გამოვლინება იყო.
რისი იმედი აქვს ისრაელს? მსოფლიოს მუსულმანური სამყაროც იაპონელებივით მოიქცევა და 2 მილიონი ღაზელის სისხლს შეირჩენს?
ისრაელის ნამდვილი და ერთგული მეგობრები ისინი არიან, ვინც დღეს მათ ცივი გონებით მოქმედებას ურჩევს და არა -თვალი თვალის წილ- პრინციპის მიყოლას.
ვინაიდან არ არსებობს მოქმედების კონკრეტული გეგმა, მოვლენებისადმი სპონტანურად მიყოლა შიშველი ემოციების ხარჯზე, უდიდესი შეცდომაა.
მიუხედავად იმისა, რომ კონგრესის ახალი სპიკერი მაიკ ჯონსონი ფრიად კონტროვერსიული, ანუ წინააღმდეგობრივი პიროვნებაა, უზუსტესი განცხადება გააკეთა უკრაინასთან მიმართებაში: – გვითხრას პრეზიდენტმა ბაიდენმა, რა არის მისი საბოლოო გეგმა უკრაინასთან დაკავშირებით; რა კონკრეტული შედეგის მისაღწევად ხარჯავს ის ფულს და რა დროზეა ეს გეგმა გაწერილი! -. სრული ჭეშმარიტებაა.
ბაიდენის ადმინისტრაცია ამჟამად ისე იქცევა, არც უკრაინის გამარჯვებისათვის აკეთებს საკმარისს და არც რუსეთის დასამარცხებლად. ზუსტად იგივე დილემა უდგას ისრაელსაც. რა არის მათი საბოლოო გეგმა? არავინ იცის.
თითქოს ეს ყველაფერი აბსოლუტურად არარელევანტური, ანუ შეუსაბამოა ქართული რეალობისათვის, მაგრამ რეალურად ძალიან ჭკუის სასწავლი გაკვეთილია. თუ მოწინაღმდეგე პრიმიტიული და უინტელექტოა, უნდა მათი წესებით ითამაშო, თუ დარჩე საკუთარ პრინციპებსა და სტანდარტებზე? უნდა დაეშვა მათსავით ფსკერზე და მერე საბოდიშოდ გაიხადო საქმე, თუ თავიდანვე ღირსეულად მოიქცე? … იქნებ ღირსებაც ფარდობითია? ..
თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:31 11-28-2025
რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი
ახალი ამბები

რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი

13:58 11-28-2025
ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება
ახალი ამბები

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება

08:00 11-28-2025
ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება
ახალი ამბები

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება

18:18 11-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved