• რეკლამა
  • კონტაქტი
14:07, ოთხშაბათი, 24 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რის გამო შეიძლება უჩივლოს ეგვიპტის ხელისუფლებამ “ნეტფლიქსს”? – დეტალები

ალია ავტორი - ალია
16:46 04-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
192
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“ნეტფლიქსი” უშვებს დოკუმენტური დრამის ჟანრის (Docudrama) მხატვრული ფილმების სერიას კლეოპატრაზე, რომელშიც დედოფალი ფერადკანიანია, რის გამოც ეგვიპტის მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად გამოთქვამენ პროტესტს და საჩივარსაც ამზადებენ კინოინდუსტრიის წინააღმდეგ. დოკუმენტური დრამა რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მხატვრული ფილმია, რომელშიც მოვლენები შესაძლოა გაზვიადებული ან/და ზედმეტად დრამატიზებული იყოს, მაგრამ ფუნდამენტური ფაქტების ხაზი უცვლელია.
1940-ან,1950-ან და 1960-ან წლებში აღმოსავლეთ აზიურ და სუბსაჰარის მკვიდრს მეომრებს, მოსახლეობასა თუ მმართველებს ამერიკელი და ევროპელი თეთრკანიანი მსახიობები თამაშობდნენ. ამას მაშინ ნაკლებად, მაგრამ მოგვიანებით დიდი კრიტიკა მოჰყვა, რადგან მათი თამაში (მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდნენ კანის ფერისა თუ სახის ნაკვთების ცვლილებას და რეალურთან დამსგავსებას) არც გამოხატავდა გარემოსა თუ რეალური გმირების ავთენტურობას და იმაზეც მიანიშნებდა, რომ რეჟისორებს თავი არ შეუწუხებიათ აზიური წარმოშობის მსახიობის ძიებაში.
დღეს კინოინდუსტრია უფრო განვითარებულია და მსახიობებიც არ ჭირს და ისტორიული სინამდვილის დადგენაც უფრო მარტივდება, მით უფრო როდესაც დოკუმენტურ დრამაზე მიდგება ხოლმე საქმე. დავიწყოთ იმით, რომ ეგვიპტელების ნაწილს მუქი შეფერილობის კანი ნამდვილად ჰქონდათ: მოსახლეობის ნაწილი შავკანიანი იყო, ნაწილს კი უფრო ღია კანი ჰქონდა. მათი გარეგნობა მათ მხატვრობაშიცაა ასახული, რომელზეც განსხვავებული კანის ფერის მქონე ქურუმები, ფარაონები თუ ფერმერები არიან წარმოდგენილნი – ზოგი თეთრია, ზოგი შავკანიანი, ზოგსაც შერეული ფერი აქვს. ბერძენი მოგზაური სტრაბონი, რომელიც ეგვიპტეშიც იმყოფებოდა და საქართველოშიც, უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ ორივე ტერიტორიაზე (კოლხეთსა და ეგვიპტეში) მცხოვრები ადამიანები ერთმანეთს ჰგავდნენ და რომ საერთოდაც ეგვიპტელთა ნაწილი გადმოსახლდა კოლხეთში და იქ განაგრძეს ცხოვრება. ნაკლებად დასაჯერებელია ეს ამბავი, მაგრამ სტრაბონის შთაბეჭდილების საკითხი ნამდვილად საინტერესოა.
არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ეგვიპტელებს ნამდვილად ჰყავდათ შავკანიანი მმართველი დინასტია: 25-ე ნუბიური დინასტია რომელიც ქვეყანას 100 წლის განმავლობაში მართავდა შავკანიანები იყვნენ. ამიტომ თუკი ვინმე ამ პერიოდზე ფილმს გადაიღებს და თეთრკანიან მსახიობს ათამაშებს ფარაონად უგუნური და მატყუარა იქნება.
მაგრამ აღსანიშნავია, რომ ეგვიპტეს სხვადასხვა მმართველი დინასტია ჰყავდა სხვადასხვა გეოგრაფიული სივრციდან მოსული. კლეოპატრა წარმოშობით ეგვიპტელი არ ყოფილა, იგი ბერძნული პტოლემეოსის დინასტიის წარმომადგენელი დედოფალი გახლდათ, რომლებიც ქვეყანას უკვე სამასი წელი მართავდნენ. მას ოდნავ მოწითალო ფერი თმა და თეთრი კანი ჰქონდა. შესაბამისად, მისი შავკანიანად გამოხატულება ვერ იქნება ისტორიულად მართებული.
ისტორიაში არსებობდა შავკანიანი მმართველი, რომელიც ყველაზე მდიდარი იყო მმართველთა ისტორიაში. იგი ძალიან დიდ ტერიტორიასაც ფლობდა და ბევრსაც მოგზაურობდა. მისი სახელი იყო მანსა მუსა, რომელიც მალის იმპერიას უძღვებოდა. სამწუხაროდ, მასზე დოკუმენტური ფილმების სერია არ არის გადაღებული. ძალიან მნიშვნელოვანია ეს განხორციელდეს და იმედია თავში არავის მოუვა აზრად მანსა მუსად თეთრკანიანი მსახიობი ათამაშონ.”
თეგები: გიორგი კობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025

ბიზნესი

თიბისიმ შშმ პირთა ჩართულობის მხარდაჭერისთვის აზიის განვითარების ბანკის ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ შშმ პირთა ჩართულობის მხარდაჭერისთვის აზიის განვითარების ბანკის ჯილდო მოიპოვა

15:07 09-23-2025
გიორგი მესხი – ფრილანსერი, რომელიც 600-ზე მეტ სტარტაპს ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარა – თიბისი
ახალი ამბები

გიორგი მესხი – ფრილანსერი, რომელიც 600-ზე მეტ სტარტაპს ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარა – თიბისი

14:30 09-23-2025
თიბისი GAIA-სთან ერთად მოსწავლეებს AI საოლიმპიადო კურსებს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი GAIA-სთან ერთად მოსწავლეებს AI საოლიმპიადო კურსებს სთავაზობს

14:05 09-23-2025
Travel eSIM – ინტერნეტ პაკეტები საუკეთესო მოგზაურობისთვის
ახალი ამბები

Travel eSIM – ინტერნეტ პაკეტები საუკეთესო მოგზაურობისთვის

14:02 09-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved