პოლიტიკოსი, შალვა ნათელაშვილი:
“დამერწმუნეთ არავის არ მინდა გული ვატკინო, მით უფრო ამ ბზობა დღეს, მაგრამ მაინც მახსენდება აფორიზმი – ქვეყანა იქცეოდა და ტურა ქორწილს იხდიდაო – ხალხო რა დროს 12 პუნქტის შესრულებაა, რის ატამი, რა ატამი, ნაცვლად იმისა მსოფლიოს გასაგონად მიტინგებზე ვითხოვდეთ პირადად ივანიშვილის, მისი მთავრობის და პარტიის ლიდერთა დასანქცირებას, სასწრაფო ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ვწერდეთ განცხადებებს კრიმინალური პარლამენტის დატოვებაზე რაც ახალი არჩევენების იურიდიული წინაპირობაა. არ ვიცი თუ ეს არ ესმით ვისაც ეხება ცუდია, ხოლო თუ ესმით და მაინც ივანიშვილის რეჟიმის გადარჩენაზე ირიბად ან პირდაპირ მუშაობენ მთლად უარესი.”
კომენტარები