• რეკლამა
  • კონტაქტი
01:59, ოთხშაბათი, 1 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რიკოთი არ არის დაკეტილი – აღმოჩენილი იყო მეწყერის კერა და მოქმედებს სპეციალური რეჟიმი” – რას პასუხობს მინისტრი ბრალდებებს

ალია ავტორი - ალია
19:53 08-11-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
548

ინფრასტრუქტურის მინისტრი რიკოთის ირგვლივ არსებულ კრიტიკას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა და განაცხადა:

რაც შეეხება რიკოთს, გუშინ ჩვენ ვადევნებდი თვალს კამპანიას, რომლის ამოცანაც არის პოლიტიკური, ოღონდ ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ეს ყველაფერი კეთდება მოსახლეობის დაშინების, სიმძაფრის შეტანისთვის, მითუმეტეს შოვის ტრაგედიის ფონზე ასეთი საკითხების წამოწევა და პარალელების გავლება, უსაფუძვლოა.
შევეცდები გაგიზიაროთ ბრალდებლეთან და ვარაუდებთან დაკავშირებით რეალური ინფორმაცია. სამწუხაროდ, მოვისმინეთ ბევრი ტყუილი, უსამართლო ბრალდებები, ცილისწამება იყო, ამიტომ თანმიმდევრობით გავყვები ამ ძირითად საკითხებს,

პირველი ბრალდება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ რიკოთი დაკეტილია – რიკოთი არ არის დაკეტილი, რიკოთზე მოქმედებს სპეციალური რეჟიმი, რომლის გამომწვევი მიზეზიც არის შემდეგი – 149-ე კილომეტრზე, არსებული ძველი გზიდან დაახლოებით, 200 მეტრში აღმოჩენილი იყო მეწყერის კერა, რომელიც შეისწავლეს სპეციალისტებმა და მიჩნეული იქნა მომატებული საფრთხის მქონედ, მყისიერად იქნა გადაწყვეტილება რიკოთის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით, გაფართოვდა გზა და ასევე მოეწყო შესაბამისი კედელი და ამ პირობებში შეგვეძლო სპეციალური რეჟიმის დაწესების პირობებში მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა იმდაგვარად, რომ შესაბამისი პრევენცია პოტენციურად გააქტიურების პირობებში იქნებოდა შესაძლებელი და ამ პირობებში გადაადგილება დარჩებოდა და დღესაც რჩება უსაფრთხოდ. შესაბამისად, ცალსახად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ განვითარებულა, არ ჩამოსულა და უფრო მეტიც, საუბარია იმაზე, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მონიტორინგის შედეგად, გაუკეთა იმას უზრუნველყოფა რომ მინიმუმამდე ყოფილიყო რისკი. ეს არის მაგალითი იმისა, რომ თითქოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს არ შეუძლია მართოს პროცესები, რომ კომპეტენციის პრობლემაა, რაც ელემენტარულად უსაფუძვლოა და გარკვეულწილად, ცილისმწამებლურია.

რაც შეეხება შემდეგ ბრალდებას, რომელიც უკავშირდება პროექტირებას და საპროექტო საკვლევოძიებო სამუშაოებს, ესეც აცდენილია იმ რეალობას, რაც ხდებოდა. პროექტირება და მომსახურების შესყიდვა განხორციელდა მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის პროცედურებით, ხარისხზე დაფუძნებული შესყიდვის პროცედურაა. საუბარი იმაზე, რომ პროექტს რამე დააკლდა ან რამე ისე არ იყო გაკეთებული, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო.

შემდეგი საკითხი, რომელიც უკავშირდება უკვე უშუალოდ პროექტის განხორციელებას და რამდენიმე ბრალდება იყო ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, როგორ ხდება პროექტების განხორციელება, ვგულისხმობ, სამშენებლო მიმართულებით – აბსოლუტურად ყველა პროექტს გააჩნია საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია, რომელიც ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაფინანსებით და მათი შესაბამისი პროცედურებით და აქაც გამოიყენება ხარისხზე დაფუძნებული შესყიდვის პროცედურა, სადაც 80/20-ზეა პროპორცია და პირველ რიგში, ფასდება ამ ექსპერტების გამოცდილება და ჩართულობა.

საუბარი იმაზე, რომ ეს კომპანია სანქცირებულია და საქართველოს მთავრობამ რიკოთის გვირაბი მისცა, პროექტი ჩააბარა, არავისთვის არაფერი მიგვიცია და არ ჩაგვიბარებია და მხოლოდ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პროცედურის მკაცრი დაცვით მოხდა შესაბამისი კომპანიების, გამარჯვებულების შერჩევა. რიკოთის 4 მონაკვეთზე 4 სხვადასხვა კომპანიაა, გამარჯვებულებად გამოვლინდნენ ის კომპანიები, რომლებმაც დააკმაყოფილეს ყველა ის მოთხოვნა, რაც იყო და მათთან გაფორმდა ხელშეკრულება, რაც ვერ გაფორმდებოდა თუ კომპანია იქნებოდა სანქცირებული. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. 

მკაცრად განსაზღვრულია  “ფიდიკის” ტიპის ხელშეკრულებები, რომელიც განსაზღვრავს როგორ ვითარდება პროექტი და  მათ შორის რა არის ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები და გარემოებები. 

სანქცირება, დაუშვათ, არ არის ამ ჩამონათვალში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც საავტომობილო დეპარტამენტს ვთხოვე ღია წყაროებში გადაემოწმებინათ აღნიშნული კომპანიები იყვნენ თუ არა სანქცირებულთა სიაში და 10 აგვისტოს მდგომარეობით, რიკოთში ჩართული კომპანია არცერთი არ იმყოფება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, სანქცირებულთა ანუ შავ სიაში. მე მგონი ყველა ის ბრალდება, რაც სანქცირებას უკავშირდება, არის მტკნარი სიცრუე, აბსოლუტური ტყუილი და ასეთი  რამ ბუნებაში  არ არსებობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:51 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved