პოლიტიკოსი, ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა, “ტვ პირველთან” ამბობს:
“კობახიძემ, ღარიბაშვილისგან განსხვავებით, ფურცელზე მაინც იცის რა არის კონსტიუტუცია. ღარიბაშვილისთვის ევროპა არის, რომ წახვალ ჩემოდნებით, იშოპინგებ და დაბრუნდები, კობახიძე ოდნავ მეტი იცის, სამი წიგნით მეტი აქვს წაკითხული, ძალით ისულელებს თავს. სიმართლე ისაა, რომ მანამ, სანამ არ ვისწავლით იმას, რომ თვითმმათველობაში შეიძლება იყოს ერთი პარტია, მეორე პარტია კი ცენტრალურ ხელისუფლებაში, ვოპონირებთ, მაგრამ ვთანამშრომლობთ უფლებამოსილების ფარგლებში – დემოკრატიაზე საუბარიც ზედმეტია. სადაც არ არის თვითმართველობა – იქ არ არის დემოკრატია, თვითმმარველობა საქართველოში ყოველთვის მოიკოჭლება, ჩვენ ვერ გავცდით საბჭოთა ტრადიციას, სადაც ცენტრში ყველგან ერთი პარტიაა წარმოდგენილი. როდესაც ვლაპარაკობთ დღევანდელ არჩევნებზე, უნდა ეს კობახიძეს, თუ არ უნდა, თვითმართველობას ექნება მთავარი ფუნქცია – მოდის კოალიციური ეპოქა და ამის წინაპირობა იქნება სრულად პროპორციული არჩევნები და ამ შემთხვევაში, ყველა ვარიანტში მივიღებთ კოალიციურ მთავრობას ცენტრში.
ნახეთ რაზე აქვთ აგებული პროპაგანდა – მე შენ არ მოგცემ ფულს და ვერაფერს გააკეთებ – ამიტომ საჭიროა ფინანსური დეცენტრალიზაცია.
საქარველო აღარ აირჩევს ფეოდალებად ჩამოყალიბებულ მაჟორიტარებს და მერებზე გადავა ყველაზ მეტი მოთხოვნა და საზოგადოებრივი წნეხი.ეს ნიშნავს იმას, რომ ქალაქები აირჩევენ ცნობილ პოლიტიკურ პირებს, რადგან მათ დასჭირდებათ ძლიერი ლობისტები, რადგან ეცოდინებათ, რომ საჭირო იქნება ბრძოლა ფინანსური დეცენტრილაზიციისათვის.
სულელი უნდა ვიყო, რომ კობახიძის შიშებზე არგუმენტი მქონდეს, ერთადერთი რაც ვიცი, ოპოზიცია გაიმარჯვებს – ფინალისკენ წავალთ მაშინ, როცა ქვეყანაში ჩატარდება რიგგარეშე, სამართლიანი, სრულად პროპორციული არჩევნები და დამთავრდება ის 30-წლიანი ციკლი ერთპარტიული მმართველობის. ახლა მთავრდება დიდი ეპოქა, სისტემა, რომელიც დაფუძნებული იყო ერთპარტიულ მმართველობაზე. ქვეყანა დაწყარდება მაშინ, როცა რიგგარეშე არჩევნებს ჩავატარებთ და ეს მოხდება, ჩემი აზრით გაზაფხულზე.”
კომენტარები