საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება რიგარეშე არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს:
„რიგგარეშე არჩევნები, ან მასთან მიახლოებული, დაკავშირებული რაიმე ვერსია ჩვენი მხრიდან არ განიხილება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დასკვნა, რაც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა გააკეთეს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არის რეალობის ამსახველი, არის სიმართლე. არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში ფუნდამენტური უფლებების დაცვით. ის არის ლეგიტიმური. პარლამენტი შეიკრიბა, პარლამენტი მუშაობს. პირველი ოპოზიციური პარტია უკვე შემოსულია. სხვებთან მოლაპარაკებისთვის მზად ვართ.
დღეს შეხვედრა გვქონდა პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ შეხვედრის შემდეგ არის ის, რომ პოზიციები საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით არის იმდენად დაახლოებული, ვფიქრობ, ეს შესაძლოა, გახდეს შეთანხმების საგანი და დასრულდეს უკვე პოზიტიური შედეგით. ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, რომ პარლამენტში ვიხილოთ კიდევ ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია.”
კომენტარები