• რეკლამა
  • კონტაქტი
10:33, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რიგები, გაქცევა და წინასწარ გამოყოფილი დახმარება – აშშ-ში დამანგრეველი ქარიშხლისთვის ემზადებიან

ალია ავტორი - ალია
00:20 08-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

აშშ-ში ლუიზიანას შტატის მაცხოვრებლები ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი ქარიშხლისთვის ემზადებიან. ქარიშხალამა იდამ კუბას გადაუარა, ახლა კი ძალებს იკრებს. მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ქარიშხალი როცა შეერთებულ შტატებს მიუახლოვდება, მეოთხე კატეგორიამდე გაძლიერდება. სტიქიის ეპიცენტრში კი ქარის სიჩქარე საათში 200 კილომეტრს მიაღწევს.

“სახლის გარეთ არაფერი აღარ დავტოვე. ყველაფერი შევინახეთ და ჩავკეტეთ. ვყიდულობთ და ვინახავთ ყველაფერს, რაც შეიძლება ამ დროს დაგვჭირდეს. მალე ელექტროენერგიაც აღარ გვექნება, მომზადებული უნდა ვიყოთ,” – ამბობს შტატის ერთ-ერთი მცხოვრები. 

ლუიზიანაში საგანგებო რეჟიმი ამოქმედდა. მოსახლოება საწვავსა და სურსათს იმარაგებს. მოსალოდნელი უამინდობის გამო გადაიდო ავიარეისები.

“ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი საწვავი მოვიმარაგოთ. არ ვიცით, რა მოხდება. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. იმისათვის, რომ უსაფრთხოდ ვიყოთ, ალბათ გავემგზავრებით…” – ამბობს ერთ-ერთი ლუიზიანელი. 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოსახლოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. თეთრი სახლის ლიდერმა ადგილობრივების დახმარებისთვის ფინანსური დახმარება უკვე გამოყო. შტატს ათასობით ადგილობრივი ტოვებს .

მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ ქარიშხალი მეწყერს გამოიწვევს. მოსახლეობაში კი პანიკა და დაბნეულობა იზრდება, რადგან ზუსტად 16 წლის წინ, სწორედ ლუიზიანას შტატს დამანგრეველი ქარიშხალი დაატყდა თავს. მაშინ კატრინამ 1800-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

წყარო – რუსთავი2

თეგები: აშშ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved