• რეკლამა
  • კონტაქტი
06:19, სამშაბათი, 9 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რიგ შემთხვევაში მრიცხველი იყო დაზიანებული“ – რატომ მიიღეთ გაზის გაზრდილი გადასახადი

ალია ავტორი - ალია
11:54 02-20-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
284

მომხმარებელთა მიერ ენერგო სფეროსთან დაკავშირებული განაცხადების რაოდენობა 20%-ით არის გაზრდილი, – ამის შესახებ “ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გულეიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, მოქალაქეები ენერგოომბუდსმენს დენისა და წყლის საკითხში მიმწოდებელთან დაკავშირებული პრობლემებით, გაზის შემთხვევაში კი მეტი გადასახადის გამო მიმართავენ.

სეზონიდან გამომდინარე, აქტუალური ბუნებრივი აირის საკითხი. მომხმარებელთა ნაწილმა გაზრდილი გადასახადის გამო განაცხადი უკვე დააფიქსირა. ენერგოომბუდსმენმა ჩაატარა მოკვლევა და დაადგინა რამდენიმე მიზეზი, რამაც აღნიშნული განაპირობა.

მიზეზები, რის გამოც გაზის გაზრდილი გადასახადი მიიღეთ

„მომხმარებლებს ჰქონდათ წარმოდგენა, რომ ბუნებრივი აირის მეტი გადასახადი იყო გამოწვეული გაზის ტარიფების ზრდით. ეს გამოვრიცხეთ იმიტომ რომ ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა და გადასახადი მომხმარებელს ძველი ტარიფით ერიცხებათ. მოქალაქეთა მომართვის შემდეგ დავიწყეთ მოკვლევა იმისა, თუ რა გახდა მიზეზი გაზრდილი გადასახადების.

იანვარი ყოველთვის გამოირჩევა ხოლმე მრავალი დღესასწაულით, ამიტომ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ პერიოდში სახლში იმყოფებიან, მეტი მოსდით გადასახადი. ამას ემატება ისიც, თუკი კომპანიამ რამდენიმე დღით გვიან აიღო ჩვენება და 30-დღიანი პერიოდი ირღვევა. ეს ფაქტორები გარკვეულ ეტაპზე გაზრდილ გადასახადებს იწვევს“, – აღნიშნავს გულეიშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ ცალკეულ შემთხვევებში საჭირო გახდა ინდივიდუალური მოკვლევა. რიგ შემთხვევებში გამოვლინდა, რომ დაზიანებული იყო გაზის მრიცხველები.

„გვქონდა რამდენიმე ცალკეული შემთხვევა, როცა ინდივიდუალური შესწავლა დავიწყეთ და ვნახეთ რომ მრიცხველი, რომლითაც ხდებოდა დარიცხვა, იყო დაზიანებული. ლაბორატორიული დასკვნით დადასტურდა, რომ მრიცხველი იყო უვარგისი მოხმარებისთვის. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა აღრიცხვიანობის მოშლაც.

თუმცა, არის შემთხვევები, რომლებიც შევისწავლეთ და არ დადასტურდა მრიცხველის ცდომილება. იქ აღრიცხვიანობა იყო 2-3 დღიანი დაგვიანებით, შესაბამისად, გადასახადის დაკორექტირების საშუალება არ გვაქვს. როდესაც მრიცხველია დაზიანებული, ვმსჯელობთ დაკორექტირებაზე, თუმცა, ჯერ ეს საკითხი დასრულებული არ გვაქვს“, – განაცხადა ნინო გულეიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები
ახალი ამბები

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები

20:18 06-08-2026
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ახალი ამბები

ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე

16:58 06-08-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:48 06-08-2026
რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?
ახალი ამბები

რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?

16:28 06-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved