• რეკლამა
  • კონტაქტი
09:55, ხუთშაბათი, 25 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რევოლუციური სცენარი, თუ პარტიების პარლამენტში შესვლა? – დეგნანი

ალია ავტორი - ალია
16:04 08-24-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,729

ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი “სამართლიანი არჩევნების” მიმართ მმართველი გუნდის კრიტიკასა და სამუშაო ჯგუფში მის დაბლოკვასთან დაკავშირებით ამბობს:

“ამერიკის საელჩოს აქვს სრული ნდობა ISFED-ის მიმართ, რომელიც პატივსაცემი ორგანიზაციაა, ეს ორგანიზაცია მონაწილეობდა საარჩევნო რეფორმების ჯგუფში, რომელსაც თავმჯდომარეობდა პარლამენტის ახლანდელი სპიკერი და მათ ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს იმ რეფორმებისა და კანონმდებლობის შემუშავებაში, რაც შემდგომ მიიღო პარლამენტმა.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს შეფასებები და ანგარიშები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთო/ოდირის და ასევე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების, არჩევნებთან დაკავშირებით, რომელთა მიხედვით, არჩევნებზე დაფიქსირდა სერიოზული დარღვევები, მათ შორის იყო დაშინება, კარუსელი, სხვადასხვა ტიპის საარჩევნო დარღვევები როგორც არჩევნების დღეს, ასევე, არჩევნებამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში და ზოგადად ეს არჩევნები არცერთმა ორგანიზაციამ არ შეაფასა, როგორც სრულად სამართლიანი. ეს არ არის IFED-Iს პასუხისმგებლობა, ეს დარღვევები და ზოგადად საზოგადოების ნდობაც რომ ნაკლებია ამ საარჩევნო შედეგების მიმართ ეს არ არის “სამართლიანი არჩევნების” პასუხისმგებლობა”, – თქვა კელი დეგნანმა. 

რაც შეეხება შეცდომას “პივიტის” შემთხვევაში, ელჩმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ ამის შესახებ საზოგადოებას დაუყოვნებლივ აცნობა და ინფორმაცია გამოაქვეყნა. ელჩი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია როგორც “სამართლიანმა არჩევნებმა” ისე სხვა ორგანიზაციებმა მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო თემატიკაზე სამუშაო ჯგუფში.

“ყველას აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარი აზრი, მაგრამ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, ან დამადასტურებელი ამისა, როგორც კი შეცდომა აღმოჩენილ იქნა, ის დაუყოვნებლივ ეცნობა საზოგადოებას საჯაროდ, ეს იყო სტატისტიკური, უმნიშვნელო შეცდომა და მისი ასე წარმოჩენა, რომ ეს ემსახურებოდა რევოლუციურ სცენარს, არის რეალობის სრულიად დამახინჯება. ყველამ, ვინც მონაწილეობდა იმ პროცესში, [მოლაპარაკების პროცესში] იცის, რომ ერთადერთი მიზანი იყო სიტუაციის დეესკალაცია და პარტიების პარლამენტში შესვლა, რათა მათ ემუშავათ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე”, – თქვა ელჩმა. 

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის ნება არ დართო.  ამის გამო ამერიკის საელჩომ მმართველი გუნდი გააკრიტიკა, რასაც პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “შოკისმომგვრელი” უწოდა.

თეგები: აშშ–ის საელჩო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?
ახალი ამბები

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?

15:10 12-24-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 12-24-2025
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
ახალი ამბები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

13:36 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved