• რეკლამა
  • კონტაქტი
14:22, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რევოლუციების და ომების დრო დასრულდა, არც რევოლუცია და არც ომი არ იქნება ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება და ამის გარანტი არის „ქართული ოცნება“ – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:22 08-11-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

ქვეყანაში დასრულდა რევოლუციების და ომების დრო, არც რევოლუცია და არც ომი არ იქნება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება და ამის გარანტი არის „ქართული ოცნება“- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თეთრიწყაროში, „ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს მერობის კანდიდატის, გიორგი წიკლაურის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

„წინა გამოსვლაზე ვთქვი და მინდა გავიმეორო. პროგნოზირებადობა, ანუ განჭვრეტადობა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის. ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს რომ ვკითხოთ, ჩვენს ძმებს, დებს. ადამიანი ვერ დაგეგმავს ხვალინდელ დღეს კი არა, დღევანდელ დღესაც, თუ არ იცის რა მოხდება უახლოეს საათებში, დღეებში. როცა ადამიანს მუდმივად ამყოფებ ქაოსში, აგრესიის ფონზე და მიმდინარეობს ამის პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი შემაფერხებელი ფაქტორი. როცა მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, მახსოვს მაშინ, ერთ- ერთი მთავარი გამოწვევა იყო კანონის აღსრულება. ადამიანები ბჭობდნენ, აღარ მინდა ვილაპარაკო გვარებით და სახელებით, აღვასრულოთ კანონი თუ არ აღვასრულოთო. მე  ვეკითხები, რა აზრი აქვს ან სახელმწიფოს, ან სამართლებრივ სახელმწიფოს, ან კანონს, ან კონსტიტუციას, ამიხსნას მაშინ ვინმემ. ამ ვითარებაში, ასეთ მოცემულობაში როცა ადამიანი, მოქალაქე უყურებს, რომ ვიღაც არის პრივილეგირებული, მასზე არ სრულდება კანონი და სხვა ყველაზე უნდა აღსრულდეს კანონი, იქ დაინგრა, აღარ არსებობს სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ყველა ემორჩილებოდეს კანონს და იყოს სტაბილურობა. ჩვენ მაშინ ძალიან მყისიერად  აღვადგინეთ ის წონასწორობა, რომელიც დარღვეული იყო და ყველას მივუჩინეთ სათანადო ადგილიც და სიტყვაც და პასუხიც გავეცით. ასე იქნება ყოველთვის. ქვეყანაში დასრულდა რევოლუციების და ომების დრო, მეგობრებო. არც რევოლუცია და არც ომი იქნება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება და ამის გარანტი არის „ქართული ოცნება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved