• რეკლამა
  • კონტაქტი
23:44, სამშაბათი, 23 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რევოლუციას სჭირდება ლეგიტიმაცია, რევოლუციის აუცილებელი პირობა – გაყალბებული არჩევნებია, ანუ ჯერ შენ, ოპოზიციამ უნდა მოიგო და მერე ხელისუფლებამ წაგართვას…” – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
18:18 09-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

“არჩევნებთან დაკავშირებით.

არ შეიძლება არჩევნების მიმართ უნდობლობის დათესვა. სრულიად მესმის, რომ მოსახლეობის ნაწილი იმედგაცრუებულია არჩევნების მიმართ, რადგან ხედავს გაყალბებას და ფიქრობს, რომ ტყუილად მივიდა საარჩევნო უბანზე. ფიქრობს, რომ ოპოზიციამ სათანადოდ ვერ დაიცვა მისი ხმა.

ასე მოფიქრალ მოქალაქეებს უჩნდებათ განცდა, რომ მომდევნო არჩევნებიც გაყალბდება და ოპოზიცია ისევ ვერ დაიცავს ხმებს, მერე დაიწყება დაუსრულებელი პოლიტიკური მოლაპარაკებები და საბოლოოდ ისევ ივანიშვილი დარჩება ხელისუფლებაში.

ვიდრე მთავარ სათქმელზე გადავალ, ერთ შენიშვნას დავწერ. ქართული ოცნება სულ ამბობს, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნები მოიგო. დიახ ეს ასეა, თუმცა ერთი პატარა ეშმაკობა გამოვაკლოთ და სულ სხვა სურათს მივიღებთ. 2016 წლამდე იყო პირველი ვადა, ამასვე უნდა მივაწეროთ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებიც. ეს პირველი ვადა ხალხმა ადროვა ქართულ ოცნებას. ყველას აცდის პირველ 4 წელიწადს. ასე რომ, მე ათვლას 2018 წლიდან დავიწყებდი.

2018 წელს ქართულ ოცნებას დაუდგა ძალიან მძიმე პერიოდი. საპრეზიდენტო არჩევნებზე. ბევრს არ დავწერ – ივანიშვილის წაშლილი სახე ყველაფერზე კარგად მეტყველებდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ბინძური კამპანია და არჩევნები.

და მეორე არჩევნები 2020 წელი.

იმის თქმა მინდა, რომ ქართულ ოცნებას მესამე წელია, უდგას კრიზისი ანუ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან. ყველაზე მძიმე შევდომები ამ სამ წელიწადში მოუვიდა, ყველაზე მძიმე დანაშაულებებიც ამ სამ წელიწადზე მოდის.

ახლა მოდის მესამე არჩევნები, რომელიც გასცდა თვითმმართველობას და უფრო დიდი დატვირთვა მიიღო.

ეს სტატუსი დავიწყე იმით, რომ არ შეიძლება არჩევნების მიმართ უნდობლობის დათესვა. პირიქით, სადაც უნდობლობას გადავაწყდებით, უნდა დავძლიოთ და მოქალაქეები დავარწმუნოთ, წავიდნენ ხმის მისაცემად. შესაძლებელია არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა – ერთი პირობის შესრულება სჭირდება: უნდა მივიდეს ბევრი ხალხი და რაოდენობა გადაწონის გაყალბებას. ამიტომ ვინც ქადაგებს, რომ არჩევნებით არაფერი გამოვა, ის ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან შინ ტოვებს ოპოზიციის ამომრჩეველს. ეს არის ის, რაც უნდა ხელისუფლებას – თავისი ელექტორატი მიიყვანას საარჩევნო უბანთან და ოპოზიციის მხარდამჭერი დატოვოს შინ.

ახლა რაც შეეხება მეორე გზას – რევოლუციას. დიახ, როცა ხელისუფლება სხვა გზას არ ტოვებს, ხდება რევოლუცია, მაგრამ რევოლუციას სჭირდება, ასე ვთქვათ, ლეგიტიმაცია. რევოლუციის აუცილებელი პირობა – გაყალბებული არჩევნებია. ანუ ჯერ შენ, ოპოზიციამ უნდა მოიგო და მერე ხელისუფლებამ წაგართვას.

ამიტომ ვინც ამბობს, რომ რევოლუციის გარეშე არაფერი გამოვა, მათაც ვეუბნები – არჩევნებზე უნდა მიხვიდეთ. თუ არჩევნებზე არ მიხვალთ, ისევ ოცნებას დარჩება მოგება, მერე კი გაჭირდება მტკიცება შიგნით და გარეთ, რომ გაყალბდა იმ დონეზე, რევოლუციის გარდა გამოსავალი რომ არ რჩება.

მე არ მეშინია არც ერთი სიტყვის – არც არჩევნების და არც რევოლუციის. ჩვეულებრივი ისტორიული მოვლენებია.

მაგრამ ამ ორიდან საზოგადოებას ახლა უნდა მოვუწოდოთ არჩევნებზე მისვლისკენ, რადგან ეს არის პირველი რიგის ამოცანა. მოკიდეთ თქვენ გარშემო ხელი ყველას, სთხოვეთ უბანზე მისვლა და ხმის მიცემა, ჩაუნერგეთ იმედი. გავხდეთ ერთი დღით, 2 ოქტომბერს ყველანი არჩევნების მოხალისეები. შევეჯიბროთ საკუთარ თავს და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა თითოეული ჩვენგანი დავარწმუნოთ მეგობრები, ახლობლები, ნათესავები – წავიდნენ ხმის მისაცემად.

არჩევნების მოგება: მეტი ხალხი – მეტი შანსი.

მოგვპარავენ არჩევნებს ? და რა იქნება მერე – ესეც ჩვენზეა დამოკიდებული. სხვა ვერავინ გააკეთებს ჩვენს საქმეს. გვაქვს უფლება, არ შევეგუოთ !”

თეგები: ვახო სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ახალი ამბები

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე

16:27 12-23-2025
400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება
ახალი ამბები

400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება

15:38 12-23-2025
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი
ახალი ამბები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი

13:15 12-23-2025
CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება
ახალი ამბები

CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება

12:58 12-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved