• რეკლამა
  • კონტაქტი
04:10, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რევოლიციური ცვლილებებია საჭირო, ევროპელი პარტნიორები ელოდებიან ჩვენგან მოქმედებას” – ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
03:57 01-25-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
675

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “რეაქციაში” ჩამოთვალა, რას გააკეთებს პირველ რიგში, თუ პარტიის თავმჯდომარე გახდა.

ლევან ხაბეიშვილი:

-პირველი რაც მოხდება, მიშას გათავისუფლების ოფისები გაიხსნება ყველა რაიონში, მეორე – კოალიციის გავაკეთებ ქართველ ხალხთან და არ ვივლი კაბინეტ-კაბინე და მესამე, არ ვაპირებ, ადამიანები ქალაქ-ქალაქ სასეირნოდ ჩავიყვანო. არ ვაპირებ, რომ პირველივე ბარიკადი, იქნება ასეთი წინააღმდეგობები და ხელები ჩამოვუშვა და ვთქვა, ამას ვერ გავაკეთებთ, კანონს ვერ დავარღვევთ. ხელისუფლება უკვე კანონგარეშეა, “რუსულ ოცნებას” ღია მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული რუსეთისთვის. ევროპელი პარტნიორები ელოდებიან ჩვენგან მოქმედებას და გაოგნებულები არიან, რომ ხელისუფლება მხარს უჭერს რუსეთს, და როცა ხელისუფლება ფაქტობრივად კანონგარეშეა, როცა ოლიგარქიზაციაზეა საუბარი და ევროკავშირსა და ჩვენს შორის დგას ივანიშვილი, მგონია, რომ ყველა მოქმედება ჩვენი მხრიდან იქნება ლეგიტიმური და მე არ ვაპირებ, ფიზიკურად დავიხიო რამეზე უკან და ბარიკადი, რომელიც ჩვენ წინ იქნება არ გადავლახო

ინგა გრიგოლია:

-შევარდებით და ფიზიკურად გამოიხსნით სააკაშვილს?

ლევან ხაბეიშვილი:

-ხო, თუ საჭირო გახდება ამასაც გავაკეთებთ, ნუ გგონიათ, რომ ან ამაზე არ წავალთ, ან ამას არ გავაკეთებთ. აქ საუბარია მიშა სააკაშვილის ბედსა და ჩვენი ქვეყნის მომავალზე. პრეზიდენტის მკვლელებს ევროკავშირში არ მიიღებენ. ევროკავშირში თუ გვინდა შევიდეთ, ბიძინა ივანიშვილის პირობებში, რუტინული არჩევნებით ყოველთვის დაგვამარცხებენ.

ინგა გრიგოლია:

-ანუ რევოლუცია უნდა მოხდეს?

ლევან ხაბეიშვილი:

-კი, ოღონდ პოზიტიური, რევოლიციური ცვლილებებია საჭირო, რევოლუციურად სწრაფად. დღეს რომ ოზურგეთის საკრებულოში განიხილავდნენ ბიუჯეტის საკითხს- თალაკვაძემ 1 წელიწადში ორჯერ მოიმატა ხელფასი და 5500 ლარი გაუხდა ანაზღაურება და 25 ლარი დაუნიშნეს სოციალურად დაუცველს, ვისაც ოთხი შვილი ჰყავს. აი, ამას სჭირდება რევოლუციური ცვლილებები, 25 ლარსა და 5500 ლარს შორის სხვაობა უნდა შეიცვალოს რევოლუციურად, ეს სიტყვა საერთო არ არის საშიში, ამ ქვეყანას სჭირდება რევოლიციური ცვლილებები. ხალხს დააბრალო რომ არ გამოდის, ეგ არის ტყუილი და უმოქმედო პოლიტიკოსების მოგონილი, თორემ  ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქე ვნახე რუსთაველზე რამდენჯერმე და ამას სჭირდებოდა გამოყენება. ლატინინას და პოდოლიაკის ინტერვიუში, ჟურნალისტი პირდაპირ ამბობდა, მიშა სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარე არაფერს არ აკეთებს ხელისუფლების ცვლილებისთვის და სააკაშვილის თავისუფლებისთვისო, ჩემი აზრით, ეს არის სერიოზული პრობლემა. ქვეყნის გარეთაც მნიშვნელოვანია რას აკეთებს მიშას პარტია მიშასთვის. რაც შემიძლია დავპირდე ამომრჩეველს არის ის, რომ ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე. პარტიის თავმჯდომარეობას ვუყურებ დროებით მოვლენად, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში.

ინგა გრიგოლია:

-და თუ საჭირო გახდება ფიზიკურად გამოიხსნით? შევარდებით?

ლევან ხაბეიშვილი:

-თუ საჭირო გახდა, პირდაპირ გეუბნებით, მე ლევან ხაბეიშვილი არ ვაპირებ უკან დავიხიო, მათ შორის, ფიზიკურ წინააღმდეგობაში, იმიტომ რომ რუსული ოცნების პირობებში, სხვანაირად არ გამოვა.

თეგები: ლევან ხაბეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved