• რეკლამა
  • კონტაქტი
02:44, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რეტროს“ მეპატრონე წააქციეს და წაქცეულს სხეულის სხვადასხვა არეში ურტყამდნენ ამავე კომპანიაში დასაქმებულები“ – ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
14:45 06-05-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35,586

რესტორან “რეტროს” მფლობელის, თეიმურაზ ვარშანიძის ადვოკატი, ლევან მახარაშვილი აცხადებს:

„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კომპანიაში დასაქმებული იყვნენ რუსეთის მოქალაქეები და ეს იწვევდა წყენას, არის სიცრუე და გამოგონილი, ვინაიდან, კომპანიაში დასაქმებულია 34 თანამშრომელი, რომელთაგან მხოლოდ 2-ია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დანარჩენი 32 საქართველოს მოქალაქეა. აღნიშნული პირები 6-7 წელია დასაქმებულია და მათ შორის კონფლიქტი არასდროს ყოფილა. კონფლიქტის მიზეზი გახდა ე.წ. ჩაის განაწილება, ანუ იმ თანხის, რომელსაც მომხმარებლები ოფიციანტებს უტოვებენ და რომლის განაწილებაშიც ადმინისტრაცია საერთოდ არ ერევა. მოხდა ასეთი შემთხვევა, რომ ერთ-ერთ სტაჟიორს ამ „ჩაიდან“ გაუნაწილეს 10 ლარი, რომელიც მოწმეთა ჩვენებებით დგინდება. სწორედ ამან გამოიწვია მათ შორის დაპირისპირება, ამას არაერთი მოწმე ადასტურებს. რაც შეეხება ბრალდებულს, მან განაცხადა, რომ ეს იყო კომპანიაში დადგენილი წესი, რომელიც ცვლილებას არ ექვემდებარება. აღნიშნულის შემდეგ, მან სცადა დარბაზიდან გაეძევებინა ერთ-ერთი ოფიციანტი, რა დროსაც თემური წააქციეს და წაქცეულს სხეულის სხვადასხვა არეში ურტყამდნენ ამავე კომპანიაში დასაქმებულები. არსებობს ამის ვიდეოჩანაწერი, რომელიც გუშინ ამოიღეს და გამოძიებას სრულად გადაეცა. ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს. რაც შეხება თავად ბრალდებულის დამნაშავეობას, ჩვენ სასამართლოში დავამტკიცებთ, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია“, -განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

მისი განმარტებით, კადრებში ჩანს, რომ რესტორნის მფლობელი ძირს ეცემა და წაქცეულს რამდენიმე თანამშრომელი ურტყამს. როგორც ადვოკატი განმარტავს, თუ რესტორნის მფლობელი დასაქმებულებს წლების განმავლობაში დამამცირებლად ექცეოდა, ამის თაობაზე პრეტენზია უნდა გამოეთქვათ, რაც არ მომხდარა.

„ჩემი ინფორმაციით, აღნიშნული თანამშრომლები რამდენიმე წელია მუშაობენ და მათი მხრიდან არავითარი პრეტენზია არ გამოთქმულა. ესეც რომ დავუშვათ, არცერთ თანამშრომელს კანონმდებელი არ ანიჭებს იმის უფლებას, რომ კომპანიის დამფუძნებელს ფიზიკურად გაუსწორდეს და სცემოს. მას ძალიან ბევრი ფიზიკური დაზიანება აქვს, სამედიცინო დახმარება გაეწია. უფრო მეტიც, გუშინ დაკავების იზოლატორიდან სასწრაფო დახმარებით გადაიყვანეს, ისე ცუდად იმყოფებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით. 2-ჯერ აქვს გულის ოპერაცია გაკეთებული. ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია, წარვადგინეთ მტკიცებულები და გამოძიება ვალდებულია, ინციდენტში მონაწილე ყველა ბრალდებული გამოავლინოს“,- განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

“რესტორნის მფლობელმა სცემააა მიმტანი” – რა ვიდეოს აქვეყნებს მარია ზოიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved