ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია „რესპუბლიკური“ საავადმყოფოს პერსონალის წერილს ეხმაურება:
“რესპუბლიკური საავადმყოფო არის და იქნება სახელმწიფოსთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მთავარი საყრდენი, ამდენად მუშაობა მიმდინარეობს სწორედ ამ მიმართულებით. რესპუბლიკური საავადმყოფოს მდებარეობის შენარჩუნება, ახალი კლინიკის მშენებლობა და გაძლიერება არაერთი მიმართულებით, არის ჩვენთვის მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.
უფლებები როგორც ანაზღაურების, ისე დასაქმების, ასევე ის, რომ პროფესიონალები, რომლებიც დღეს მუშაობენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, გააგრძელონ მათი საქმიანობის შესრულებას გარდამავალ პერიოდში, ეს ყველაფერი არის განხილვის ფაზაში. დეტალური გეგმა, რომელიც ახლა მზადდება განხილული იქნება რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან ერთად“
კომენტარები