• რეკლამა
  • კონტაქტი
20:59, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რეპსოლი” ვერ გადაურჩება სანქციებს. მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც ელოდება”  – გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
20:25 08-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან გოცირიძე:

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში შესატანი ბენზინი “როსნეფტმა” სოჭში გადაამისამართა და საქართველოს ხელისუფლებამაც რუსეთს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, ვითარება ამ ქალაქში კვლავ მძიმეა. მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ ტურისტები ვერ ბრუნდებიან სახლებში. ამის მიზეზი არა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების უსაწვავოდ დარჩენაა, არამედ დიდი ავტობუსების გაჩერებაც. ამას დაემატა უკრაინის მიერ საჰაერო თავდასხმების გამო სოჩის აეროპორტის შეფერხებით მუშაობაც, რაც კიდევ უფრო ზრდის უკმაყოფილებას ტურისტებში. ადგილობრივი მოსახლეობაც პარალიზებულია.

“ოცნების” ხელისუფლება ოკუპანტ ქვეყანას მძიმე ვითარების განმუხტვაში ეხმარება, ორ ფრონზე ბრძოლის სირთულეს უიოლებს და აფხაზეთში ჩარჩენილი რუსი ტურისტების გაყვანაში ეხმარება. აქედან ჩატანილ საწვავს აფხაზეთის ხელისუფლება ძალოვნებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი სხვა სტრუქტურების მომარაგებისთვისაც იყენებს.

წუხელ ღამით ხელისუფლების მანქანების ესკორტით 35 ტონიანი საწვამზიდების ენგურის ხიდამდე მიცილება და მათი დაუყოვნებლივ გატარება კიდევ ერთხელ ააშკარავებს იმ ფაქტს რაც ისედაც აშკარა იყო-რუსეთს საქართველოს ხელისუფლება მაშველ რგოლად იყენებს. გარდა ამისა, ეს სპეცოპერაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევითაც.

რაც შეეხება საწვავის მიწოდების ამ ჯაჭვში მთავარ მონაწილეს, კომპანია “რეპსოლს”, რომელიც ფლობს ავტოგასამართი სადგურების ქსელ “კონექტს”, ის ვერ გადაურჩება სანქციებს. მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც ელოდება. როგორც მთავრობის მიერ დანიშნული შუამავალი ქართული შპს-ს მეპატრონემ განაცხადა, აფხაზეთიდან ხდება რუსული რუბლების ჩანთებით გადმოტანა, აქაურ ჯიხურებში ლარებში გადაცვლა და ნაღდი ფულის სახით რამდენიმე მილიონი ლარის გადაცემა “რეპსოლისათვის”. ეს შავი ფულის აშკარა გათეთრებაა. არც აფხაზეთიდან შემოტანილი ფულის წარმომავლობაა ცნობი და არც 30 ათას ლარზე მეტი თანხის დეკლარირების ვალდებულებაა შესრულებული. გარდა ამისა, შეუძლებელია ზუსტად იმის დადგენა, თუ რა რაოდენობის ფული შემოვიდა და რა ღირებულების საწვავი იქნა შეძენილი. აქ უკვე შემოსავლების დამალვის ფაქტებთანაც შეიძლება გვქონდეს საქმე.

ხელისუფლების ამ ანტისახელმწიფოებრივმა ქმედებამ სერიოზული ეჭვები გააჩინა: ხომ არ შედიოდა აფხაზეთის ტერიტირიის გავლით რუსეთში სხვა სახის საქონელიც?

თავის დროზე ყველაფერი გაირკვევა-თავად ამ პროცესში მონაწილე ადამიანებისგან შევიტყობთ ამას. განა ერთმანეთის მხილებით არ არიან დაკავებულები “ ოცნების” მაღალჩინოსნები? კიდევ ბევრჯერ მოუწევთ.

Screenshot

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved