• რეკლამა
  • კონტაქტი
03:46, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რეპრესიები – “სისტემაში მუშაობა 22 წლის ასაკში დავიწყე” – კიდევ ერთი გათავისუფლება

ალია ავტორი - ალია
18:03 01-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,623

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ხელმძღვანელი, ნათია ალიაშვილი წერს, რომ პოსტიდან გაათავისუფლეს.

მისი თქმით, ფიქრობს, რომ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირების გამო გაუშვეს.

“წელს 12 წელი მიხდებოდა რაც საჯარო სამსახურში ვმუშაობ. ბოლოს, 2 წელზე მეტი ვხელმძღვანელობდი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრს, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია. ჩვენი თანამშრომლობა 31 დეკემბერს, 1 წინადადებით, ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე სრულდება.

მატყობინებენ, რომ 1 თებერვლიდან გათავისუფლებული ვარ.

აქ ალბათ კითხვა, რა მიზეზით მოხდა ჩემი გათავისუფლება უკვე როტორიკული იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ დეკემბრის თვეში ,,პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების“ მიხედვით მივიღე უმაღლესი შეფასება, ასევე 12 წლის განმავლობაში არ მქონია ერთი გადაცდომაც კი. ვფიქრობ, რომ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირების გამო გამათავისუფლეს.

სისტემაში მუშაობა 22 წლის ვიყავი როდესაც დავიწყე, თავდაპირველად ვმუშაობდი სოციალური მუშაკის პოზიციაზე. წლების განმავლობაში არაერთხელ დავწინაურდი, გავხდი პროფესიული ზედამხედველი, შემდეგ კი ცენტრის უფროსი. ცალკე საკითხია ის, რომ ამ პერიოდში არაერთი სიტყვიერი შექება, ოფიციალური ჯილდო და სერთიფიკატი მაქვს მიღებული. პარალელურად ვიყავი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიწვეული ტრენერი და დაახლოებით 3 თვეში ერთხელ სააგენტოს ახალ თანამშრომლებს ვაცნობდით საქმიანობის სპეციფიკას

მას შემდეგ რაც არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში დავიწყე მუშაობა, საკმაოდ დიდი დრო და რესურსი ჩავდე იმისთვის, რომ რთული ქცევის მოზარდებთან მეტად ეფექტიანი და ხარისხიანი საქმისწარმოება გვქონოდა. ამ პერიოდში გუნდის მხარდაჭერით, შევძელი და სააგენტოს ყველაზე სუსტი მიმართულება – დანაშაულის პირველი დონის პრევენცია ავამუშავე, აქტიურად ვმუშაობდი კურსზე, რომელიც მასწავლებლებისთვის მომზადდა. რაც შეეხება ცენტრის მიზნობრივ ჯგუფს, სააგენტოს და დონორების ჩართულობით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდით, როგორიც არის ახალი შეფასების ინსტრუმენტი, სარეაბილიტაციო პროგრამები, გაიხსნა რეგიონული ცენტრები, გაიზარდა ცენტრის მიზნობრივი ჯგუფები, აქტიურად ავამუშავეთ უწყებათშორისი კოორდინაციის პროცესი. დიდი შრომა გვაქვს ჩადებული კანონპროექტში, შემთხვევის მართვის ბრძანების პროექტში, ინსტრუმენტების დახვეწაში. თუმცა, დეკემბრის ბოლოს ჯერ ჩემს სოციალურ მუშაკს და ფსიქოლოგს შეუწყვიტეს ხელშეკრულება და მთელი იმერეთის რეგიონი დატოვეს კვალიფიციური კადრების გარეშე, ხოლო მე 31 დეკემბერს ყოველგვარი მიზეზის გარეშე შემატყობინეს, რომ 1 თვეში მიწყვეტდნენ ხელშეკრულებას. მსგავსი ფორმით თანამშრომლობა 1 თებერვლიდან დაასრულეს ჩემს კოლეგებთან, ნინო ტყეშელაშვილთან და მორის ბარამიასთან. აღსანიშნავია, რომ ორივე ჩემს ტოლფას პოზიციას იკავებდნენ წლების განმავლობაში და ორივე ხელმძღვანელის როლი რეაბილიტაცია – რესოციალიზაციის პროცესში შეუცვლელია!

მიუხედავად იმისა, რომ საჯარო მოხელეებს კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად ბევრი არაფერი შეგვიძლია, მე საჯარო მოხელის გარდა ჯერ ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, პროფესიით სოციალური მუშაკი და აუცილებლად ვიბრძოლებ ჩემი და ჩემი კოლეგების სამართლიანობისთვის!” – წერს ნათია ალიაშვილი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved