• რეკლამა
  • კონტაქტი
18:53, ოთხშაბათი, 15 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რეპრესიები მერიაში – გათავისუფლება მიზეზით – “სხვა გარემოება”

ალია ავტორი - ალია
15:38 12-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
448

თბილისის მერიიდან ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომელი, გიგა სოფრომაძე გაათავისუფლეს.

გიგა სოფრომაძეს, რომელიც დედაქალაქის მერიაში 8 წლის განმავლობაში მუშაობდა, წერილობით აცნობეს, რომ მერიის თანამშრომელი აღარ არის.

სამსახურიდან გამათავისუფლეს 
8 წლიანი მუშაობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის საქმე, რასაც აქამდე ვაკეთებდი, აღარ ყოფილა საჭირო… არ ვიცი რა ვთქვა, არ ვიცი მეწყინოს თუ გავბრაზდე, მაგრამ კითხვები მაქვს…
რა უნდა მითხრან, რით უნდა დამემუქრონ, რამდენი უნდა გადამიხადონ, რომ არამც თუ ჩემს თანამშრომელზე, არამედ ვინმეზე რამე ზედმეტი დავწერო?!
თქვენს, მკადრებლების და მომწონებლების “ღირსებაზე” იყოს, 0 წერს სოფრომაძე სოციალურ ქსელში. 
იგი, მედიასთანაც აკეთებს კომენტარს და ამბობს:

“სამსახურიდან გამათავისუფლეს. სიტყვიერი საუბარი, ახსნა-განმარტება, არ ყოფილა. 47-ე მუხლის “ო” ქვეპუნქტი, რომელიც ნიშნავს სხვა მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტას, აი ამ მუხლით ვარ გათავისუფლებული. 

თურმე, ის საქმე, რომელსაც 8 წლის განმავლობაში ვაკეთებდი მერიაში, ახლა აღარ ყოფილა საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი ცვლილება არ ყოფილა, არც პროგრამა დამატებია, არც გამოკლებია. პრემიები, ან ფინანსური წახალისება, რომელიც თანამშრომლებზე გაიცემა, ჩემ შემთხვევაში სრულიად ჩახსნილი იყო მას შემდეგ, რაც მე ღიად დავიწყე აქტიურობა. სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებისთვის ვიჩაგრებოდი. ეს უკავშირდება სწორედ იმას, რომ ჩვენ ღიად დავიწყეთ საუბარი, რომ გავემიჯნეთ იმ მიმდინარე მოვლენებს, რაც ქვეყანაში არის”, – ამბობს გიგა სოფრომაძე.

მედიის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში დაახლოებით 60 საჯარო მოხელეს სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან.

47–ე მუხლის პირველი პუნქტის ო ქვეპუნქტი – “სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ათმართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები

13:48 10-15-2025
თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved