• რეკლამა
  • კონტაქტი
12:05, ორშაბათი, 19 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რეფიდინგის პროცესი ძალიან საპასუხისმგებლოა და დიდ ყურადღებას გულისხმობს – კონსილიუმის წევრი ექიმი

ალია ავტორი - ალია
18:47 11-20-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

სახელმწიფო კონსილიუმის ერთ-ერთი წევრის თქმით, რეფიდინგის პროცესი ძალიან საყურადღებოა და ის მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში კონსილიუმის წევრი ექიმები ცოტა ხნის წინ შევიდნენ, ადგილზე მივიდა მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძეც.”ვიცით, რომ ექიმები უკვე აქტიურად მუშაობენ. იცით თქვენ, რომ ჩვენ გახლავართ კონსილიუმი, რომელიც პრაქტიკულად, მესამე პრეზიდენტის შიმშილობის დაწყებიდან მასთან ძალიან აქტიურად მუშაობდა, შესაბამისად ჩვენ ვაგრძელებთ ამ მუშაობას, ჩვენი ასეთი ერთობლივი შეჯერებული აზრი ყოველთვის გათვალისწინებულია.

შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან ეს ვიზიტი და ჯანდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი ინიციატორია.

ანალიზების შესახებ ჩვენ ამ წუთში ინფორმაცია არ გვაქვს, ადგილზე ყველაფერს ვნახავთ.

რეფიდინგის პროცესი ძალიან საპასუხისმგებლოა და ძალიან დიდ ყურადღებასა და აქტიურ მონიტორირებას გულისხმობს”,- თქვა კონსილიუმის წევრმა, ალექსანდრე ცისკარიძემ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის მესამე პრეზიდენტის ანალიზების პასუხები უცნობია. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ექიმებთან ვიზიტის შემდეგ გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გუშინ გვიან ღამე გადაიყვანეს. იუსტიცის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შიმშილობის 50 დღის შემდეგ შესთავაზა.

მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლები მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობდნენ, და ამტკიცებდნენ, რომ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება, სადაც ის იმყოფებოდა, სამკურნალოდ ყველა პირობას აკმაყოფილებდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved