• რეკლამა
  • კონტაქტი
13:48, ორშაბათი, 22 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რემდესივირი და სიმსივნების საფრთხე” – როგორ უნდა მოიქცნენ რემდესივირით ნამკურნალები პაციენტები? – სკანდალური კვლევის დეტალები გიორგი კამკამიძისგან

ალია ავტორი - ალია
00:50 02-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
122

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, კლინიკა “ნეოლაბის” დირექტორი გიორგი კამკამიძე:

“რემდესივირი და ვირუსებთან ასოცირებული სიმსივნის გაზრდილი რისკი

რემდესივირზე არაერთხელ მისაუბრია საინფორმაციო საშუალებებით და დამიწერია სოციალურ ქსელში, არაერთხელ გავაფრთხილე სამედიცინო საზოგადოება, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროც, ამ პრეპარატის საეჭვო რეპუტაციაზე იმ ობიექტურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც დაგროვდა მსოფლიოში რემდესივირის კლინიკური კვლევების საფუძველზე. დღეისათვის არსებული სამეცნიერო მტკიცებულებათა სოლიდური მასა ადასტურებს იმას, რომ ეს პრეპარატი არ არის ეფექტური, ან უკეთეს შემთხვევაში, გააჩნია მინიმალური კლინიკური ეფექტი. ეს არაერთხელ გაჟღერდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან და მისი ვერდიქტი არის ის, რომ ეს პრეპარატი არ უნდა იყოს გამოყენებული ახალი კორონავირუსის არცერთი კლინიკური ფორმის დროს. მედიცინის ზოგადი კანონია, რომ ის პრეპარატი, რომელიც არ მუშაობს, არ უნდა იქნას გამოყენებული ავადმყოფების სამკურნალოდ, პირველ რიგში „არ ავნოს“ – მედიცინის მთავარი კანონიდან გამომდინარე.

და აი ამერიკის მიკრობიოლოგიის საზოგადოების (რომლის წევრიც გახლავართ) ერთ-ერთ წამყვანი ჟურნალის 2022 წლის იანვრის ნომერში ქვეყნდება კვლევის შედეგები, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ რემდესივირი განაპირობებს იმ ვირუსების გააქტიურებას, რომლებიც ლატენტური („მიძინებული“) ფორმით უკვე არის SARS-CoV-2 ვირუსით ინფიცირებულ ადამიანებში. პირველ რიგში საუბარია ჰერპესის ჯგუფის ვირუსებზე, მათ შორის კი ყველაზე სახიფათო – ონკოგენური (ანუ სიმსივნის გამოწვევის პოტენციალის მქონე) ჰერპესვირუსებზე.

რემდესივირი იწვევს აღნიშნული ვირუსების ხელახალ პროდუქციას, ე.წ. რეაქტივაციას, აღნიშნული პრეპარატის მიერ უჯრედშიდა სასიგნალო სისტემებზე ზემოქმედების გზით. ამ ონკოგენური ვირუსების „გაღვიძება” მართლაც საგანგაშოა, რადგან ეს სიმსივნური პროცესის „გაშვების“ წინაპირობაა. კვლევის ავტორების დასკვნა მარტივია: რემდესივირით ნამკურნალები პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა ზედმიწევნით გაკონტროლდეს ვირუსებით განპირობებული სიმსივნეების აღმოცენების გაზრდილი რისკის კუთხით. თუმცა ამ მარტივი დასკვნის მიღმა ძალიან მძიმე რეალობა იშლება. განსაკუთრებით თუ გავაცნობიერებთ, რომ ეს პრეპარატი ფაქტიურად ყოველგვარი რეალური ეფექტურობის გარეშე გამოიყენებოდა და კვლავაც გამოიყენება მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, ხოლო საქართველოში კი რემდესივირის გარშემო არაჯანსაღი ინტერესის გამო ის განსაკუთრებული ინტენსივობით გამოიყენება.

სამწუხაროა, რომ ასეთ თემაზე სოციალური ქსელით მიხდება საზოგადოებასთან კომუნიკაცია. ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდა ისეთი რეალობა, რომ არ არსებობს პროფესიული პლატფორმა, სადაც შეიძლება მსგავსი საფრთხეების შესახებ მმართველ რგოლებთან ურთიერთობა – ნებისმიერი ასეთი გაფრთხილება განიხილება როგორც არსებული იდილიის დარღვევის მცდელობა, სადაც „ჩევნ მსოფლიოში ყველაზე კარგად ვმართავთ პანდემიას“. მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ სპეციალისტებმა მიაწვდინონ საზოგადოების წევრებს ხმა და გააფრთხილონ მსგავსი საფრთხეების შესახებ.

რა გავაკეთოთ? პირველ რიგში შევწყვიტოთ კლინიკურ პრაქტიკაში ისეთი წამლების გამოყენება, რომლებსაც რეალურად არანაირი სარგებელი არ მოაქვთ, გამოიყენება მხოლოდ იმიტომ, რომ „არაფერს რაიმე სჯობს“ და, სამწუხაროდ, ადამიანის მომავალი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს შეიცავს, ყოველ შემთხვევაში გამოყენება უნდა შეწყდეს მანამ, სანამ საპირისპირო არ დამტკიცდება.

ჩემს მიერ მოყვანილი კვლევის პირველწყარო შემდეგია:


Chen J, Dai L, Kendrick S, Post SR, Qin Z. The anti-COVID-19 Drug Remdesivir Promotes Oncogenic Herpesviruses Reactivation through Regulation of Intracellular Signaling Pathways. Antimicrob Agents Chemother. 2022 Jan 18:aac0239521. doi: 10.1128/aac.02395-21. Epub ahead of print. PMID: 35041508.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & PH”

თეგები: გიორგი კამკამიძედაავადებათა კონტროლის ცენტრირემდესივირიჯანდაცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved