• რეკლამა
  • კონტაქტი
15:39, ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რემდესევირის “შეტენვის” ისტორია, თანაც ამერიკული ფასით…” – რევაზ ბოჭორიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:52 11-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
101

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ევროპელი ჟურნალისტების ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოძიების შესახებ მასალას და წერს:

“Le Monde” აქვეყნებს ევროპელი ჟურნალისტების ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებს, რომელიც ეხება ამერიკული კომპანია “გილეადის“ მიერ ევროპისათვის პრეპარატ რემდესევირის “შეტენვის“ ისტორიას, თანაც ამერიკული ფასით, რაც აქამდე არ მომხდარა (ევროპაში წამლის ფასი ყოველთვის უფრო დაბალია ვიდრე აშშში)… ციფრებით, თარიღებით, ფაქტებით გადმოცემულია “გილეადის“ უკიდურესად არაკეთილსინდისიერი (სხვა სიტყვა რომ არ ვიხმაროთ) პოლიტიკის დეტალები..

აშში ამ პრეპარატის 1 დოზა ღირს 390$, მკურნალობის კურსი 2000 $ მდე… უკვე თავისთავად 1 დოზის ფასი 420 (!) ჯერ აღემატება მისი წარმოების ფასს, ხოლო პრეპარატის შექმნა კვლევისათვის “გილეადმა“ წარსულში (ებოლას ეპიდემია) სახელმწიფოსგან უკვე მიიღო 70 მილიონიანი დახმარება…. მაღალი ფასი პრეპარატისა გამართლებული იქნებოდა(ო), ის სიკვდილიანობას რომ ამცირებდეს, მაგრამ რემდესივირი სიკვდილიანობას არ ამცირებს..

რემდესივირის არაეფექტურობისა და შესაძლო მძიმე გართულებების შესახებ დასკვნა, რაც ყველაზე დიდი საერთაშორისო კვლევის, “Solidarity” ს საბოლოო შედეგებზე იყო დაფუძნებული, გამოქვეყნდა 15 ოქტომბერს, რის შემდეგაც ჯანმომ განაცხადა რომ ეს პრეპარატი არ უნდა იქნეს გამოყენებული კოვიდ 19 ის მკურნალობისათვის.

ევროპას (ევროკომისიას) “გილეადმა“ დააძალა კონტრაქტისათვის ხელი მოეწერა 7 ოქტომბერს, არადა კომპანიამ უკვე იცოდა “Solidarity” ს უარყოფითი დასკვნის შესახებ, ვინაიდან მას ევალებოდა გასცნობოდა კვლევის შედეგებს პუბლიკაციამდე და ეს მონაცემები მიღებული ჰქონდა 7 ოქტომბრამდე ბევრად ადრე….

საფრანგეთი ერთ ერთი იშვიათი ქვეყანააა ევროპაში რომელმაც უარი თქვა რემდესივირზე.. ეს ალბათ იმითაც აიხსნება, რომ საფრანგეთმა პირველმა დაიწყო კლინიკური კვლევა, “Discovery”, რომელიც შემდეგ საერთაშორისო კვლევა “Solidarity” ს ნაწილი გახდა. ანუ, საფრანგეთში ადრევე გახდა ცნობილი რემდესივირის არაეფექტურობის შესახებ, და საფრანგეთის ჯანდაცვის უმაღლესმა ინსტანციებმა უკვე სექტემბერში უარი თქვეს პრეპარატის შეძენაზე. ვწერდი უკვე ამაზე.

სტატიაში ბევრი სხვა საინტერესო დეტალია… თუნდაც ის, რომ მაგალითად უკრაინამ (რომელიც მოგეხსენებათ არაა ევროკავშირში) პაკისტანური ჯენერიკი შეიძინა 20 $ 1 დოზა… თავად ეს განსხვავება ფასში ბევრის მთქმელია.. და თუ სადმე ეს პრეპარატი ამერიკულ (და ახლა ევროპულ) ფასზე ნაკლებადაა ხელმისაწვდომი, ეს მხოლოდ ჯენერიკი თუ იქნება (ინდური, პაკისტანური…). ჯერ თავად ორიგინალი რად ღირს, მისი ჯენერიკი კი საერთოდ რა იქნება…

ვთვლი, რომ ყველას აქვს უფლება სრული და სწორი ინფორმაცია ჰქონდეს იმ სკითხებზე რაც მის ჯანმრთელობას ეხება და რაც სანდო მონაცემებს ეფუძვნება.. ეს სტატია ასეთი სანდო წყაროა.

Covid-19 : comment Gilead a vendu son remdésivir à l’Europe

თეგები: კორონავირუსირევაზ ბოჭორიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved