• რეკლამა
  • კონტაქტი
14:37, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რეალური მიზეზი, თუ რატომ არ გამოაცხადებს საყოველთაო კარანტინს ხელისუფლება – “მთავრობას სულ სხვა პრობლემა აქვს”

ალია ავტორი - ალია
23:42 10-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ისედაც ძირმორყეულ ეკონომიკას მძლავრად დაარტყა. სწორედ ამის გამოძახილი იყო ის, რომ პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ დააფიქსირა, რაც არ უნდა მოხდეს, აღარც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება და აღარც მასშტაბური დაკეტვები იქნება, 1-2 სოფელი შეიძლება ჩაიკეტოსო. ოპოზიცია კი ამტკიცებს, ხელისუფლება დროს მაქსიმალურად წელავს, რათა სიტუაცია კატასტროფულად დამძიმდეს და არჩევნების მეორე დღესვე კარანტინი გამოცხადდესო, მაგრამ რეალურად, ხელისუფლებას სულ სხვა პრობლემა აქვს. მთავრობას რესურსი აღარ აქვს იმის, რომ კიდევ ერთი ჩაკეტვა გადაიტანოს.

„ახლა რომ კვლავ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველებს მუნიციპალიტეტებმა ისევ უნდა დაურიგონ ერთჯერადად პროდუქტები, უნდა მოხდეს გაცდენილი სამუშაო დღეების ანაზღაურება, სამუშაო ადგილების შემცირება, რაც ბიუჯეტს დაახლოებით 700 მილიონი დაუჯდება. ეს თანხა კი უბრალოდ არ არის. თუ გახსოვთ, ადრე გითხარით (ამის შესახებ გვეწერა), რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მუნიციპალიტეტებს საგანგებო მდგომარეობის დროს ფულის ბიუჯეტში დაბრუნება სთხოვა და აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტმა, მინიმუმ 2 მილიონი დააბრუნა. მაშინ ითქვა, რომ ეს თანხები პანდემიას მოხმარდებოდა, რეალურად კი, ხელისუფლებამ გამოკითხვა ჩაატარა და მოსახლეობის პრიორიტეტების მიხედვით, ინფრასტრუქტურული პროექტები დაგეგმა. თანხები მუნიციპალიტეტებს თვის ბოლოს დაუბრუნდებათ და კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. ერთი შეხედვით, ეს იქნება სახელმწიფოს მიერ გაღებული ხარჯი, მეორეს მხრივ კი, ამომრჩევლის გულის მოგება. ამ თანხებს სხვა მიმართულებას და დანიშნულებას ხელისუფლება უბრალოდ, არ მოუნახავს“,- გვეუბნება „ოცნების“ მაღალჩინოსანი.

ის, რომ ბიუჯეტში დაბრუნებული თანხების უკან ჩარიცხვას ელოდებიან, რამდენიმე მუნიციპალიტეტში დაგვიდასტურეს, თუმცა იქვე დააყოლეს, ეს თანხები კონკრეტული მიმართულებით დაიხარჯება და გამორიცხულია, სხვა რამეს მოხმარდესო. შესაბამისად, ხელისუფლება, თავისი გათვლით, ორ კურდღელს დაიჭერს – განხორციელებულ პროექტებსაც დადებს და ამომრჩევლის გულსაც მოიგებს. თუმცა, ისიც ვიცით, რომ ამდენჯერ მოტყუებული და გადაგდებული ხალხის გულის მოგება ახლა ძააალიან, ძაალიან გაუჭირდებათ.

ყველაფრის მიუხედავად, ქართული ეკონომიკა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ბოლო წლების ყველაზე მომგებიანი, ტურიზმის ბიზნესი უბრალოდ გაჩერებულია. მთავრობის კანცელარიასთან, ტურიზმის სფეროში მოღვაწეებმა აქცია გამართეს და პირდაპირ თქვეს, გადახდის უუნაროები ვართ და გვიშველეთო. ბანკები წლის ბოლოსთვის კბილების ილესავენ და რა წაგებაც პანდემიამ ანახათ, ხელის ერთი მოსმით ამოიღებენ, როცა ტურისტული ობიექტების დიდ ნაწილს დაისაკუთრებენ. რატომ? იმიტომ, რომ კრედიტით აშენებული სასტუმროები უქმად დგას, რესტორნებში ხალხი არ არის და ყოველთვიურად რამდენიმე ათასი სასტუმროებისა თუ რესტორნების მეპატრონეებს ვერსაიდან მოაქვთ. ტურიზმის დახმარების პროგრამა ხელისუფლებას ვითომ აქვს, მაგრამ რეალობა მწარეა – ამ სფეროსთვის არაფერი გაკეთებულა და მხოლოდ საკარანტინე ზონებად გამოყენებამ, სასტუმროებს დიდი შეღავათი ვერ მისცა. თანაც, საკარანტინო ზონების სიაში მოხვედრაც, როგორც პრემიერი იტყოდა, „ქართულად, ჯიგრულად“ ხდებოდა და შესაბამისად, ეს პატივი მხოლოდ „ოცნების“ „სასტავთან“ დაახლოებულებს ერგო.

ჰო, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში სტუმრობისას თქვა, ეროვნული ბანკი საკმაო რესურსს ფლობს იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტა დაასტაბილუროსო. ქალბატონო ნათია, ჯერ ერთი, ეროვნული ბანკი ამ რესურსს თვის ბოლომდე ხელს არ მოკიდებს და კიდევ გავიმეორებთ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია საარჩევნო თანხებთან და მეორეც, ქვეყნის ყველა მსხვილმა ბიზნესმენმა თქვენამდე ერთი კვირით ადრე თქვა, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციები მხოლოდ დროებით ეფექტს იძლევა და გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ცუდიც კი იყოსო. ახლა, ფხაკაძეს, თემურ ჭყონიას და კიდევ მისთანებს ასეთი ამბები უნდა დავუჯეროთ, რადგან ამ ხალხმა ფულის ყადრიც იციან და რაღაც გათვლებიც აქვთ იმ მილიონებზე, რომლებიც იშოვეს. თუ არ იცით, ბარემ გეტყვით, რომ ექსპერტები (ისინიც, მმართველ გუნდს რომ ემსახურებიან და ხმამაღლა ვერ საუბრობენ) ამბობენ, ლარის გაუფასურება იმის ბრალია, ტურიზმი რომ გაჩერდა, უცხოური ინვესტიციები რომ არ შემოდის და საყოველთაო პანდემიის ფონზე, ევროპიდან ქართველი ემიგრანტების ფულადმა გზავნილებმა დაიკლოო. საერთო ჯამში, ეს თანხები თურმე მილიარდ დოლარს აჭარბებს და ახლა, თუ იმის იმედი გვაქვს, რომ ეროვნული ბანკი მილიარდი დოლარის ინტერვენციას განახორციელებს, გვშველებია და ეგაა.

ლარის გაუფასურების გარეშეც, ზედმეტად გაზრდილია ფასები მარცვლოვან პროდუქტებზე. სიმინდის მოსავალი ზოგმა აიღო, ზოგიც ახლა იღებს და უკვე ცხადია, რომ სიმინდის ფასი ერთი ლარიდან დაიწყება, რადგან ტაროიანი სიმინდი 70 თეთრი ღირს. ახლა შეიძლება თქვათ, რა დროს სიმინდის ფასიაო, მაგრამ ნურას უკაცრავად, სწორედ სიმინდის ფასზეა მიბმული ქათმის, ღორის და საქონლის ხორცი. სიმინდი ძირითადი საკვებია და ადგილობრივი წარმოების პროდუქტი რომ ამ ფასშია, შემოტანილი უფრო ძვირი რომ იქნება, ადვილი მისახვედრია.

ნამდვილად ვერ გეტყვით, სადამდე გაუშვებენ ლარს და როდის ამოდებენ დროებით ლაგამს, მაგრამ ფაქტი ის გახლავთ, რომ ცხოვრება საქართველოში ყოველდღიურად კი არა, საათობრივად ძვირდება და თავის გატანა შეუძლებელი ხდება.

ანი დვალიშვილი, ალია №34

თეგები: ქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

16:49 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved