• რეკლამა
  • კონტაქტი
14:26, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რჩევები იმათთვის, ვისაც ომის ეშინია!” – ლევან შენგელია

ალია ავტორი - ალია
13:51 04-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
501
ანთროპოლოგი, ლევან შენგელია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ადრე ლაჩრობა სირცხვილი იყო! ახლა პოლიტიკური პოზიციაა და არგუმენტად გამოიყენება! რადგან ასე მოხდა, ჩვენც უნდა მოვერგოთ სიტუაციას და შესაბამისად ვილაპარაკოთ.
მაშ ასე – რჩევები იმათთვის, ვისაც ომის ეშინია!
(“აბა, ომი გინდა?!”)
ომი თითქმის არავის უნდა! ოღონდ წინასწარ უნდა ვიცოდეთ ზოგადი წესი, რომ ომის თავიდან აცილების ასპროცენტიანი გარანტია არ არსებობს!
აი, როგორ შევამციროთ ომის შანსი – ამაზე ვილაპარაკოთ!
თუ გეშინია – შეიარაღდი, რადგან მტერი შეუიარაღებელზე თავდასხმას უფრო ადვილად გადაწყვეტს!
თუ გეშინია – ეძებე მეგობრები, ვინც დაგეხმარება ომის დროს! (ოღონდ ისიც იცოდე – მეგობრობას ერთი ნაკლი აქვს – მეგობრობა ორმხრივია და მეგობარი იგივეს ელის შენგან!)
თუმცა, არსებობენ ისეთებიც, ვისაც არ ეშინია და ომი უნდა! თუ ომი გინდა – გამოაცხადე, რომ ხელის გამძრევი არ ხარ და ძალიან მალე მტერს დაინახავ საკუთარ ოჯახში შემოვარდნილს, რადგან კაპიტულანტი იოლი მოსაკლავია და მტერი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს!
თუ ომი გინდა და არ გეშინია – თამამად უარი თქვი მეგობრებზე, რადგან მეგობრების ყოლამ შეიძლება მტერი შეაფიქრიანოს და ომზე ხელი ააღებინოს!
მოკლედ, არჩევანი შენზეა – თუ ასე გეშინია ომის, შეიარაღდი და მეგობრებთან ერთად ემზადე ომისთვის, რადგან მხოლოდ ამით თუ აიცილებ ომს!
ხოლო თუ უშიშარი ხარ და ერთი სული გაქვს ომში ამოყო თავი – იარაღზე და მეგობრებზე უარი თქვი, რათა მტერი უყოყმანოდ და სიხარულით დაგესხას თავს!”
თეგები: ლევან შენგელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved