• რეკლამა
  • კონტაქტი
03:37, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რჩევა მოქალაქეებს და ორი რამ, რაც ქვეყანამ უნდა გააკეთოს – თენგიზ ცერცვაძე ეპიდსიტუაციაზე

ალია ავტორი - ალია
19:32 07-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,151

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან ილაპარაკა ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის გაზრდილ მაჩვენებელზე და თქვა:

„საქართველოშიც სამწუხაროდ, ფიქსირდება ახალი შემთხვევების ზრდა. სულ რაღაც ორი კვირის წინ იყო 50-60 ახალი შემთხვევა და დღეს იყო 600-ზე მეტი ახალი შემთხვევაა. ის, რაც კარგია, ჩვენთან გარდაცვალების რაოდენობა შენარჩუნებულია ძალიან დაბალ, პრაქტიკულად ნულოვან ნიშნულზე. ყოველდღიურად გარდაცვალების ნული შემთხვევაა, ან აქა-იქ გამოერევა ერთი, მაქსიმუმ ორი. სადღეისოდ, ძალიან სასიხარულოა ეს ჩვენი ქვეყნისთვის, ბოლო 3 თვის მონაცემებით, საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებით აქვს შეუდარებლად ნაკლები გარდაცვალების შემთხვევა, ვიდრე ამერიკას, ევროპას, ავსტრალიას, იაპონიას, ბევრ სხვა ქვეყანას. ეს ძალიან კარგია. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ ეს მდგომარეობა.

სამწუხაროდ, ჩვენ ვართ ვაქცინაციის დაბალი მოცვის ქვეყანა, მაშინ, როდესაც ქვეყნების უმრავლესობა სრულად ვაქცინირებულები არიან. მოხსნილია ყველა რეგულაცია ჩვენთან. რეგულაციები უცხოეთშიც მოხსნილია, მაგრამ ზოგან შემოიღეს. ყველაფერ ამის გამო, მე პირადად ველი, რომ იქნება შემთხვევების ზრდა. პიკს ზრდა მიაღწევს შემოდგომაზე. სიტყვა „ცუნამი“ ახსენეთ. ჩვენ არ ველოდებით ისეთ დრამატულ მატებას, როგორიც იყო წლის დასაწყისში. ერთ დღეს სარეკორდო მაჩვენებელი იყო, დღეში 26 000 შემთხვევა. 200 000-ზე მეტი აქტიური ავადმყოფი გვყავდა. ახლა იქნება მატება, მაგრამ, რაღაც ზომის ფარგლებში.

რა უნდა გავაკეთოთ ორი მიმართულებით?

ერთი, თუ გვაქვს ამბიცია, რომ შევზღუდოთ ახალი შემთხვევების ზრდა და მატება იყოს მინიმალური (მთლიანად ვერ ავიცილებთ თავიდან, მაგრამ მატება, რომ იყოს ზომიერი), ამისთვის უნდა გავააქტიუროთ ვაქცინაციის პროცესი, რაც ძალიან მინელებული იყო ბოლო პერიოდში. ერთი რჩევა, შესაძლოა, არაპოპულარული, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად რეგულაციები არაფერს გვავალდებულებს, მაინც პრაქტიკამ გვიჩვენა, უცხოეთში უკვე ამას აკეთებენ, რომ სასურველია, რომ მოსახლეობამ გამოვიყენოთ პირბადეები ტრანსპორტში (რა თქმა უნდა, ეს ნებაყოფლობითია), სამედიცინო დაწესებულებებსა და ხალხმრავალი შეკრების ადგილებში. თუ ამას მოვახერხებთ, ჩვენ შევზღუდავთ შემთხვევების რაოდენობის ზრდასაც.

რაც შეეხება მეორე საკითხს,  მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენები მასობრივად დაიწყებენ ვაქცინაციას, მასობრივად დაიწყებენ პირბადის ტარებას, ეს დიდი ალბათობით არ მოხდება. ადამიანები უკვე შეეჩვივნენ თავისუფლებას და ძნელია მათი უკან მობრუნება. ჩვენ მიზნად უნდა დავისახოთ, რომ სიკვდილობა შევინარჩუნოთ, მინიმალურ, დღევანდელ ნიშნულზე. პრაქტიკულად ნულოვან ნიშნულზე. იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს არ არის დიდი უბედურება თუ ადამიანს კოვიდი დაემართება, რამდენიმე დღეში ის მას გადაიტანს. მთავარია, არ გვექნეს დამძიმება, არ გვყავდეს რეანიმაციაში ავადმყოფები და არ მოხდეს ლეტარული შემთხვევები.

არის ერთი მკაფიო გზა, რომლითაც ჩვენ მივაღწიეთ პრაქტიკულად მინიმალურ ნიშნულს გარდაცვალებისას. დღეს საქართველოში დომინანტი არის BA.5 [“ომიკრონის” ახალი ქვე-ვარიანტი], რომლებზეც მოდის შემთხვევების ნახევარზე მეტი. ხასიათდება ძალიან დიდი გადამდებლობის უნარით, უფრო მეტით, ვიდრე წინა შტამებით. ამ შტამებით გამოწვეულ კოვიდს პირველ დღეებში იგივე სიმპტომები აქვთ, რაც სხვა რესპირაციულ დაავადებებს, ამიტომ ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ მათ აქვთ რაღაც რესპირაციული ინფექცია და არ იკეთებენ ტესტს. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. ყველა, ვისაც ექნება ნებისმიერი რესპირაციული სიმპტომები, ჩემი თხოვნა და მოწოდებაა, რომ დაუყოვნებლივ, იმავე დღეს, ან მაქსიმუმ მეორე დღეს, უნდა გაიკეთოს სწრაფი ტესტი კოვიდზე. ეს არის უფასო. თუ კოვიდი დადასტურდება, მაშინვე უნდა შევიდეს კომუნიკაციაში ოჯახის ექიმთან. თუ ის არის ასაკოვანი, თუ მას აქვს თანმხლები დაავადებები, აქვს მძიმე ფორმა, დაუნიშნავენ „პაქსოვიდის“. თუ მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო – „რემდესივირს“. მინდა ყველამ დაიმახსოვროს, რომ პირველ სამ დღეში დანიშნული „პაქსოვიდი“ და „რემდესივირი“ პრაქტიკულად 100%-იან გარანტიას იძლევა, რომ თქვენ არ დამძიმდებით, არ მოგიწევთ ჰოსპიტალიზაცია, განსაკუთრებით, რეანიმაციაში მოხვედრა და არ დადგება ლეტალური გამოსავალი. ბოლო 4-5 თვის განმავლობაში პაციენტებს, რომლებსაც ჩვენ პირველივე დღეებში დავუწყეთ „რემდესივირი“ ან „პაქსოვიდი“ (ეს არის უახლესი, ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტი, რომელიც საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა), არცერთი მათგანი არ დამძიმებულა, არ მოხვედრილა ჰოსპიტალში და არ გარდაცვლილა. ეს არის უნიკალური შედეგი”.

თეგები: თენგიზ ცერცვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved