• რეკლამა
  • კონტაქტი
12:16, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რაზე იმსჯელა მთავრობამ – გადაწყვეტილებები ცნობილია

ალია ავტორი - ალია
15:07 08-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილა.

მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოსაყვანად, სპეციალური თვითმფრინავი გაიგზავნება. პრემიერის დავალების შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები, პარალელურად, განაგრძობენ აქტიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან, მათი დახმარებით საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უსაფრთხოდ დასაბრუნებლად.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის დავალებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თელავის წყალმომარაგების პროექტის განხორციელებას იწყებს. წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის ფარგლებში, 79-კილომეტრიანი ქსელი მოეწყობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 არსებულ ჭაბურღილს, დამატებით მოეწყობა 3 ახალი ჭაბურღილი და რეზერვუარები. პროექტის ღირებულება 24 მილიონ ლარამდეა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომავალ წელს, თელავს გამართული წყალმომარაგების სისტემა ექნება.

ასევე, რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს პირველი ეტაპის მოსამზადებელი სამუშაოები, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის – “განახლებული რეგიონების” ფარგლებში. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მთავრობის მეთაურს სხდომაზე შუალედური ანგარიში წარუდგინა და აღნიშნა, რომ პირველი შედეგები უკვე სექტემბრის ბოლოს იქნება. პროგრამის ფარგლებში სრულად განახლდება, როგორც კულტურული და ისტორიული ძეგლები, ასევე რეკრეაციული სივრცეები.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved