“ვიპოვი რაღაც საშუალებას”. – ასე უპასუხა ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავარი არხის ხელმძღვანელის და ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას დასმულ კითხვას იმის შესახებ, განიხილავს თუ არა ის, რომ შესაძლოა საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში არ შემოუშვას.
“ჩემი აზრით, ვერ გაბედავენ, რომ რეისი არ შემოუშვან. რავიცი, ალბათ ვიპოვი რაღაც საშუალებას, მათ შორის, არსებობს სახმელეთო საზღვრებიც”. – თქვა სააკაშვილმა.
დღეს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნება კიდევ ერთხელ დააანონსა, თუმცა, როგორც თავად თქვა, კონკრეტულ თარიღს მოგვიანებით დაასახელებს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს არის დანიშნული.
საქართველოში დაბრუნების შესახებ მან განცხადება წარსულშიც არაერთხელ გააკეთა, თუმცა, ქვეყანაში შემოსვლა ჯერ არც ერთხელ უცდია.
„ფორმულანიუსი“
კომენტარები