• რეკლამა
  • კონტაქტი
18:16, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რაც შეეხება განზრახ მკვლელობას…” – შაქარაშვილის ბიძის სპეციალური მიმართვა

ალია ავტორი - ალია
18:57 07-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცულიო გარდაცვალება – გიორგი შაქარაშვილის ბიძა ვრცელ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებისთვის საინტერესო გარემოებებზე საუბრობს.

“ჩემო კეთილო ადამიანებო, ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ასეთი ფორმით მომართვისთვის, მაგრამ ყველაზე უფრო ტრაგიკულ მოვლენებსაც აქვს, რაღაც სტადიები, რომელიც გაიძულებს, იყო ადეკვატური. მასმედიის წარმომადგენლებს მინდა, ვთხოვო, გაითვალისწინონ ჩემი მდგომარეობა, ვინაიდან მათდამი დიდი მადლიერების გამო, უკვე ორი დღეა, ჩემი ნების საწინააღდეგოდ მიწევს გარკვეული აქტიურობა.


თქვენი დამსახურებით განვლილ 12 დღეში შესრულდა ორი უდიდესი ამოცანა: ვერ განხორციელდა ბავშვის ტრაგედიის გამოყენება მდარე მიზნებისთვის და შეიქმნა ყველაზე ეფექტური კონტროლის მექანიზმი, რომ არ მოდუნდეს სამართალდამცავი სისტემა და გაგრძელდეს თავდაუზოგავი შრომა გიორგის გარდაცვალების ფაქტის ზუსტი მიზეზების დასადგენად, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას.


მოცემულ ეტაპზე თქვენც კარგად ხვდებით, რომ ყველას ერთად გვიწევს ერთი და იგივე წრეზე ბრუნვა, ვინაიდან მთლიანად დამოკიდებული ვართ შემდგომ მოვლენებზე. უკვე უხერხულია, გაუმართლებელია, მომაბეზრებელია დაზარალებული ოჯახის მხრიდან ყველა მოსაზრების შეფასება და მათზე კომენტარის გაკეთება. მე პირადად ძალიან გამაღიზიანებდა ჩემს ადგილზე მყოფი ადამიანის ყურება და მოსმენა. იცით ჩემი გულწრფელი მადლიერება თქვენდამი და ისიც იცით, რომ როგორც კი რაიმე მნიშვნელოვან სიახლესთან გვექნება საქმე, მაშინვე ხელმისაწვდომი გახდება თქვენთვის, ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, დროებით ავიღოთ ტაიმაუტი, მომეცით საშუალება, მთლიანად გადავერთო ყველაზე მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე, რათა არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი, იმედია, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ოჯახზე მეტად ვერავინ განიცდის ამ საშინელებას.

P.S თქვენს მიერ დასმული კითხვებიდან გამომდინარე, საქმის სისხლის სამართლებივი კვალიფიკაციის საკითხი-ანუ რატომ არ მიმდინარეობს ძიება “თვითმკვლელობამდე მიყვანის ” ან “სიცოხლის გაუფრთხილებელი მოსპობით”, გახლავთ ყველაზე ხშირი და ყველაზე მოთხოვნადი.
თავს ვალდებულად ვთვლი კიდევ ერთხელ განგინარტოთ, რომ როდესაც ადამიანს ედავები თვითმკვლელობამდე მიყვანას, როგორც მინიმუმ უნდა ამტკიცებდე, რომ შენმა ოჯახის წევრმა თავი მოიკლა, რაც კატეგორიულად გამორიცხულია ოჯახის მხრიდან. თუმცა, ვინაიდან არსებობს ადამიანთა გარკვეული კატეგორია, რომელსაც არც ოჯახის აინტერესებს და არ მათი პოზიცია და საკითხს სვამენ არა კითხვის, არამედ რიტორიკული კითხვის ფორმით, იძულებული ვარ ავუხსნა, რომ “თვითმკვლელობამდე მიყვანის ” მუხლის ის ნაწილი, რომელზედაც საუბრობენ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.


ზუსტად ანალოგიურ დასჯადობას ითვალისწინებს “სიცოხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით”. იმ ადამიანებს, რომლებიც დაედევნენ გიორგის და რამაც გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება (როგორც არ უნდა ამსუბუქონ მათი ქმედება, ეს ფაქტი უტყუარად დადგენილია) ბრალდება წარდგენილი აქვთ ორი მუხლით, რომელთაგან ერთი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით, ხოლო მეორე შვიდიდან ათ წლამდე ვადით.
ამდენად, მიჩნდება კითხვა-რა უნდა მოვთხოვო გამოძიებას, რომ ათწლიანი დასჯადობიდან გადააკვალიფიცირონ 4 წლიან დასჯადობამდე?


რაც შეეხება განზრახ მკვლელობას, იმედია, აქ ყველაფერი გასაგებია, რატომ ვიკლავთ თავს ყველა გარემოების ბოლომდე გამოწვლილვით შესწავლით.
მადლობა კიდევ ერთხელ ყველას!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved