• რეკლამა
  • კონტაქტი
18:08, სამშაბათი, 21 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსეთმა მხოლოდ ერთხელ შექმნა ისეთი იარაღი, რომელიც არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს“ – რითი იმუქრება პუტინი

ალია ავტორი - ალია
21:41 05-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35,904

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.

– პუტინმა განაცხადა, რომ თუ დასავლეთის ქვეყნები არ შეწყვეტენ უკრაინის აქტიურ სამხედრო დახმარებას, სათანადო პასუხს მიიღებენ და ისეთ იარაღს გამოვიყენებთ, ჯერ მსოფლიოს რომ არ უნახავსო. რა აქვს ასეთი?

– არ გამიკვირდება, რუსეთს ჰქონდეს ისეთი იარაღი, რომელიც არც ერთ ქვეყანას არ გააჩნია. ყველაზე სწრაფი ზებგერითი ბალისტიკური  რაკეტები რუსეთს აქვს, მისი ერთ–ერთი სახეობა „კინჟალის“ რაკეტები უკრაინაშიც გამოიყენა, ივანო–ფრანკოვსკში იარაღის საწყობები დაბომბეს. „კინჟალზე“ უკეთესი აქვს „ცირკონი“ და  არა მგონია, ამით იმუქრებოდეს პუტინი, ეს უკვე ნახა მსოფლიომ. გამოჩნდება, როცა გამოიყენებენ. თუმცა, ერთი არ მესმის ამ პუტინის მუქარისა. რუსეთის  სამხედრო დაზვერვამ – გრუ–მ  ზეპირად იცის, რა შეიარაღება აქვს ამერიკას? გრუ–მ მოახერხა და  ამერიკის ყველა  ზესაიდუმლო იარაღის არსებობა იცის? ეს დაუჯერებელია და თუ რუსეთმა ის იარაღი გამოიყენა, რითიც პუტინი იმუქრება, არა მგონია, ამერიკა ვალში დარჩეს და არც იმას გამოვრიცხავ, იმ საიდუმლო იარაღზე უკეთესები, პუტინმა რომ იგულისხმა,  სხვა ქვეყნებსაც ჰქონდეთ. მერე, რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი 60 მილიარდი დოლარია, ამერიკისა 778 მილიარდი და ეს სხვაობა არაფერს ნიშნავს? თუ სამხედრო–სამრეწველო კომპლექსი აქვს რუსეთს ამერიკაზე ძლიერი ან სამხედრო სფეროს უკეთესი მეცნიერები ჰყავს? ყველა კომპონენტში ამერიკაა წინ. რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსეთმა მხოლოდ  ერთხელ შექმნა ისეთი იარაღი, რომელიც არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს დღემდე შეიარაღებაში, ეს ზებგერითი ბალისტიკური რაკეტები  და საკითხავია, ამერიკას რამდენი სახის ზესაიდუმლო იარაღი აქვს შექმნილი, რომელთა შესახებაც რუსეთმა არ იცის? ჰო, ზებგერითი ბალისტიკური რაკეტები, იმავე  ტიპისა და სისწრაფისა, რაც რუსეთს აქვს, ამერიკამაც გამოსცადა 2021 წელს და თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, 2023 წელს შეიარაღებაში ექნება. ეს უპირატესობა რუსეთისა ამით დაბალანსდება. არ ვიმარჩიელებ. ვნახოთ, რა იარაღს გამოიყენებს რუსეთი და რითი უპასუხებენ ამერიკა და ნატო.

რუსეთს ბევრი სადარდებელი აქვს, უკრაინის ომის გარდა. აგერ, 21–22 ივლისს, ესპანეთში გაიმართება ნატო–ს სესია, სადაც უნდა განიხილონ ფინეთისა და შვედეთის ნატო–ში გაწევრიანების საკითხი.  შესაძლოა, ამ სესიაზეც მიიღონ ორივე,  ისედაც დაჩარებული წესით აპირებენ მათ მიღებას. მერე, სად მიდის რუსეთი?  მეზობლად ნატო–ს  წევრ  ფინეთს მიიღებს. ფინეთთან 1 300 კილომეტრიანი საზღავრი აქვს და წარმოიდგინე, რამხელა სამხედრო ძალა და ტექნიკა დასჭირდება ამხელა საზღვრის კონტროლს. შვედეთი  ბალტიის ზღვაზე ეყოლება მეზობლად, ასევე ფინეთიც და საზღვაო  საზღვრის კონტროლიც საჭიროა. ამას კი ძალიან დიდი ფული დასჭირდება, რომელსაც აქამდე არ ხარჯავდა რუსეთი, რადგან ამ ქვეყნებისგან  მისთვის საფრთხე არ არსებობდა, ნეიტრალური ქვეყნები იყვნენ  და ნატო–ს წევრი ქვეყანა უკვე საფრთხეა რუსეთისთვის. სხვა გზა აღარ რჩება რუსეთს, უნდა დაიწოს გამალებული შეიარაღება, თან ისედაც მილიტრისტული ქვეყანაა და ამაზე უარს ვერ იტყვის. ამ გამალებულმა შეიარაღებამ დაღუპა საბჭოთა კავშირი და დაუცარიელა ხაზინა… ამ გაზით და ნავთობით რაც ფულს შოულობენ, შეიარაღებაში ჰყრიან. რუსეთი მიდის საბჭოთა კავშირის გზით და ამ გზის ბოლოს კარგი არაფერია.

– ბატონო სოსო, კვირაზე მეტია, რუსეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით ოცდაათამდე ობიექტზე გაჩნდა ხანძარი, დაიწვა სტრატეგიული ობიექტებიც. ბევრი ამბობს, რომ ეს უკრაინელი პარტიზანების დივერსიული აქტებია რუსეთის წინააღმდეგ და არც რუსეთში მცხოვრები სხვა ეროვნების მოქალაქეების მონაწილეობას გამორიცხავენ ამ აქტებში. თქვენ რა ვერსია გაქვთ?

– არც მაგას გამოვრიცხავ, შესაძლოა, რამდენიმე ხანძარი მართლა  უკრაინელების დივერსია იყო. თუმცა, რაც რუსეთ–უკრაინის საზღვარზე დაიწვა თუ აფეთქდა, ეს უკრაინის ჯარის გაკეთებულია. 30 კილომეტრიანი საზღვარი აქვთ და უკრაინას გადასცეს „ჰაუბიცები“, რომლებიც 60 კილომეტრზე აზიანებენ  მიზანს. არტილერისტებიც მოამზადეს პოლონეთში. ამ „ჰაუბიცებს“ ესვრიან უკრაინელები რუსეთის მოსაზღვრე რაიონებში იარაღის საწყობებს და საწვავის რეზერვუარებს. რა არის, იცი? რუსეთი ამ ომისთვის 2014 წლიდან ემზადება. შესაბამისად, ლოჯისტიკური თვალსაზრისით, უკრაინის საზღვართან ახლოს  განალაგა სამხედრო–სტრატეგიული დანიშნულების ობიექტები – იარაღისა და საწვავის საწყობები, ტექნიკის სარემონტო ქარხნები, ტყვია–წამლისა და სხვა და სხვა სახის ჭურვების საწყობები… დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა,  უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზე უნდა გადაიტანონ ომი და ეს სამართლიანი იქნებაო. უკრაინელებმა უკვე კარგად იციან, სად და რომელი სამხედრო ობიექტი მდებარეობს რუსებისა, მიადგნენ და დედა უტირეს ყველაფერს, რაც საზღვართან ახლოს არის. ვნახოთ, ხომ გითხარი, ამ 2–3 კვირაში გადაწყდება ყველაფერი. უკრაინელების სტრატეგიაა, შეტევებში დაასუსტონ რუსეთი და მერე, კონტრშეტევაზე გადავიდნენ. დღეში 10–15 შეტევას იგერიებენ უკრაინელები. ამერიკის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმაც ეს თქვა, უნდა დავასუსტოთ ამ შეტევებით რუსეთიო. ასეც მიდის საქმე. ხმელეთზე, პოზიციურ  ბრძოლებს ვერ იგებენ რუსები და ამიტომ გამალებით ბომბავენ ქალაქებს. შესაძლოა, ამას უკვე კარგად  ხედავს პუტინი და მისი მუქარაც რაღაც ახალი იარაღის შესახებ, ამის შეჩერების ერთგვარი მცდელობაც იყოს…

თეგები: ვლადიმერ პუტინისოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?
ახალი ამბები

25 აპრილი – დიდი ფასდაკლების დღე „არქი იასამნების“ პროექტზე: რატომ არის ეს საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობა?

15:08 04-21-2026
“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია
ახალი ამბები

“არქი”, #1 დეველოპერული საქართველოში, ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის ოქროს სპონსორია

13:55 04-21-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:21 04-21-2026
სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

08:00 04-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved