• რეკლამა
  • კონტაქტი
06:37, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რაც იყო, იყო” – რა გზას გვიხსნის უკრაინის ბრძოლა, ქართული “მონაკო”, თუ სხვა და ვინ შეიძლება დაიკავოს ემიგრანტების ადგილი? – პრეზიდენტი

ალია ავტორი - ალია
02:23 01-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
395

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი:

2022 წელი სრულდება. რაც იყო, იყო… არ გვინდა ახლა ჩავუღრმავდეთ. ეს წელი ყველაზე მძიმე იყო ჩვენი მეგობარი უკრაინელებისთვის და მათ შეძლეს და აჩვენეს მსოფლიოს, რას ნიშნავს თანადგომა, რას ნიშნავს ბოლომდე ბრძოლა საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის და ჩვენი ყველასი თავისუფლებისთვის, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის რას ნიშნავს ეს ბრძოლა და განვლილი აქვს ეს მძიმე გზა, ამიტომაც, ქართველმა ხალხმა გამოიჩინა უნახავი სოლიდარობა, ყველა შესაძლებლობით გამოუხატა თავის მეგობარ ქვეყანას,  რომ მის გვერდით ვდგავართ. ჩვენ ბრძოლაში არა ვართ, მაგრამ ვიზიარებთ იმ მომავალს, იმ პერსპექტივას, რომელსაც გვიხსნის დღეს უკრაინის ბრძოლა.

დღეს მსოფლიოში ორი კატეგორიის ადამიანები არიან, ვისაც სჯერა რომ სრულდება ერთი ეპოქა, რომ არაფერია მუდმივი გეოპოლიტოკაში და რომ დგება ახალი პერსპექტივა ყველასთვის,  რომ რუსეთი ბოლოს დაუბრუნდება თავის საზღვრებს და დასრულდება სხვა ქვეყნების ოკუპაცია. ეს არის ის პერსპექტივა,  რაც გაგვიხსნა უკრაინის ბრძოლამ და რისთვისაც ვართ უზომოდ მადლიერნი.

ეს წელი ასევე იყო დიდი ევროპული იმედების, ნაწილობრივი იმედგაცრუების, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ მივიღეთ ევროპული პერსპექტოვა, ის გეოგრაფიული კითხვის ნიშნები რაც არსებობდა საქართველის მიმართ ვართ თუ სრა ევროპაში – პერსპექტივა იმას ნიშნავს, რომ ყველა აღიარებს, რომ ვართ. ჩვენ მხოლოდ ის უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ქართული ღირებულებები, რაც არის ასევე ევროპული ღირებულებები,  ეს არის ის, რაც ჩვენ დღეს გვამოძრავებს. ამას თუ დავამტკიცებთ, იმ იმეფაცრუებასაც გადავლახავთ და 2023 წელი იქნება ნამდვილად ევროპის წელი.

მოდის ეს 2023 წელი და მე მინდა ყველას მოგილოცოთ, გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება, წარმატება, მინდა ეს ვუსურვო ყოველ ოჯახს საქართველოში, მინდა იყოთ წარმატებული,  რომ თქვენ ოჯახში შემოვიდეს მშვიდობა, ბედნიერება და ჯანმრთელობა ყველანაირი ფორმით დამკვიდრდეს.

მინდა ვუსურვო ახალგაზრდებს, რომ ეს იყოს მათი წელი, მათთვის არის ქართული, ევროპული მომავალი, მინდა ამ ქვეყანას აღარ ტოვებდეთ, პირიქით, ბრუნდებოდეთ,

მინდა მივმართო დიასპორას, ვუსურვო ბედნიერი წელი, დღეს, ალბათ, დრო არის დაბრუნების, ახალი ევროპული პერსპექტივა თქვენზეც არის დამოკიდებული,  თქვენ ხართ ისინი,  ვისაც შეუძლია ჩამოიტანოს აქა ის წესები, სტანდარტები რომელიც ესოდენ გვჭირდება. თქვენ უნდა ჩამოხვიდეთ აქა, არ უნდა დატოვოთ ქვეყანაში სიცარიელე, რომელიც სხვებისგან იქნება შევსებული.

მინდა 2023 წელი ვუსურვო დღეს ძალიან მძიმე პირობებში მყოფ ჩვენ მოქალაქეებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში, ძალიან მძიმე პირობებში, რამეთუ ომი მათთვის და მათზე ვრცელდება პირდაპირ თუ ირიბად. ჩვენ უნდა ვიდგეთ ჩვენ ადგილას და ჩვენ უნდა ვიდგეთ თქვენ ვვერდით, რათა დავიცვათ თქვენი იდენტობა, ენა და ჩვენი ერთად ყოფნა  მე არ ვიცი ეს მონაკო იქნება თუ სხვა რამე, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენ დღეს თქვენ უნდა გიადვილებდეთ ყოფას, თქვენზე უნდა ვრცელდებოდეს, გაძლევდეთ მოქალაქეობის საბუთებს ადვილად, რადგან თქვენ საქართველოდან შეძლოთ ევროპასთან დაახლოება.

მინდა ეს წელი მივულოცო პატრიარქს, რამოდენიმე დღეში ვოზეიმებთ მის დაბადების დღეს, მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის თქვენ ხართ ასევე იმედის მომცემი მომავალო წლისთვის და შემდეგ და შემდეგ

მინდა ყველას მივულოცო 2023 წელი და ვუსურვო ერთად, ერთიანობით, სოლიდარობით შევხვდეთ ამ ახალ წელს.

თეგები: სალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved