• რეკლამა
  • კონტაქტი
10:16, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რაც დღეს კობახიძემ იკადრა ამორალურობის პიკია – ტრი-ტრის ავტორები როგორ ბედავენ რამის თქმას” – სანაია

ალია ავტორი - ალია
21:28 03-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,576
ჟურნალისტი, ვახო სანაია:
“გახსოვთ, ნიკა გვარამიას რომ უთვალთვალებდნენ. ხელისუფლებამ მაინცდამაინც ის კადრები გაუგზავნა, სადაც ნიკას და სოფოს პატარა გოგონა ჩანდა. აი, ეს იყო ნამდვილი ტერორი. ვითომ იმის დამტკიცება სურდათ, იყენებდა თუ არა სოფო მანქანას. თითქოს ვინმე მალავდა, რომ იყენებდა. დიახ, იყენებდა და ამით არანაირ დანაშაულს არ ჩადიოდა. ამდენ ხანს უთვალთვალებდნენ და ვითომ არ ჰქონდათ კადრები, სადაც უბრალოდ მანქანა ან სოფო და მანქანა ჩანდა. ბავშვის ვიდეო რატომ გაუგზავნეს ? მამა ვარ და გული გამისკდა ეგ კადრი რომ ვნახე. წარმოვიდგინე შოკი, როცა ხელისუფლება გიგზავნის კადრებს, სადაც შენი ცოლ-შვილი მანქანიდან გადმოდის და ვიღაც ნაძირალა ასე ახლოსაა ჩასაფრებული. რა თქმა უნდა, ეს მუქარა და სიგნალი იყო – აი, შენს შვილებსაც კი ვუთვალთვალებთო.
ამის მკადრებელი ხელისუფლება, რომ საერთოდ როგორ იღებს ხმას !
ტრი-ტრის ავტორები საერთოდ როგორ ბედავენ რამის თქმას !
ბავშვებისთვის სატანისტების დამძახებლები როგორ ბედავენ ხმის ამოღებას !
● ახლა კობახიძეზე. ზოგადად ქართული ოცნების წარმომადგენლებს შვილები ხშირად დაჰყავთ საჯარო ღონისძიებებზე, სადაც ზუსტად იციან, რომ კამერები იქნება – ფეხბურთელებთან, კალათბურთელებთან, სადაც ვერასდროს ხვდებიან სხვისი შვილები. ამას უყურებენ ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობის ბავშვები. ბევრ მათგანს საჭმელიც კი არა აქვს. ასე მოქცევა ხელისუფლების არჩევანია. ჩემი აზრით, ცუდ საქმეს უკეთებენ ამით, მაგრამ ამის განხილვას ამ სტატუსში არ შევუდგები.
უბრალოდ, რაც დღეს კობახიძემ იკადრა ამორალურობის პიკია. ტელევიზიას აბრალებს იმას, რაც არ ყოფილა. მისი შვილის შორიდან გადაღებული წამიერი კადრი იყო დაფარული, საერთოდ არ ჩანდა სახე.
ამის შემდეგ ადგა და თავად ატვირთა ფეისბუქზე თავისი ბავშვის ფოტო. ანუ შვილი გამოიყენა თავისი ტყუილისთვის. ამაზე ამორალური რა უნდა იყოს.
ზოგადად, როცა ბავშვებთან დაკავშირებით რაიმე სტანდარტი ოდესმე სადმე დარღვეულა, ერთ-ერთი პირველი ვარ, როცა ამას ვგმობ. ვის ბავშვსაც არ უნდა ეხებოდეს და რომელ ტელევიზიაშიც არ უნდა გავიდეს, მაგრამ რასაც კობახიძე აბრალებს არხს, არის მტკნარი სიცრუე, რაც მისთვის დამახასიათებელია, მაგრამ ამას თუ იკადრებდა, რომ თავისი შვილის ფოტო თავადვე გამოექვეყნებინა ფეისბუქზე, როგორ წარმოვიდგენდი.
●
აქვე ჩემს ძველ სტატუსსაც დავაშეარებ, თუ რაზეა წამსვლელი ეს კაცი. არა აქვს არანაირი ზნეობა, მორალი და მუხრუჭი.
აი, ეს ძველი სტატუსიც.
უბრალოდ, წარმოვიდგინოთ, რაზეა წამსვლელი ხელისუფლება, რომელიც კადრულობს და დედას აბრალებს, შვილს კლავსო; ძმას აბრალებს, რომ ძმის სიკვდილს ნატრობს. ამის მთქმელს ყველაფრის კადრება შეუძლია, ყველაფერს გადააბიჭებს. და ეს სინამდვილეში ივანიშვილის სიტყვებია, რომელსაც მისი დასაქოქი თოჯინა უბრალოდ ახმოვანებს. არის რამე, რასაც არ გააკეთებს ეს ხელისუფლება – მე ასეთი საკითხი არ მეგულება. ეს ზნეობრივი დაცემის უკიდურესი გამოვლინებაა და ფიქრობენ, რომ ხალხის გახრწნაც ისევე შეუძლიათ, როგორც თავად არიან გახრწნილი.
●
ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე :
კორუმპირებული, ღირსებისგან დაცლილი ოჯახია, მათგან არ გვიკვირს, რომ საკუთარ შვილსა და ძმასთან არ მიაქვთ სათანადო კალორაჟის საკვები – მიაქვთ შეგნებულად ცივი მჭადი, რომ უგემური იყოს და ბევრი არ მოუვიდეს.”
თეგები: ვახო სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved