• რეკლამა
  • კონტაქტი
20:45, ხუთშაბათი, 26 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რაც ჩვენ იმ დღეს გადავიტანეთ, ალბათ საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდება იმის გასააზრებლად და ემოციურად გადასამუშავებლად” – რა მოხდა ქუთაისი-ბერლინის რეისზე

ალია ავტორი - ალია
19:59 11-26-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
108

სოციალურ ქსელში, ნანა ბუკი, წერს:

ჩემო ძვირფასებო,

იმდენი შეტყობინება მომდის პირადში, რომ ჯერ კიდევ არ მაქვს იმის ძალა, თითოეულ თქვენგანს ინდივიდუალურად ვუპასუხო.
დიახ, მეც იმ თვითმფრინავში ვიჯექი, რომელიც 24 ნოემბერს ქუთაისიდან ბერლინის მიმართულებით მიფრინავდა. რაც ჩვენ იმ დღეს გადავიტანეთ, ალბათ თითოეულ ჩვენგანს საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდება იმის გასააზრებლად და ემოციურად გადასამუშავებლად.

ქუთაისიდან აფრენის პროცესი თავიდანვე საკმაოდ რთული იყო. ძლიერი ქარისა და ტურბულენტობის ფონზე ერთ-ერთი ქალბატონი ძალიან ცუდად გახდა. გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც შედარებით მშვიდად ვაგრძელებდით ფრენას, პილოტმა გამოაცხადა, რომ უკან ვბრუნდებოდით.

არ ვიცი, ვის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, კვლავ იმ მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში დავბრუნებულიყავით, საიდანაც უკვე გამოსული ვიყავით. თუმცა ის, რაც უკან დაბრუნებისას და ქუთაისში დაშვების მცდელობის დროს გადავიტანეთ, მართლაც ენით აღუწერელი იყო. იყო ტირილი, შიშით გამოწვეული შეძახილები და უმწეობის განცდა. იმ წუთებში თითოეული ჩვენგანი საკუთარ სიცოცხლესა და საყვარელ ადამიანებზე ფიქრობდა.

საბედნიეროდ, პილოტმა ქუთაისში დაშვების შეუძლებლობის შემდეგ თვითმფრინავის უსაფრთხოდ დაშვება თბილისში შეძლო. თბილისიდან კვლავ ქუთაისში მოგვიწია დაბრუნება და მხოლოდ მეორე დღეს, დაგვიანებით, როგორც იქნა, ბერლინში ჩამოვედით.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბორტგამცილებლებს, რომლებმაც ამ უმძიმეს წუთებში პროფესიონალიზმი და საოცარი სიმშვიდე გამოიჩინეს. ისინი თავადაც იმავე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, თუმცა ცდილობდნენ, თითოეული ჩვენგანისთვის სიმშვიდე და უსაფრთხოების განცდა შეენარჩუნებინათ. მადლობა პილოტს, რომელმაც ასეთ რთულ პირობებში ჩვენი უსაფრთხოდ დაშვება შეძლო.

მადლობა უფალს, რომ დღეს ჩემს შვილებთან, ჩემს ოჯახთან ვარ. ალბათ არასოდეს დამავიწყდება ის განცდა, როდესაც ბერლინში დაშვების შემდეგ გავაცნობიერე, რომ სახლში მშვიდობიანად დავბრუნდი.

ჯერ კიდევ მჭირდება დრო იმის გადასამუშავებლად, რაც იმ დღეს განვიცადე. ასეთი წუთები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად ძვირფასია სიცოცხლე და რამდენად დიდი ბედნიერებაა საყვარელ ადამიანებთან დაბრუნება.

მადლობა, ჩემო ძვირფასებო, თითოეული შეტყობინებისთვის, ყურადღებისთვის, სითბოსა და გულშემატკივრობისთვის.

მიყვარხართ და ღმერთმა ყველა მშვიდობით გამყოფოთ!.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:59 11-26-2026
სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის
ახალი ამბები

სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის

12:36 11-26-2026
სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია
ახალი ამბები

სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია

17:32 11-25-2026
თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა
ახალი ამბები

თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა

16:22 11-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved