• რეკლამა
  • კონტაქტი
23:42, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რაც ჩაგიდეთ, გეყოფათო იმან…” – ნინი გოგაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:35 10-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
369

სუს–ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ქალიშვილი, ნინი გოგაშვილი, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:

“ორდღიანი სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზა გუშინ დასრულდა ჩვენთან ვარაზის ქუჩაზე, რომელიც თეთრი კარკასის მდგომარეობით შეიძინეს რამდენიმე წლის წინ და ეტაპობრივად გარემონტდა.
სუსის თანამშრომლებს ამჯერად ფიზიკური შეურაცხყოფა აღარ მოუყენებიათ, იარაღები აღარ ჩაუდიათ, რაც ჩაგიდეთ, გეყოფათო იმან და არც აგრესიულად გვექცეოდნენ, 16-ში რაც გაგიკეთეთ, ჯერჯერობით გეყოფათო იმან. ამჯერად გადაწყვიტეს, როგორც ადამიანს, ისე მოგვქცეოდნენ და არა როგორც ცხოველებს.
დღეს, სუსის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილს მაგიდაზე განთავსდება მნიშვნელოვანი ფურცლები, სადაც იგი წაიკითხავს, თუ რამდენი შტეფცელია სოსო გოგაშვილის სახლში, რამდენი ჭაღი, ონკანი, უნიტაზი, კიბის საფეხური, ტრაპი და როგორი შპალერია გაკრული ბავშვის ოთახში, ასევე იგი იხილავს ფოტოებს, სადაც გამოჩნდება მამას საძინებელი, რა დროსაც ლილუაშვილი იხმობს ღამბაშიძეს და ჩუმად ჩასჩურჩულებს ყურში: გიორგი, ხო ნამდვილად აქ ჩადეთ მაშინ იარაღები? რაზეც გიორგი სწრაფად, ჩუმად და ამაყად თავს დაუქნევს. შემდეგ ნახავს ეზოს ფოტოებსაც და კიდე გახედავს გიორგის და ეტყვის: – ხო ნამდვილად აქ დააგდეთ და დააკავეთ სოსო თავის შვილთან ერთად და აქ ურტყით წიხლები? რაზეც უფრო ამაყად დაუქნევს თავს სუსის გენინსპექციის უფროსის მოადგილე, ჩვენი ვაჟკაცი ღამბაშიძე. ბოლოში გრიგოლი დასძენს: გიორგი, იცოდე ამის მერე სპეცოპერაციის დროს ესპრესო და ამერიკანო აღარ გამაგონო, მოითმინეხოლმე.
❗️ექსპერტიზა ჩატარდება დეიდაჩემის, მამაჩემის დაცვის, ჩემი და დედაჩემის სახლშიც.
ერთი სული მაქვს, ჩემს 2 ოთახიან სახლში როდის გადაუღებენ ფოტოებს აგლეჯილ იატაკს, გატეხილ კარადებს, გაბზარულ ნიჟარას და იმედია საქართველოს ყველაზე მოუკერძოებელი ტელეკომპანია ,,იმედი”ექსკლუზიურად გამოაქვეყნებს ჩემი ,,ლაქშერი” სახლის ფოტოებს ??“
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
თეგები: ნინი გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved