“დროას” დაკავებული ლიდერი, ელენე ხოშტარია “ოცნების” სარჩელს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, ციხიდან ეხმაურება:
ამ ხელისუფლების მიერ პარტიების აკრძალვა ისევე უკანონოა, როგორც მთლიანად ეს არალეგიტიმური, რუსული ხელისუფლება. დღეს რაც ბიძინას მონა პაპუაშვილმა ილაპარაკა, როგორც გადაწერა საქართველოს თანამედროვე ისტორია, არის რუსების მიერ შეთხზული და მოგონილი მათი კოლონიის ისტორია.
საქართველო რუსეთის კოლონია არასდროს, არასდროს გახდება. ხოლო ეს თანამედროვე ორჯონიკიძეები კი არასდროს, არასდროს დაგვავიწყდება!
ბოლომდე!
რუსთავის ქალთა ციხე
28/10/2025














კომენტარები