• რეკლამა
  • კონტაქტი
02:47, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

ალია ავტორი - ალია
01:01 02-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, არჩილ გამზარდია,

ეს სტატუსი 2023 წელს დავწერე და პრაქტიკულად, სულ სიტყვა-სიტყვით ხდება:

“ხელისუფლებამ მოასუფთავებინა ველი ალტ ინფოს, პატრიოტთა ალიანსს და მსგავს პარტიებს ცრუ პატრიოტული განწყობების და ფსევდოსუვერენულობის ილუზიების შესაქმნელად, შემდეგ შექმნა ე.წ. ხალხის ძალა, ძალიან დიდი ალბათობით პირადი შანტაჟების ხერხით, ოპოზიციური ველის “მოსუფთავების” შემდეგ ხელისუფლების ამოცანები ასე შეიძლება კლასიფიცირდეს:

პირველი ეტაპი – ახდენს ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის იდეის დისკრედიტაციას, პარტნიორების და მათი წარმომადგენლების დისკრედიტაციას ვითომდა სუვერენულობის დაცვის მიზნით.

მეორე ეტაპი – უკვე შექმნილი ნეგატივით მასცნობიერებაში, პრაქტიკულად გაანადგუროს არასახელისუფლებო სამოქალაქო ორგანიზაციები, როგორც გავლენის არასახელისუფლებო სივრცეები.

მესამე ეტაპი – ძალიან დიდი ალბათობით, ეს ეტაპი იქნება გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. დისკრედიტაციით ხერხით, არასახელისუფლებო მედიისა და სამოქალაქო აქტივიზმის წინააღმდეგ გაჩნდება კანონები “შეურაცხყოფის”, “ცილისწამების”, “დაუდასტურებელი ინფორმაციის როგორც ცრუ ინფორმაციის” და ა.შ. მომიზეზებით. ამ ნაწილში უკვე განთავისუფლდება ველი არასამთავრობო სექტორის შემდეგ, არასახელისუფლებო მედიისა და სამოქალაქო აქტივიზმისაგან.

მეოთხე ეტაპზე – მას შემდეგ, რაც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ცენტრები აღარ იარსებებს ან გამარგინალდება, რაც პარტნიორი სახელმწიფოების ზეგავლენა დემოკრატიის გასაძლიერებლად დავა მინიმუმამდე, დაიწყება ინდივიდების, ცალკეული თავისუფალი ადამიანების რეპრესირება და თან კანონისმიერი დევნა, რისთვისაც ცალკე მარეპრესირებელი საკანონმდებლო აქტები შემუშავდება.

საერთო ჯამში, აღარ დარჩება არანაირი სივრცე, რომელსაც ხელისუფლება არ აკონტროლებს, სრული ავტორიტარიზმისა და დიქტატის პირობები გადაიზრდება სრულ ტოტალიტარიზმში.

ჩემი წარმოდგენით და არც თუ ზედაპირული დაკვირვებით, ეს არის სახელისუფლებო ამოცანები, რომელსაც, ვუყურებ რა პოლიტიკურ, მედია და საზოგადოებრივ გარემოს, არასახელისუფლებო სივრცის ფუნდამენტურ შეცდომებს, ხელისუფლება თავის ზრახვებს, ასეთ რეჟიმში წარმატებით შეასრულებს.

თუ გვსურს ამისგან თავის არიდება, მეტი თავისუფლება და მეტი კეთილდღეობა, ძირეულად უნდა შევცვალოთ ხელისუფლების მავნებლობასთან ოპონირების სტრატეგიაც და შინაარსიც.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved