ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
ჩავიდა ზოგიერთი უმეცარი, გაუნათლებელი, ბრიყვი ევროპაში და იქიდან ბღავის: დედა, დედიკონა, ეს რა ვნახე, როგორი ცხოვრებაა ესპანეთში, ბელგიაში, იტალიაში… თანაც მოთქმით ლანძღავს, აგინებს და წყევლის იმ ადგილს სადაც დაიბადა და გაიზარდა.
დიახ, გაიზარდა და სამწუხაროდ ვერ აღიზარდა, ვერ აღზარდეს.
რატომაა ევროპაში კარგი ცხოვრება?
ელემენტარულია კოლექტიურო უწიგნურო ლომჯარიებო. დამისახელეთ დასავლეთ ევროპის თუნდაც ერთი ქვეყანა, რომელსაც წარსულში და ახლაც კოლონიები არ ჰქონდა და არ აქვს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში…
პატარები მაქვს მხედველობაში, თორემ დიდ ბრიტანეთზე, ესპანეთზე, პორტუგალიაზე არაფერს ვამბობ…
მოიგონეთ ბელგიელებმა, ფრანგებმა… რა საშინელებები აკეთეს ინდოჩინეთში, აფრიკაში. აგერ 1960-იან წლებში იყო ეს…
ინგლისელთა ქმედებები შეისწავლეთ მხოლოდ ინდოეთში, აფრიკაზე აღარაფერს ვამბობ…
რას სჩადიოდნენ ესპანელები ლათინურ ამერიკაში …
კოლექტიურმა ევროპელებმა ამერიკაში. ინდიელი წითელ წიგნში შესატანადაც კი არ დატოვეს….
გაიხსენეთ ან ისწავლეთ გეოპოლიტიკის გამო ჩვენ მე-15 საუკუნის შემდეგ რა ვიყავით. გაიხსენეთ თუმცა რაც არ იცით როგორ გაიხსენებთ;
შეისწავლეთ ვინ ჩაგვიკეტა სრულიად შავი ზღვა 1475 წელს;
გაიხსენეთ თუ არ იცით შეისწავლეთ, როგორ გვწეწდნენ გეოპოლიტიკის გამო სხვადასხვა იმპერიები ბოლო 500 წლის მანძილზე;
გაიხსენეთ ორმა უბოროტესმა იმპერიამ, როგორ გადაინაწილა 1555 წლის ამასიის ზავით ეს პატარა საქართველო;
გაიხსენეთ როგორ რა ძალებით და რა მიზნებით შემოვიდა 1801 წელს “ნაკლები ბოროტება”. დიახ აბსოლუტურად სწორია ტერმინი “ნაკლები ბოროტება”. რომელმაც გაგვიუქმა სახელმწიფოებრიობა(თუ დამპყრობლად ვაღიარებთ. რატომ სთხოვთ დამპყრობელს სხვანაირად მოგვქცეოდა?);
გაიხსენეთ, როგორ გავერთიანდით ამ “ნაკლები ბოროტების” იმპერიის ფარგლებში მსისი ნებისაგან დამოუკიდებლად და დავიბრუნეთ დაკარგული მიწები ურჯულოებისაგან;
გაიხსენეთ, როგორ დაგვეცა “ნაკლები ბოროტების” იმპერიის დროს თავში დამოუკიდებლობა და როგორ დავკარგეთ ევროპელი და ჩრდილოელი იმპერიალისტების გარიგების გამო ეს დამოუკიდებლობა:
გაიხსენეთ სამოცდაათწლიანი მშვიდობა, მოდერნიზებული დღემდე შეუსწავლელი იმპერიის ფარგლებში, სადაც საქართველოს ჰქონდა შეზღუდული სახელმწიფოებრიობის ნიშნები.
გაიხსენეთ ამ 70 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები სოციალურ-კულტურულ სფეროში, რაც XII-XIII სს. შემდეგ არასდროს არ ჰქონია საქართველოს;
გაიხსენეთ ვისზე ნაკლები ვიყავით ისტორიისათვის უმოკლეს 70 წლიანი შეზღუდული სახელმწიფოებრიობის პერიოდში მიუხედავად ჩევენი რაოდენობრივი სიმცირისა:
ესპანეთზე, ბელგიაზე, გერმანიაზე, საფრანგეთზე …. კულტურით, სპორტით, ხელოვნებით თუ სოციალური ცხოვრების დონით;
შეიცვალა გეოპოლიტიკური ვითარება. ისევ დაგვეცა დამოუკიდებლობა, მაგრამ ისევ იმ იმპერიალისტების, კომპრადორული, გადაგვარებული, ხალხის, სამშობლოს მოძულე და მხოლოდ გამდიდრებაზე მეოცნებე, ამისათვის ყველაფრის მათ შორის საკუთარი სინდის-ნამუსის გამყიდველი, უსამშობლო კომუნისტური ნომეკლატურის მეშვეობით და ხალხის ანუ თითოეული ჩვენთაგანის ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების შედეგად დავკარგეთ ტერიტორიები, დავანგრიეთ ეკონომიკა და იავარვქმენით დემოგრაფია…
ამით განუზომლად ისარგებლეს იგივე ოკეანისგამოღმელმა და ოკეანისგაღმელმა სხვადასხვა ჯურის კოლონისტ-იმპერიალისტებმა, რომელთა მარწუხებშიც ვართ(არა მარტო ჩვენ….) დღესაც მოქცეული. ვცდილობთ გაქცევას, მაგრამ არ გვიშვებენ იმ კოლექტიური გალიიდან, რომელშიც ერთ დროს აფრიკელი ბავშვები ჰყავდათ ჩამწყვდეული და ახლა საიდანაც მათ დიდებას, დითირამბეებს უბღავიან საყაენოში თავისი ფეხით ჩასული და გალიაში თავისი ნებით შესული აქ დაბადებული ვერაღზრდილი უსამშობლო ქაჯები.











კომენტარები