• რეკლამა
  • კონტაქტი
00:49, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„რატომაა დღეს სახლში ჯდომა მკვლელობაში თანამონაწილეობა” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:52 11-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

ზურა ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“10 პუნქტი, თუ რატომაა დღეს სახლში ჯდომა მკვლელობაში თანამონაწილეობა. 
1. რეჟიმს სააკაშვილის გატეხა უნდა. რეჟიმს უნდა, სააკაშვილმა შიმშილობა რეალურ საავადმყოფოში გადაყვანის გარეშე შეწყვიტოს, რომ პროპაგანდა ისევ გადააწყოს მესიჯზე „აი, მშიშარა, აი, სიკვდილის შეეშინდა“. ამ პროპაგანდით ის დაუბრუნდება იმ მესიჯსაც, რომ სააკაშვილს რეალურად არც არასოდეს უშიმშილია და ეს ტყუილი იყო. 
2. სინდისის მქონე ყოველი მოქალაქის დღეს სახლში ჯდომა ნიშნავს, გადაწყვეტილების მთელი ტვირთი 44 დღით ნაშიმშილებ, ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ მყოფ ადამიანს აკიდო. ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილი დააყენო არჩევანის წინაშე – ან მოკვდი, ან დანებდი რეჟიმს. 
3. რეჟიმისთვის სააკაშვილის გატეხა ან სიკვდილი საშუალებაა 2020 და 2021 წლების მიტაცებული არჩევნების შედეგად წარმოქმნილი საპროტესტო ტალღის ჩასაქრობად. ეს თუ მოახერხა, ათწლეულები (არ ვაჭარბებ, ათწლეულები) ვიქნებით რუსეთის უკანა ეზო – ღატაკი და დამცირებული, მორალისგან დაცლილი და ცინიზმით სავსე ადამიანი-ზომბებით დასახლებული ტერიტორია.
4. რეჟიმი ნელა, მაგრამ მაინც გამოდის წონასწორობიდან. “საზოგადოებას მობეზრდა მუდმივი დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის და ჩვენ უზრუნველვყოფთ დღის წესრიგის რადიკალურ ცვლილებას ქვეყანაში,” – ესაა სამთავრობო მესიჯი კობახიძის პირით. ანუ დღევანდელი მდგომარეობა აწუხებთ და გვიწვევენ, რომ შეტევაზე გადმოვიდნენ. 
5. მძევალი სააკაშვილის მიმართ ღირსების შემლახავი, არაადამიანური მოპყრობითა და მისი სიცოცხლის რისკთან “რუსული რულეტკით” თამაშით რეჟიმს საპროტესტო მოძრაობის დღევანდელი მონაწილეების წონასწორობიდან გამოყვანა უნდა იქამდე, ვიდრე ქუჩაში მორალშერჩენილი ყველა მოქალაქე გამოვა. წონასწორობიდან გამოყვანა კი იმიტომ უნდა, რომ დარბევები, მასობრივი დაჭერები, ძალადობა და ძალადობრივი რეპრესია გაამართლოს. ასე ფიქრობს იგი საპროტესტო ტალღის ჩახშობას.
6. სააკაშვილის მდგომარეობის გადახარშვა გონებით და გაძლება ემოციურად ურთულესი საქმეა, მაგრამ ამან წინასწორობა არ უნდა დაგვაკარგინოს. თუ წონასწორობა დავკარგეთ, სააკაშვილიც განწირულია და ქვეყანაც. უნდა შევინარჩუნოთ სიბრაზე, მაგრამ ემოცია გონებას უნდა დავუმორჩილოთ.
7. ივანიშვილი ყოველთვის თვლიდა ერთ რამეზე: მისი მოწინააღმდეგეები ვერ იმოქმედებენ შეწყობილად, შეთანხმებულად და დისციპლინით (კლასიკური “პატიმრის დილემა” – კომენტარში ჩავაგდებ ახსნას). ოპოზიციის ერთიანობამ ადგილობრივ არჩევნებზე პირველად გააცუდა ივანიშვილის გათვლა. ახლაც ასე უნდა დავუპირისპირდეთ.
8. ოღონდ ახლა მხოლოდ პარტიული რესურსი ამას ვერ უშველის. განვლილ კვირაში ოპოზიციამ ორგანიზებული პროტესტის კარგი მაგალითები გვიჩვენა, მაგრამ ახლა პროტესტის მასშტაბის გაზრდაა საჭირო. თუ ზედიზედ რამდენიმე დღე მორალშერჩენილი ყველა მოქალაქე სახლიდან გამოვალთ და ქუჩში დავდგებით, რეჟიმი გატყდება უცებ.
9. ნუ ელოდებით, რომ მხოლოდ მაშინ უნდა გახვიდეთ აქციაზე, როდესაც გარდატეხა ახლოსაა. პირიქით შეხედეთ: სანამ თქვენ არ გახვალთ, სანამ ყველა სინდისიერი მოქალაქე არ გავა, გარდატეხა არ მოხდება.
10.  ამიტომ თუ ჯანმრთელობა საშუალებას გაძლევს და მომდევნო დღეებში ერთ აქციაზე მაინც არ გახვალ, მკვლელობაში მონაწილეობ. ქვეყნის და საკუთარი მომავლის, საკუთარი შვილების მომავლის მკვლელობაში.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved