• რეკლამა
  • კონტაქტი
08:22, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ ვერ გაუბედეთ გენერალურ პროკურატურას, როცა გაუბედეთ სახელმწიფო ინსპექტორს?!“ – ლონდა თოლორაია უმრავლესობას

ალია ავტორი - ალია
14:53 12-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

უმრავლესობის დეპუტატებს სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საპროცედურო საკითხთა და წესების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე, სადაც სამსახურის გაუქმების შესახებ ახალ კანონპროექტზე მსჯელობენ, მიმართა და თქვა:

„ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა მუხლები, რომელიც ემატება ამ ქვემდებარეობის საკითხებს. მაინტერესებს, სტატისტიკას თუ ფლობთ რამდენ შემთხვევაში იყო ეს მუხლები ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, იმიტომ, რომ თქვენ ამის პრეცედენტებს ვერ ნახავთ.

მე ძალიან კარგად ვიცი, რისთვის არის ეს მუხლები ამ კანონში ჩადებული.

გენერალური პროკურორის ანგარიშსაც ჩახედეთ, რამდენ ასეთ მუხლს ნახავთ სამოხელეო დანაშაულის კონტექსტში. ამიტომ ეს მუხლები არის თვალის ახვევის მცდელობა, თითქოს რეფორმას ვატარებთ, რაც ასე არ არის. დარწმუნებული ვარ, სისხლის სამართლის სპეციალისტები არსებობენ პარლამენტში და ძალიან კარგად იციან, ამ მუხლების უკან რომ რეალურად ახალი დანაშაულები რომ არ დგას.

თუ ეს მუხლი ქმედითია, რატომ ვერ გაუბედეთ გენერალურ პროკურატურას, რომ პროკურორებიც მოგეცვათ და პროკურორების მხრიდან ჩადენილი დანაშაულებიც გამოეძიებინა ამ სამსახურს, როცა გაუბედეთ სახელმწიფო ინსპექტორს ის, რომ 288 გვერდი კანონპროექტი დაწერთ ისე, რომ ერთი შეკითხვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის არ დაგისვამთ – ლონდა, ასე ვაკეთებთ, კარგად ვაკეთებთ თუ ცუდად? იქნებ ტაშს ვუკრავდით ამ კანონპროექტს? ძალიან მაინტერესებს, რატომ ჩაითვალა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური თქვენთვის ისე უმნიშვნელოდ, რომ არცერთი შეკითხვა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით არ დაგისვამთ?!“

თეგები: ლონდა თოლორაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved