• რეკლამა
  • კონტაქტი
18:12, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ ვერ აკეთებენ ამას სხვა სუპერვარსკვლავები?” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
13:40 05-07-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,226

ყოფილი პარლამენტარი, რომან გოცირიძე:

სულ მცირე, მომავალი ათი წელიწადი გარემარბებისათვის აუცილებელი მოთხოვნა იქნება ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი თამაშიო, ამბობენ უცხოელი სპეციალისტები. იგულისხმება როგორც თავდასხმაში, ასევე ნახევარდაცვაში და დაცვაში უკანდახეული თამაში. რატომ ვერ აკეთებენ ამას სხვა სუპერვარსკვლავები? იმიტომ, რომ უჭირთ. არაა მხოლოდ ეგოში საქმე, რომელსაც ხშირად მიაწერენ მბაპეს, ნეიმარს ან ვინისიუსს.
ლუის ენრიკემ ასწავლოაო. რა, რუსეთში სიომინმა ან სლუცკიმ არ იცოდა, დაცვაშიც რომ უნდა თამაშობდეს თავდამსხმელი? იტალიალი სპეციალისტები ნაწყენები არიან-არაა სწორი რომ ლუის ენრიკემ ასწავლაო, სპალეტიმ ნაპოლიში დააწყებინა ასე თამაშიო.
ყველა სწორია.
ბევრჯერ გვინახია, როგორ უყვიროდა სპალეტი ხვიჩას, რომ უკან ჩამოსულიყო. ხან აკეთებდა ამას და ხან ვერა. როცა უკან ბევრს მუშაობდა, დაღლილს წინ ნაკლებად გამოსდიოდა დრიბლინგები. თამაშის ბოლოსკენ შეცვლაც უწევდა. მაშინ სპალეტის აკრიტიკებდნენ იტალიელები-შეეშვი ამ ბიჭს, რაც მაგრად გამოსდის, ის აკეთოს, ნუ ქანცავ აღმა-დაღმა სირბილით, იკარგება შეტევაში მისი მარგი ქმედების კოეფიციენტიო. არა და სპალეტიც სწორი იყო.
დღეს ხვიჩა უკვე უნივერსალი გარემარბის ეტალონია. რა მოხდა ამ წელიწადნახევარზე ნაკლები დროის განმავლობაში? ის, რომ ფიზიკურად ძალიან მოუმატა. არაა ის სიფრიფანა პატარა ბიჭი, რომელიც გვინახავს. თანაც იშვიათად ტრავმიანობს და ტრავმიდანაც ნაკლები დაზიანებით გამოდის. ეს სპეცვარჯიშების, დისციპლინისა და დაუღალავი შრომის შედეგია. ტრამვისადმი მიდრეკილება ნიშნავს იმას, რომ რაღაც დააკელი ორგანიზმს.
რაში მოუმატა კიდევ, რაშია ლუის ენრიკეს განსაკუთრებული დამსახურება? გუნდურობაში, რაციონალიზმში, ეფექტზე გათვლილი თამაშის შემცირებაში, დრიბლიგების ნაკლებ მცდელობაში. თუ ნაპოლიში ყოფნისას წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით ხვიჩა ერთ-ერთი პირველი იყო მსოფლიოში, ახლა საშუალო სტატისტიკას უჩვენებს. რატომ? იმიტომ, რომ ყოველი დაკარგული ბურთი წინ წასული მთელი გუნდის თავქუდმოგლეჯილ უკან გამოქცევას ნიშნავს. ეს აფუჭებს რიტმს და სათამაშო სქემას. პსჟ სხვანაირია გუნდია. პოზიციურად შემოერტყმება მოწინააღმდეგის საჯარიმოს მისადგომებს და ელოდება თავის შანსს. ისეთი ტექნიკურები არიან, რომ ადრე თუ გვიან ეს შანსი გამოჩნდება. არაა საჭირო ერთი-ერთზე ხშირი, გამწვავებებით თამაში.
მოკლედ, გუშინ ხვიჩამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ როგორ სწრაფად იზრდება და მსოფლიო დონეს აღწევს. ეფექტურობისა და ეფექტიანობის ნიმუში ხდება.
როგორც ნეაპოლი აამღერა ქართულად, ახლა პარიზიც მღერის. ეს საქართველოს ცნობადობის უბრალოდ ამაღლება კი არ არის, ეს დადებითი, სახალხო ცნობადობაა, კულტურულ-პოლიტიკური ფაქტორია, რომელიც ქვეყანაზე მუშაობს.
აკეთებს ეს ბიჭი თავის საქმეს პირდაპირ და ჩვენს, ყველას საქმეს ირიბად. გუშინ კი კიდევ ერთხელ მოგვანიჭა სიამოვნება და სიამაყეც განგვაცდევინა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved