– ნიკა კაცია: დედა, მიყვარხარ
– მარინა აფციაური: დედას იმედო– ნიკა კაცია: ეს არის რუსული რეჟიმი, ასე გამოიყურება როცა უდანაშაულო შვილი ვერ ხვდება დედას.
– კაცია: რატომ უნდა მომცეთ შენიშვნა, დედაჩემს მიყვარხარ-მეთქი რომ ვეუბნები? დედა არ გყავთ? ისედაც გავიგეთ თქვენი მხრიდან აგრესია და დედასთან კომუნიკაცია პირველად ხდება მინის გარეშე…
– მოსამართლე: შეიკავეთ თავი– კაცია: თავი შეკავებული მაქვს. ჰუმანურობა ელემენტარული უნდა გაგაჩნდეთ, არაადამიანობა უკვე საკმარისად გაქვთ გამოვლენილი. ნუ მიწევთ წარბებს, არ მეშინია არც თქვენი და არც თქვენნაირი ათასი რომ იჯდეს მანდ…
– მოსამართლე: ეს ყველაფერი არის სასამართლოს უპატივცემულობა, გაძლევთ შენიშვნას…
როგორ დააკავეს ნიკა კაცია და რა მოხდა საბედისწერო ღამეს? – ტელეკამერებისთვის ჩაკეტილ სასამართლოში დღეს ჩვენება სინდისის პატიმრის დედამ მისცა. მარინა აფციაურმა თქვა, რომ ვიდრე ნიკა კაციას დააკავებდნენ, მთელი დღის განმავლობაში მათ სახლთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები პატრულირებდნენ.
კაცია იმ დროს დააკავეს, როცა პირდაპირ ეთერში ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და “ტვ პირველის” ოპერატორს გიორგი შეწირულს ნიღბიანი მამაკაცების დაესხნენ თავს. სინდისის პატიმრის დედის განცხადებით, სწორედ ტელევიზორში ამ ეპიზოდის ნახვის შემდეგ გადაწყვიტა კაციამ იმ დღეს აქციაზე წასვლა.
სანამ ნიკა ემზადებოდა, სარეცხს ვფენდი, გავედი გარეთ მაისური გადამივარდა და შევნიშნე საეჭვო მოძრაობა, მარტო მაშინ არა. რომ გავიხსენე დღის განმავლობაში ასე იყო, პურზე რომ გავედი მაშინაც გზის ყველა მხარეს იდგნენ შავებში ჩაცმულები, ადამიანები, გულში გავიფიქრე ვიღაცის დაკავებას აპირებენ-თქო. რომ შემოვედი ნიკა მზად იყო, არც მითქვამს რამე საეჭვოა-თქო.
კარი გარედან ჩაკეტა, მე ეკრანს არ მოვშორებივარ, 12 დან 1 საათამდე კარზე კაკუნი იყო, ვიფიქრე ნიკა ახალი წასულია-თქო და ვიკითხე რა ხდება ვინ ხართ-თქო. პოლიიციიდან ვართ ნიკუშადათან, ნიკა არაა სახლში ვუთხარი, იკასთან გასაუბრება გვინდაო ვუთხარი კარი გარედან დაკეტილია და ვერ გაგიღებთ-თქო, ჩურჩული მესმოდა, ერთ-ერთმა მითხრა ახლა ნიკუშა მოვა და თვითონ მოიტანს გასაღებს. წავიდნენ ფეხის ხმაც გავიგონე და ფანჯრიდანაც დავინახე 5-6 კაცი იყო. მე ვრეკავ ნიკასთან, ნიკა არ მპასუხობს. მაგდას დავურკეე, პოლიციაა აქ ნიკას კითხულობენ და რა ხდება-თქო?ამ დროს ეჭვად არაფერი არ მქონია, თითქოს ხავსს ვეჭიდებოდი.
მერე მობრუნდნენ და პირდაპირ თქვეს, ქალბატონო შემოვდივართ, დაეჯაჯგურენ კარს, ისეთი ხმა გავიგე გასაღები ჩაუტყდათ, მივხდი გასაღები მათ ჰქონდათ. ნიკა ისევ არსად ჩანდა, დავინახე სათვალთვალოდან ბევრნი იყვნენ, ფანჯრიდან ვეძახდი მაჩვენეთ რა გასაღებით აღებდით-თქო და მაჩვენა გატეხილი გასაღები შორიდან”, – განაცხადა ნიკა კაციას დედამ.
კომენტარები