• რეკლამა
  • კონტაქტი
20:45, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ უნდა ჰქონდეს ლამბორგინის მეპატრონეს მანქანის ყოლის უფლება და არ ჰქონდეს პრიუსის მეპატრონეს?” – ნიკა აბაშიძე

ალია ავტორი - ალია
03:19 02-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,815

ნიკა აბაშიძე, ავტობლოგერი და კომპანია “ქარუს” დამფუძნებელი, “ოცნების” ახალ კანონპროექტზე:

“ექვს წელზე უფროსი ავტომობილების იმპორტი რომ იკრძალება, მაგასთან დაკავშირებით მინდა ერთი-ორი სიტყვა ვთქვა. ამაზე უაზრო კანონი არ მახსენდება. მართლა არ მახსენდება. აი, ხომ ვფიქრობდი, რომ ეს რაღაც კანონები რომ მიიღეს, რომ მეთქი რა უაზრობაა, რად უნდოდათ-მეთქი. მაგრამ ასეთი?!

ანუ, უაზრობაშi რას ვგულისხმობ იცით? ეს არავინ გააიგივოთ აქციების კანონებთან… მაგას არ ვიძახი. იქ გასაგები იყო მიზეზი, რატომ აკეთებდნენ. აქ მიზეზიც ვერ გავიგე რატომ აკეთებენ, მაგიტომ მგონია უაზრობა. ანუ, რას შეცვლის ეს?

მხოლოდ ექვს წლამდე ავტომობილების… არა, ის ექვსი წლის ავტომობილი თორმეტის არ გახდება? თუ როგორ არის საქმე, ავტოპარკის გაახალგაზრდავებაა მიზანი? კაი, ავტოპარკის გაახალგაზრდავება თუა მიზანი, ექვსი წელი რატომ?

ანუ რა, რა შეიცვალა? ევრო 7 გახდა თუ რა? მანქანებია ძაან ბევრიო და მაგას ვებრძვითო. აი სისულელე, სრული სისულელე. რას ჰქვია მაგას ებრძვი? ანუ, შედარებით დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანების ხარჯზე რატომ ებრძვი?

რატომ უნდა ჰქონდეს ლამბორგინის მეპატრონეს მანქანის ყოლის უფლება და არ ჰქონდეს პრიუსის მეპატრონეს? ანუ, რა, რა ლოგიკაა? იმისი არ არის ეს ქვეყანა?

ასეთი სისულელე და სიგიჟე კაი ხანია არ მომისმენია. იმედია, როგორც თსუ-ს და გეპეის გაერთიანების პროექტი ჩავარდა, ისე ჩავარდება ესეც. იმედია. მიხვდებიან, რომ სისულელეს აკეთებენ”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved