„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ კითხვას, თუ რას ფიქრობს გუბაზ სანიკიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციას არ შესწევს უნარი, ქვეყანაში რამე შეცვალოს, ასე უპასუხა:
„რატომ უნდა გავაკეთო კომენტარი იმაზე თუ ვინ რა თქვა. დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ყველას აქვს საკუთარი აზრი. იმედგაცრუებულებსა და გაბრაზებულებს თავად ჰკითხეთ აზრი, ისინი გაგცემენ პასუხს. ოპოზიცია ძალიან ძლიერია და ის ამ ხელისუფლებას კოალიციური მმართველობის ფორმით შეცვლის“
კომენტარები