• რეკლამა
  • კონტაქტი
09:59, შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ უნდა გაატანო მილიარდობით დოლარი ვიღაც უცხოელს, როდესაც შეგიძლია ეს თანხა ბიუჯეტში მოახვედრო და უამრავი საკითხი გადაწყვიტო?! – გოგლა ჟვანია

ალია ავტორი - ალია
17:02 04-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

გოგლა ჟვანია, სოციალურ ქსელში, წერს:

“მავანნი გვარწმუნებენ, რომ დიდი ჰესების გარეშე ქართულ ენერგეტიკას და შესაბამისად ეკონომიკას მომავალი არ უწერია, ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ ამის გარდა, ელექტროენერგიის მიღების სხვა იაფი და საიმედო საშუალება საქართველოს არ გააჩნია.

არადა გასული წლის ბოლოდან ევროპამ დაიწყო აზერბაიჯანული გაზის იმპორტი საქართველოს გავლით, ეს კი ნიშნავს, რომ მიმდინარე წლიდან ჩვენ სრულიად უფასოდ გვერგება 800 მილიონი კუბური მეტრი გაზი, რაც საკმარისია 4 მილიარდი კვტ. ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის, შეგახსენებთ, რომ ნამოხვანს მხოლოდ 1,5 მილიარდი კვტ-ის გამომუშავება შეეძლება, აღსანიშნავია, რომ გაზზე მომუშავე ამხელა ელექტროსადგურის აშენება სულ 400 მილიონი დოლარი დაჯდება, ნამოხვანის აშენება თითქმის 2-ჯერ მეტი ჯდება და 2,5-ჯერ ნაკლებ ენერგიას გამოიმუშავებს წელიწადში.

ორ წელიწადში გატარებული გაზის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, შესაბამისად გაიზრდება ჩვენი კუთვნილი უფასო გაზის რაოდენობა და 1.1 მილიარდ კუბურს მეტრს გადააჭარბებს წლიურად, ხოლო 2026 წლიდან მორიგი ზრდის შემდეგად 1,5 მილიარდ კუბურ მეტრს, ყოველივე ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას არაფერში ესაჭიროება გიგანტური ჰესები.

ცოტა წავიოცნებოთ და წარმოვიდგინოთ, რომ მოავალში ჩვენი ეკონომიკა გერმანიის დონეს მიაღწევს, ასეთ შემთხვევაშიც კი, არსებულ ჰესების გამომუშავებას დამატებული ჩვენი უფასო გაზის რესურსი (რომელიც უზრუნველყოფს საბაზო ენერგიას და ენერგოსისტემის სტაბილურობას), დამატებული ქარის და მზის ენერგია სრულად დააკმაყოფილებს ჩვენი ქვეყნის მოთხოვნებს.

ალბათ ყველასთვის ნათელია, რომ უფასო გაზიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის თვითღირებულება ბევრად იაფი იქნება ვიდრე გიგანტური ჰესების მიერ გამომუშავებული, ამავე დროს ნამოხვანის ტარიფი ისევე, როგორც ნესკრას ტარიფი უკვე აღემატება იმ ფასს, რომელსაც ჩვენ დღეს ვიხდით ელექტროენერგიაში, ანუ აღნიშნული ჰესების ჩართვა ენერგოსისტემაში აუცილებლად გამოიწვევს მოსახლეობისთვის დენის გაძვირებას. გარდა ყველაფრისა ნამოხვანის ე.წ. უცხოური ინვესტიცია სინამდვილეში გამოიწვევს ისედაც სახიფათოდ გაზრდილი, 20 მილიარდდოლარიანი საგარეო ვალის კიდევ 750 მილიონი დოლარით გაზრდას. მხოლოდ ეს ერთი პროექტი, განხორციელების შემთხვევაში, გამოიწვევს ჩვენი ქვეყნიდან მილიარდობით დოლარის გადინებას.

ყოველივე ამის შემდეგ, საერთოდ გაუგებარია რატომ უთმობს სახელმწიფო გარანტირებულ შემოსავალს, რომელის ფინანსური თავდები თვითონაა, რესურსის მფლობელიც თვითონაა, კერძო, თანაც უცხოურ კომპანიას?! რატომ უნდა გაატანო მილიარდობით დოლარი ვიღაც უცხოელს, როდესაც ძალიან მარტივად შეგიძლია მთელი ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში მოახვედრო და უამრავი საჭირბოროტო საკითხი გადაწყვიტო?!”

თეგები: გოგლა ჟვანია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved