• რეკლამა
  • კონტაქტი
03:42, ხუთშაბათი, 2 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ ულპებათ ახალქალაქში კარტოფილი, რამდენ თეთრს სთავაზობენ კილოგრამში და რას ამბობს მინისტრი?

ალია ავტორი - ალია
03:01 05-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
198

ახალქალაქში წელს კარტოფილის დიდი მოსავალია, თუმცა ფერმერები კარტოფილის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. სოფელ ალასტანში გლეხები ამბობენ, რომ საკუთარ მოსავალს, 700 ტონა კარტოფილს – ნინოწმინდის მერიასთან დაყრიან, რადგან ამ დრომდე მათ კარტოფილის გასაღების გზები სახელმწიფომ ვერ შესთავაზა.

„ბათუმელებთან“ სოფელ მურჯახეთის ერთ-ერთ მცხოვრებს, ენოკ ბაბაჯანიანი, ამბობს:

„5 ჰექტარზე 80 ტონა კარტოფილი ამოვიღე. კარტოფილის ფართობებიც გაიზარდა სოფლებში, რადგან პანდემიის გამო ადამიანები ვეღარ წავიდნენ სხვა ქვეყნებში სამუშაოდ და უფრო მეტი მიწები დამუშავდა. ამის გარდა, წელს დისტრიბუტორებმაც ცუდად იმუშავეს, რადგან კოვიდის გამო ბაზრებიც დაკეტილი იყო.

ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ საქართველოში კარტოფილი თურქეთიდან შემოდის და ჩვენი პროდუქცია ნაკლებად იყიდება. ფასიც დაეცა – 25 თეთრია საბითუმო ფასი. გარდა ამისა, ყველაზე დიდი მომხმარებელი არის ჯარი და ციხე, სადაც იმპორტირებული კარტოფილი შეაქვთ და არა ქართული კარტოფილი. ასეთი საკითხები უნდა იყოს მოგვარებული“

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურას მკვიდრი ფერმერი სოს ვარტანიანი “ნეტგაზეთთან” ამბობს:

“30 თეთრად ვყიდით კილოს, სულ 80 ტონა მაქვს გასაყიდი. განა ეს გაყიდვაა? კილოზე ხარჯი 45 თეთრია, ვყიდით 30-ად. ზარალში მივდივართ. 30-35 თეთრი ღირს კარტოფილი. 20-დაც ყიდიან. მადლობაა სათქმელი, რომ ქუჩაში არ ვყრით. ან უნდა გადავყაროთ, ან ძალიან იაფად უნდა გავყიდოთ, სხვა გამოსავალი არ არის. წინა წელს რუსეთში არავინ წასულა, ბევრი კარტოფილი დაითესა. თურქული კარტოფილი „დაგვეხმარა“ — შემოიტანეს თურქეთიდან აუცილებელი რაოდენობის კარტოფილი, ჩვენი კი დარჩა ისე. თურქეთიდან შემოიტანეს, მაგრამ ის არ იფიქრეს, რომ ჩვენც დავთესეთ კარტოფილი. ეს საბაზრო ეკონომიკაა, არის საბაზრო ფასი, უფრო იაფად იყიდება. მე არ ვიცი, მე ეს არ მესმის. ჩვენი საქონელი უბრალოდ დარჩა, ვერ ვყიდით, არ ვიცი რა ხდება. უბრალოდ ვერ ვყიდით და ფუჭდება. ამ წელს ყველა რუსეთში წავიდა, რომ ოჯახი გამოკვებონ.”

მისივე თქმით, მოსავლის 30% გაყიდვამდე გაფუჭდა.

ფერმერის მონათხრობზე დაყრდნობით, კილოგრამ კარტოფილზე ზარალი საშუალოდ 15 თეთრია, რაც ერთ ტონაზე 150 ლარი, ხოლო 80 ტონაზე – 12 000 ლარის ზარალი გამოდის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მიღებული მოსავლის ნაწილი გაყიდვამდე ფუჭდება, ზარალი კიდევ უფრო დიდია.

„ბათუმელებთან“ ახალქალაქის მერს, იურიკ უნანიანი, ამბობს:

„არ იყიდება კარტოფილი. მიზეზი ის არის, რომ ბევრია კარტოფილი. მარტო ალასტანში კი არა, მთლიანად რაიონის პრობლემაა ეს, რომ გლეხებმა კარტოფილი ვერ გაყიდეს. ფასიც დაწიეს წელს, 50 თეთრად ყიდიან კილოს, მაგრამ მაინც ჭირს გაყიდვა. ამ დროისთვის, დაახლოებით 10 ათას ტონაზე მეტი იქნება გასაყიდი კარტოფილი.

აზერბაიჯანში გავიტანეთ შარშან, წელს არ შედის. ალბათ თავისი აქვს და მაგიტომ. საბაზრო ეკონომიკაა, თუ არ მოვიდა მყიდველი, რას ვიზამთ. როცა ბევრია მოსავალი ან არ იყიდება, ან იაფია. რომ არ გაფუჭდეს ან უნდა დათესონ, ან გაყიდონ. საქმის კურსშია მთავრობაც, სოფლის მეურნეობის სამინისტროც და იმედია, გააკეთებენ ყველაფერს“.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომენტარი კი ასეთია:

“სახელმწიფო საბაზრო პოლიტიკაში ვერ ჩაერევა. გვქონდა გარკვეული შეხვედრები და ქართველი ექსპორტიორები ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ არის ჭარბი მოსავალი და შემდგომ უკვე ფერმერებს და ექსპორტიორებს ერთმანეთში უნდა ელაპარაკათ და ფასზე შეთანხმებულიყვნენ. ერთადერთი მხოლოდ ეს გავაკეთეთ, რომ მივაწოდეთ ინფორმაცია ექსპორტიორებს“

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის სამ თვეში [იანვარი-მარტი] საქართველოში 2,9 მილიონი აშშ დოლარის კარტოფილია შემოტანილი უცხოეთიდან. აქედან 543 ათასი აშშ დოლარის კარტოფილი – სათესლედ.

წყარო – ნეტგაზეთი

თეგები: ახალქალაქილევან დავითაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ
ახალი ამბები

რა უნდა გაითვალისწინო, თუ სამოგზაუროდ ესპანეთში მიდიხარ

14:07 03-31-2026
კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?
ახალი ამბები

კოლაგენი: რატომ არის ის აუცილებელი ახალგაზრდული კანისა და ჯანმრთელი სხეულისთვის?

19:33 03-30-2026
მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved