• რეკლამა
  • კონტაქტი
06:11, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ უბრუნდება საქართველო რუსეთს?” – სენატორ რიშის კითხვა და ეკა გიგაურის პასუხი –

ალია ავტორი - ალია
22:06 09-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,593

სენატორ რიშის კითხვაზე, რომელმაც სთხოვა აეხსნა, რატომაა ქვეყანაში მიდრეკილებაა რუსული ფორმის მმართველობისკენ  და რატომ უბრუნდება საქართველო რუსეთს, როცა მისგან გათავისუფლებულები არიან – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა უპასუხა, რომ “ქართველი ხალხი არის რუსეთის და “ქართული ოცნების“ დეზინფორმაციის მსხვერპლი.“

თუმცა, გიგაურის თქმით, “დეზინფორმაციის დიდი ნაკადის მიუხედავად, საზოგადოების დიდ ნაწილს სურს ქვეყნის ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში და ეს ოფიციალურ ციფრებშია გამოხატული.“

რაც შეეხება დეზინფორმაციას, ეს არ ეხება მხოლოდ კანონს. ვიდრე კანონის მიღება მოხდება, ხდება დისკრედიტაცია, მაგალითად, თითქოს, ლიბერალური ჯგუფები ებრძვიან ოჯახურ ღირებულებებს, ეროვნულ ინტერესებს, რომ მაგალითად ყველა სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს, ამსხვრევს ყველაფერს ეროვნულს, თითქოს მესამე სექტორი მხოლოდ ლგბტ უფლებებს იცავს და ავრცელებს ლგბტ პროპაგანდას და ა.შ. ეს ძალიან მძიმე პროპაგანდაა. ისინი თამაშობენ საზოგადოების განწყობებზე. ამასვე ამბობს სამთავრობო მედია, რომ, თითქოს, დასავლეთში დესტაბილიზაციაა, ხალხი ცხოვრობს საშინელ პირობებში, ისე როგორც რუსეთში. იქაც მსგავსი თემატიკის პროპაგანდაა. რომ, თითქოს, დასავლეთში არ ზრუნავენ ოჯახებზე, ღირებულებებს პატივს არ სცემენ. ისინი არ ამბობენ, რომ დასავლეთი ცუდია, თუმცა ავრცელებენ ისეთ ინფორმაციას, რომ გაზარდონ კითხვები არის თუ არა ის კარგი. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ასეთი ადამიანების წილი არ არის დიდი“, – განაცხადა გიგაურმა.

სენატორმა რიშმა იმედი გამოთქვა, რომ “ჭკვიანი ადამიანები გაიაზრებენ, დემოკრატია ბევრად უკეთესია, ვიდრე ავტორიტარიზმი.“

ჩვენ ამერიკაში გვჯერა, რომ ჭკვიანი ადამიანები ყოველთვის გაიაზრებენ, რომ დემოკრატია ბევრად უკეთესია, ვიდრე ავტორიტარიზმი. მაგრამ რაც გვითხარით მაიმედებს, რომ ასეთი ბევრია. ჩვენ დავაკვირდებით არჩევნებს შემდეგ თვეში, მე და ჩემი კოლეგა შაჰინი დიდი ხანია ვაკვირდებით არჩევნებს და არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ძალიან ბევრი ადამიანი მსოფლიოდან. თუ თქვენ მეუბნებით, რომ არიან ადამიანები, რომლებმაც იციან რა უნდათ, მაშინ მათ ეს შესაძლებლობა ექნებათ არჩევნებში, რომ მათ გადაწყვიტონ საკუთარი და საკუთარი ქვეყნის მომავალი და გააცნობიერებენ, რომ ეს მათ ხელშია“, -დასძინა მან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved