• რეკლამა
  • კონტაქტი
21:30, პარასკევი, 9 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა­ტომ შე­მო­ი­ხი­ა ტან­ზე “ნაც­მოძ­რა­ო­ბამ”- ჯერ არა­ვის უთ­ქვამს, თქვე­ნი პრე­ზი­დენ­ტია დამ­ნა­შა­ვეო”

ალია ავტორი - ალია
15:31 10-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ქ­სპერტ მა­მუ­კა არე­ში­ძეს, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ აცხა­დებ­და, რომ სა­ზღვრის დამ­დგენ კო­მი­სი­ა­ში პრობ­ლე­მე­ბი იყო და არას­წო­რი რუ­კე­ბით ხდე­ბო­და ოპე­რი­რე­ბა, უკ­ვირს პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ასე­თი აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვა. მისი თქმით, საქ­მე­ში და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აშ­კა­რად ჩანს.

მა­მუ­კა არე­ში­ძე:

– ადრე თუ გვი­ან სა­მარ­თალს უნდა ეზე­ი­მა. ამ პრო­ცე­სებს ვე­ლო­დი, მაგ­რამ რო­დის მოხ­დე­ბო­და ეს ამ­ბა­ვი და ვინ იქ­ნე­ბოდ­ნენ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, ამის თქმა მა­შინ არ შე­მეძ­ლო. თუმ­ცა ერთ-ერთ მათ­გან­ზე ეჭვი მა­ში­ნაც მქონ­და.

– პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლი ქა­ლის სახ­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია იმ რუ­კის დე­და­ნი, რო­მელ­საც ამ­დე­ნი წელი ეძებ­დნენ. გა­სულ კვი­რას, როცა ჩხრე­კა ჩა­ტარ­და, ით­ქვა, რომ რუკა იპო­ვეს, თქვენ ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვით, ის კონ­კრე­ტუ­ლი რუკა თუ ჰქონ­და, რო­მელ­საც ეძებ­დნენ, მა­შინ და­სახ­ვრე­ტი­აო. რო­გორ ფიქ­რობთ, ამ­დე­ნი ხანი რომ ინა­ხავ­და ის ამ რუ­კას?

– იპო­ვეს თუ არ იპო­ვეს ის რუკა მათ სახ­ლში, ამას ჩემ­თვის ახლა გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ეს რუკა სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, დღე­სა­ვით ნა­თე­ლი იყო. რუკა რომ გაქ­რა, ამას თვი­თონ ესე­ნი ამ­ბობ­დნენ, ამ­ტკი­ცებ­დნენ, – სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არი­სო. ერთ-ერთი მათ­გა­ნი იმ სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო, სა­დაც ეს რუკა, წე­სით, უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ასე რომ პრინ­ციპ­ში და­მა­ლეს რუკა, თუ გა­აქ­რეს, არ ვიცი, მაგ­რამ ეს რუკა სა­ბო­ლოო ჯამ­ში გა­მოჩ­ნდა, ეს არის მთა­ვა­რი ამ ამ­ბავ­ში. ჩა­მო­ი­ტა­ნეს და­კარ­გუ­ლი რუ­კის მე­ო­რე დე­და­ნი სხვა ქვეყ­ნი­დან და ამის შემ­დეგ, რო­დე­საც მოხ­და ჩხრე­კა, მა­გას­თა­ნაც იპო­ვეს ის რუკა, რა­შიც ამ­დე­ნი ფული გა­და­ი­ხა­და ბიზ­ნეს­მენ­მა და რა­საც ამ­დე­ნი წლე­ბი ვე­ძებ­დით. ეს არის ძა­ლი­ან მძი­მე საქ­ცი­ე­ლი, ეს ნიშ­ნავს, რომ შეგ­ნე­ბუ­ლად აი­ღეს ის რუკა, რო­მელ­შიც იყო ძა­ლი­ან ზო­გა­დი სუ­რა­თი სა­ზღვრის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­სა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა. მეტს გე­ტყვით, ვთქვათ, ეს რუკა მარ­თლა იყო გამ­ქრა­ლი და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არაფ­რის შუ­ა­ში არი­ან, მაგ­რამ, როცა იმ რუ­კით ად­გენ სა­ზღვარს, რო­მე­ლიც იცი, რომ არ ვარ­გა, მა­ინც დამ­ნა­შა­ვე ხარ!.. სა­ერ­თოდ ნუ გა­ა­კე­თებ­დნენ ნუ­რა­ფერს. ეთ­ქვათ, – კო­მი­სია მუ­შა­ო­ბას ვერ და­ი­წყებს, რად­გან არ გვაქვს შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია და მა­სა­ლე­ბიო. მო­ე­თხო­ვათ ჯერ შე­ვარ­დნა­ძის, მერე უკვე სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის­თვის, რომ მო­ე­ძე­ბე­ნათ შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია. ამა­შია საქ­მე, რად­გან გა­ჩუმ­დი, გა­ი­ყურ­სე და მო­ა­წე­რე ხელი ზო­გა­დი რუ­კის გა­მო­ყე­ნე­ბას, უკვე დამ­ნა­შა­ვე ხარ.

– ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბამ­დე ამ­ბობ­და, იმ 1938 წლის რუ­კის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­მელ­ზეც ახლა სა­უ­ბა­რია, პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, რად­გან იმ რუ­კა­ში ბევ­რი ხარ­ვე­ზი­აო.

– ეს არის თვალ­თმაქ­ცო­ბა. სწო­რად ამ­ბობს, როცა თქვა, იმ რუ­კის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყოო, მაგ­რამ ამ დროს მას უნდა ჩა­ე­ძიო და კი­თხო, რუ­კის რო­მელ ვა­რი­ანტს გუ­ლის­ხმობს და მა­შინ გახ­დე­ბა პა­სუ­ხი ნა­თე­ლი. ამათ მა­შინ ხელთ ჰქონ­დათ იმ 1938 წლის 1: 200000-იანი რუ­კის ასლი, რომ­ლის დე­და­ნიც ახლა იპო­ვეს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ასლი ხარ­ვე­ზით არის და არ გა­მოდ­გე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის კონ­ტექ­სტში… მოკ­ლედ, როცა ასლზე სა­უბ­რობს და ამას ამ­ბობს, მარ­თალს ამ­ბობს, მაგ­რამ სად იყო ამ დროს ორი­გი­ნა­ლი? და თუ არ იყო ორი­გი­ნა­ლი, რა­ტომ მო­ა­წე­რე იმ დო­კუ­მენტს ხელი, რაც ამ რუ­კის ზო­გა­დი ვა­რი­ან­ტია?! თუმ­ცა აგერ გა­მოჩ­ნდა, რომ ორი­გი­ნა­ლიც არ­სე­ბობ­და თურ­მე, მათ ჰქონ­დათ.

– ამ ორი პი­როვ­ნე­ბის და­კა­ვე­ბას აქ­ცი­ე­ბი მოყ­ვა, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი ითხო­ვენ მე­ლაშ­ვი­ლის და ილი­ჩო­ვას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ამა­ზე რას იტყვით?

– რა­ტომ შე­მო­ი­ხი­ეს უცებ ტან­ზე ყვე­ლა­ფე­რი “ნაც­მოძ­რა­ო­ბის” წევ­რებ­მა და ლი­დე­რებ­მა, ვერ გა­ვი­გე. ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვის უთ­ქვამს, თქვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლია დამ­ნა­შა­ვე ამა­შიო. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო შე­ვარ­დნა­ძის დროს და გაგ­რძელ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს, თუმ­ცა ცალ­სა­ხაა, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს და­ეს­ვა პი­რო­ბი­თი წერ­ტი­ლი. სა­ხელ­მწი­ფო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი არ იყო, კო­მი­სი­ებ­მა მო­ა­წე­რეს ხელი და ასე შექ­მნეს სა­ბო­ლოო დო­კუ­მენ­ტი. წი­ნას­წარ იცო­და ივე­რი მე­ლაშ­ვილ­მა და ყვე­ლამ, რომ ეს დო­კუ­მენ­ტი არ იყო გა­მარ­თუ­ლი და მა­ინც მო­ა­წე­რეს ხელი. მარ­ტო ეს ორი ადა­მი­ა­ნი არ არის ამ ყვე­ლა­ფერ­ში დამ­ნა­შა­ვე, ბევ­რი სხვა ადა­მი­ა­ნიც არის ამ საქ­მე­ში გა­რე­უ­ლი, რომ­ლებ­მაც სულ მცი­რე, გულ­გრი­ლო­ბა მა­ინც გა­მო­ი­ჩი­ნეს ამ შუ­ა­ლე­დუ­რი დო­კუ­მენ­ტის მი­მართ.

– ფიქ­რობთ რომ სხვე­ბის პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბის სა­კი­თხიც დად­გე­ბა?

-აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დად­გეს. ზო­გის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, ზო­გის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი და ა.შ.

– ოპო­ზი­ცი­ის პო­ზი­ცია ცალ­სა­ხაა, მაგ­რამ გუ­შინ ანა­ლო­გი­უ­რი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მედ­მა ელჩმა და­ნი­ა­ში, გიგი გი­გა­ი­ძემ და მა­ნაც მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და ივე­რი მე­ლაშ­ვილს, ისიც თქვა, – მის პატ­რი­ო­ტიზ­მში ეჭვი არ მე­პა­რე­ბაო.

– კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ყო­ველ­თვის იყო მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იც­ვლე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ მუდ­მი­ვად რჩე­ბოდ­ნენ კო­მი­სის წევ­რე­ბი. მე ივე­რი მე­ლაშ­ვილს ვერ და­ვა­და­ნა­შა­უ­ლებ, რომ მან მო­ი­პა­რა რუკა და გა­აქ­რო, პირ­და­პირ ხელს ვერ და­ვა­დებ, ამას და­ად­გენს გა­მო­ძი­ე­ბა, მაგ­რამ როცა იცი, რომ არას­წორ დო­კუ­მენტს იყე­ნებ, ეს ქვეყ­ნის­თვის სა­ზი­ა­ნოა და აწერ ამას ხელს, ეს არის და­ნა­შა­უ­ლი. სულ ცოტა, გან­გა­შის ზა­რე­ბი მა­ინც უნდა ატე­ხო ასეთ დროს. შე­იძ­ლე­ბა გი­გი­ა­ძის­თვის ის პატ­რი­ო­ტი ადა­მი­ა­ნია იმი­ტომ, რომ ნაკ­ლე­ბად იც­ნობს შიგ­ნით ამ პრო­ცესს, მაგ­რამ ჩემ­თვის ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც სულ მცი­რე, და­უშ­ვა შეც­დო­მა და რო­მე­ლიც მცდა­რი დო­კუ­მენ­ტით ოპე­რი­რებ­და ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. პი­რა­დად შევ­ხვედ­რილ­ვარ და ამ სა­კი­თხზე მი­სა­უბ­რია ადრე მას­თან, მაგ­რამ არა­სო­დეს უთ­ქვამს, რომ მცდა­რი დო­კუ­მენ­ტე­ბით სარ­გებ­ლობ­და კო­მი­სია. იძახ­დნენ, – სხვა რუკა არ გვაქვს და ამით უნდა ვი­სარ­გებ­ლო­თო… შე­იძ­ლე­ბა აი­ძუ­ლეს კო­მი­ის ზო­გი­ერ­თი წევ­რი და მათ შო­რის ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი, რომ ასე მოქ­ცე­უ­ლი­ყო…

მოკ­ლედ, ეს პრო­ცე­სი იყო მა­ხინ­ჯი, და­ნა­შა­უ­ლია ჩა­დე­ნი­ლი და ამის გამო კი­ნა­ღამ დავ­კარ­გეთ ამ­ხე­ლა ტე­რი­ტო­რია, მათ შო­რის და­ვით გა­რე­ჯის ნა­წი­ლიც. რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას, ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლის მოყ­ვა­ნი­ლი კად­რია. ის კომ­პე­ტენ­ტუ­რი კარ­ტოგ­რა­ფია და ზუს­ტად იმა­ზეა ლა­პა­რა­კი, რომ ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვას­ნა­ირ ადა­მი­ანს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­ეშ­ლე­ბო­და რო­მე­ლი დო­კუ­მენ­ტი არის სა­ჭი­რო ასე­თი ტი­პის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის. ამ ქალს შეც­დო­მა არ მო­უ­ვი­დო­და ე.ი სხვა რა­მე­შია საქ­მე… თუ რაში, ვი­მე­დოვ­ნებ, ამას გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს.”

წყარო – ამბები.ჯი

თეგები: დავით გარეჯიმამუკა არეშიძემიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved