• რეკლამა
  • კონტაქტი
11:28, სამშაბათი, 29 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ შემოდიან პარლამენტში?! ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?! – ელისაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე

ალია ავტორი - ალია
16:25 05-31-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

რატომ შემოდიან?! თანამდებობები ეხარბებათ? ხელფასები უნდათ? მივლინებებში უნდათ სიარული თუ ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?!, – ამის შესახებ „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, როცა „მოქალაქეები” პარლამენტში შევიდნენ მათ აბრალებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილისგან ფული აიღეს და ახლა თავადა „ნაციონალური მოძრაობა” შედის პარლამენტში, რაც ბადებს კითხვას, თავად ხომ არ აიღეს ფული.

„საერთოდ რატომ ან რის ფასად შემოდიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში?! ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?! ჩვენ, „მოქალაქეები” როცა შემოვედით თებერვალში პარლამენტში, ვთქვით, რომ საარჩევნო რეფორმა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამის გასატარებლად ვართ პარლამენტში. ერთხმად არის საარჩევნო კოდექსი პირველი მოსმენით მიღებული. „ნაციონალური მოძრაობა“ რატომ ან რის ფასად შემოდის? – მათი ლიდერები ციხიდან ჩვენ გამოვიყვანეთ, საარჩევნო რეფორმას, მართლმსაჯულების რეფორმას ჩვენ ვახორციელებთ. რატომ შემოდიან?! თანამდებობები ეხარბებათ? ხელფასები უნდათ? მივლინებებში უნდათ სიარული თუ ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან?! ან ჩვენ რატომ გვლანძღავდნენ? ხომ არიან ღირსი ყოველ დღე დერეფნები მივუწყოთ აქ, ის ვეძახოთ, რასაც ჩვენ გვეძახდნენ და უარესი?! ჩვენ შემოსვლას ფასი ჰქონდა, რაც ვთქვით, ვასრულებთ – ძალიან მაგარ დაარჩევნო რეფორმას მიიღებს ქვეყანა. ისინი რატომ შემოდიან?! – დაეტიონ ქუჩაში, ირბინონ და აბარონ ანგარიშები სააკაშვილს, იქ კიევში მოიწყონ თავისთვის პარლამენტი. ჩვენ რატომ გვაბრალებდნენ, მე და ლევან იოსელიანს, რომ ფული ავიღეთ, ვინმე თუ ერთ თეთრს აღმომიჩენს ბიძინა ივანიშვილისგან აღებულს, წავალ და მე თვითონ დავიხრჩობ მტკვარში თავს. რატომ გვაბრალებდნენ ამ ჭუჭყს, მაშინ თვითონაც ფული ჰქონიათ აღებული, ჩემო ბატონო,”- განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, შვიდთვიანი ბოიკოტის შემდეგ “ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

საქართველოში პირველად, თიბისის მობაილბანკს, გამოწერების ფუნქციონალი დაემატა

14:03 09-28-2026
iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის
ახალი ამბები

iCash.ge-ის სავაჭრო პროგრამა ავტონაწილების მაღაზიებისთვის

13:12 09-28-2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved