ქუთაისში ტელეკომპანია “რიონის“ თანამშრომლებს კორონვირუსი დაუდასტურდათ, რის გამოც ტელევიზიის მუშაობა პარალიზებულია. როგორც “2020NEWS“ ავრცელებს ინფორმაციას, თავდაპირველად კოვიდ-19 ტელეკომპანიის მფლობელს, თამარ ღვინიანიძეს დაუდასტურდა.
ტელეკომპანიაში კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენისთანავე, ყველა თანამშრომელს ტესტი ჩაუტარდათ და რამდენიმე თანამშრომლის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
დღეის მდგომარეობით, ტელეკომპანია „რიონის“ დაინფიცირებული თანამშრომლები კოვიდცენტრებში არიან გადაყვანილი, ზოგი კარანტინში იმყოფება.
კომენტარები